დრათჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დრათჰაარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დრათჰაარი (Drahthaar) ანუ გერმანული უხეშბალნიანი მეძებარი, რომელსაც სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში უხეშბალნიან კონტინენტალურ ბეძებარსაც უწოდებენ (მაგ, "სანადირო ძაღლი" პ. ჟორდანია თბ. 1954 წ.), ერთ-ერთი გავრცელებული მეძებრის ჯიშია საქართველოში და საკმაო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს ჩვენს მონადირეთა შორის.
მისი წარმოშობის ისტორია უკავშირდება კიდევ ორ გერმანულ მეძებარს: კურცჰაარსა და ლანგჰაარს. ამ სამ ჯიშს საერთო ფესვები აქვს და გერმანული ტომების ფეხ-დაფეხ შემოვლილი აქვთ პრაქტიკულად მთელი კონტინენტური ევროპა. ამიტომაც სამართლიანად ჰქვიათ კონტინენტური მეძებრები. დრატჰაარი გამოირჩევა დიდი ენერგიულობით, გამძლეობით, მუყაითობით. მას იყენებენ არა მარტო ფრინველზე, არამედ ნადირზე სანადიროდაც და ორივე სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. მისი დაგეშვა იწყება 7-8 თვის ასაკიდან. ეძებს ფრინველს ძირითადად ქვეყნოსვით, კვალზე დევნით. ძალიან გამოსადეგია ტყის ქათამზე და დაჭრილ წყალმცურავებზე სანადიროდ. როგორც წესი აპორტირებას აკეთებს სწავლების გარეშე. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
tanne
ამ ყავისფერ დრათჰაარებს არც ისეთი მოკლე ბეწვი აქვთ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, უბრალოდ ტანზე აქვთ გადაგლესილი. ----------------------------------------------------------- aragveli დრათჰაარი, გრძელი ხუჭუჭა ბეწვით, ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიიღებს კარგ შეფასებას გამოფენაზე, მითუმეტეს, ვერ გახდება სანაშენე. ეს მართლა გერმანული დრათჰაარის ფოტოებია. ----------------------------------------------------------- mgm მეძებრების და საერთოდ ძაღლების სახეობები არ არსებობს. შინაური ძაღლი არის ერთი სახეობა - canis familiaris, რომელიც იყოფა ჯიშებად. სპინონეს მაინცადამაინც ვერ მივამგვანებდი დრათჰაარს. პუდელპოინტერი და ფოუსეკი კი ძალიან გვანან. კორტალსის გრიფონი და პუდელპოინტერი დრათჰაარის ოფიციალური წინაპრები გახლავან. გერმანულ უხეშბალნიან პოინტერს რაც შეეხება. ამერიკელები და ინგლისელები ზოგადად, მოკლე და უხეშბეწვიან მეძებრებს პოინტერს ეძახიან. ანალოგიურად, კურცჰაარს - გერმ. მოკლებეწვიან პოინტერს. ანუ, ინგლისურენოვან ქვეყნებში, პოინტერი ზოგადად მეძებარს ნიშნავს (გრძელბეწვიანების გამოკლებით). გერმანელები ამ ჯიშს გერმ. დრათჰაარად არ მიიჩნევენ იმიტომ, რომ მისი სტანდარტი უფრო ლმობიერია შეფერილობისა და ბალნის საფარის გადახრების მიხედვით, გერმანულთან შედარებით, ასევე საველე თვისებების გამოცდაც ამერიკული წესების მიხედვით ხდება. ამავე დროს, შტატებსა და კანადაში ნამდვილ გერმანულ დრათჰაარებსაც ამრავლებენ, ექსტერიერისა და საველე გამოცდების გერმანული სტანდარტების მიხედვით. ეს ხალხი გაერთიანებულია კლუბში - Group North Amerika. მათ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ გერმანელებთან. ანალოგიური სიტუაციაა რუსეთშიც. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 17:35 |