გიურზა - vipera lebetina, მზადდება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
გიურზა - vipera lebetina, მზადდება |
Mar 13 2014, 15:22
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
..
|
|
|
|
![]() |
Mar 13 2014, 16:55
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
ეკუთვნის გველგესლისებრთა ოჯახს. ცნობილია გველგესლისებრთა 10 გვარი რომელშიც 60 მდე სახეობაა. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია.
![]() how to make screen shot მეტად დიდი ზომის შხამიანი გველია, მისი სიგრძე ზოგჯერ 1,5 მ-ს აღწევს. ძალიან მსხვილია (დიდი ეგზემპლარები თითქმის მკლავის სიმსხოა) აქვს განიერი სამკუთხა თავი. შხამიანი ჯირკვლები ძლიერაა განვითარებული. გიურზას შეფერილობაა ღია რუხიდან მუქ რუხამდე. ზურგის მხრიდან აქვს მსხვილი ლაქები, რომლებიც ხშირად კლაკნილი ზოლის შთაბეჭდილებას ქმნიან, გვერდებზე უფრო მცირე ზომის ლაქებით განაწილებული. საზოგადოდ უნდა ითქვას რომ გიურზას შეფერილობა ძალიან ცვალებადია. ![]() screenshot tool გიურზა ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე, არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ დაღესტანში, შუა აზიაში, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ ნახევარში (თუმცა შეიძლება თურქეთიდან ბათუმის ოლქში შემოდიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე. ცნობილია თბილისის მიდამოებშიც, მაგალითად, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს. ბინადრობს ველის ზონაში, სადაც საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევს, მაგრამ უფრო ხშირად მშრალ, ბალახით დაფარულ ქვიან ადგილებში გვხვდება, სადაც ბევრია ბუჩქი, ხეები კი აქა-იქ არის გაფანტული. იმალება მღრღნელების სოროებში, ქვების ქვეშ, ნაპრალებში. გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულობით დღის ცხოვრებას ეწევა, ზაფხულში მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ამ დროს მას ხშირად ვხვდებით მეცხვარეების მიერ მიტოვებულ ფარეხში, სადაც დიდი სიცხეების დროსაც შედარებით გრილა. ზანტი გველია მაგრამ საბრთხის შემთვევაში, საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს და თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლა. გაღიზიანებული კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისთვის სხეულის წინა ნაწილს და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფიდ ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებით მაგრამ გიურზას ეს მოქმედება მისი გაბარიტების გამო მეტად შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგალითად ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა, მერე აღარ აქცევს ყურადღებას თავის გამარღიზიანებელ საგანს. გიურზა უმეტესად მღრღნელებსა და ფრინველებზე. მას ერთ ჯერზე რამდენიმე მემინდვრიის ან ბეღურისებრი ჩიტის გადაყლაპვა შეუძლია. დიდ გიურზა კურდღლის ბაჭიასაც თავისუფლად ყლაპავს. თაგვებს იჭერს სოროში, ფრინველს კი ხეზე ან მიწაზე უდარაჯებს. ფრინველს კბენის შემდეგ აღარ უშვებს პირიდან. მრავლდება კვერხის დებით, (15-20 კვერცხი) პატარა გიურზები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. კვერცხიდან თავის გამოყოფის შემდეგ წიწილა ერთი დღე კვერცხში ზის და ყვითრით იკვებება. მიუხედავად იმისა რომ ერთი დღისაა და სულ 215 მმ.-ს აღწევს მაინც კბენას ცდილობს. საქართველოს გველებს შორის გიურზა ზომით ყველაზე დიდია და ამასთანავე ყველაზე შხამიანიც. გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. გიურზას შხამი გამოიყენება მედიცინაში. 1 გველი ერთ ჯერზე იძლევა 40 მგ-მდე შხამს (მშრალი წონა). შხამს იყენებენ შხამსაწინააღმდეგო შრატის და სხვა პრეპარატების დასამზადებლად. გიურზას შხამი მეტად წააგავს დაბოიას ანუ ჯაჭვისებური გველგესლას შხამს. დაკბენილის სამკურნალოდ გამოიყენება შრატი ”ანტიგიურზა”. გიურზას შხამი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინაზებს და გამოიყენება ძვირფასი სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ამ გველის შხამისგანაა დამზადებული პრეპარატი ”ლებეტოქსი”, რაც ჰემოფილიის სამკურნალოდ გამოიყენება რადგან მისი შხამი საკმაოდ ძვირფასია იგი შეტანილი იყო საქართველოს წითელ წიგნში, თუმცა ამ დროისთვის სავარაუდოდ ამოღებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (http://moe.gov.ge/) წითელი წიგნის ქვეწარმავლების ნუსხაში მხოლოდ დასავლური მახრჩობელაა შეტანილი ai linkic როგორც ჩანს საკმაოდ მომრავლდა. საქართველოში გავრცელებული გვესახეობა obtusa ![]() uploading pictures გამოყენებული ლიტერატურა: თ. მუსხელიშვილი საქართველოს ამფიბიებისადა რეპტილიების ატლასი ქართული საბჭოთა ენციკლოპედია |
|
|
|
assassin29 გიურზა - vipera lebetina Mar 13 2014, 15:22
Bone ყოჩაღ შემეცნებითი ... Mar 13 2014, 17:52
assassin29 შეეცადეთ დაიმასხო... Mar 13 2014, 18:01
assassin29 imagur
საინტერესო ფოტო... Mar 13 2014, 18:13
ნუკრიMax assassin29
ანტიგიურზინი... Mar 13 2014, 18:15
assassin29 ნუკრიMax
თბილისში გ... Mar 13 2014, 18:21
ნუკრიMax ტემპერატურის დაცვ... Mar 13 2014, 18:32
Hubert ანტიგიურზინის შეს... Mar 13 2014, 18:35
assassin29 ვერ გეტყვი მეგობარ... Mar 13 2014, 18:35
ნუკრიMax ამ კითხვებს იმიტომ... Mar 13 2014, 18:38
ძამა 3ჯერ მყავს მოკლული ... Mar 13 2014, 19:22
Bone ერთი სიტყვით, ამდე... Mar 13 2014, 22:57
Hubert ციტატა(Bone @ Mar 13 2014, 23... Mar 14 2014, 15:20
ნუკრიMax Bone
მიგიგნია და ეგ ა... Mar 13 2014, 23:00
tevzi1989 რომელ თვეშია ყველა... Mar 13 2014, 23:26
ძამა აწია ყველაზე აგრეს... Mar 13 2014, 23:55
assassin29 Bone
აქა
ამ თემაშია 19 ... Mar 14 2014, 14:09
assassin29 Hubert
ციტატა(Hubert @ 14th Marc... Mar 14 2014, 15:27
Hubert ეგრეა!!! არ იყო ... Mar 14 2014, 16:13
Bone assassin29
მადლობა გაიხა... Mar 14 2014, 17:37
assassin29 ერთადერთი სანადირ... Mar 14 2014, 17:47
Hubert Bone
ყველაზე ცუდი ისა... Mar 14 2014, 18:32
assassin29 ციტატა(Hubert @ 14th March 2014 ... Mar 14 2014, 18:43
ზახარა ციტატა(Hubert @ 14th March 2014 ... Mar 14 2014, 18:48
ams ციტატაD.gif D.gif D.gifიყო გ... Mar 14 2014, 19:33
assassin29 სადღაც წავიკითხე ა... Mar 14 2014, 19:53
Bone გიურზას რამდენი მნ... Mar 14 2014, 19:57
Hubert ციტატა(Bone @ Mar 14 2014, 20... Mar 14 2014, 21:06
HUNTER FREDY გიურზაზე და მის შხ... Mar 14 2014, 21:10
ჰერცოგი გარდაბანში ადრე კო... Mar 14 2014, 21:36![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2025 - 14:31 |