გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
საფანტის სიჯგუფის ფორმირებაზე ხომ ლულის ბოლო , მაქსიმუმ ათი სანტიმეტრი მოქმედებს. დანარჩენ საწყის ნაწილში ხდება ჭურვზე წნევის ზემოქმედებით სიჩქარის განვითარება. ამ ნაწილის სიგრძის სხვაობამ შეიძლება მოგვცეს სხვადასხვა სიჩქარე ერთი და იგივე ვაზნით. ასე რომ გძელ ლულას მეტი სიჯგუფე აქვს ამ აზრს ვერ ვეთანხმები. აქ ლოგიკას ვერ ვხედავ. შეიძლება ვცდები.
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
საფანტის სიჯგუფის ფორმირებაზე ხომ ლულის ბოლო , მაქსიმუმ ათი სანტიმეტრი მოქმედებს. დანარჩენ საწყის ნაწილში ხდება ჭურვზე წნევის ზემოქმედებით სიჩქარის განვითარება. ამ ნაწილის სიგრძის სხვაობამ შეიძლება მოგვცეს სხვადასხვა სიჩქარე ერთი და იგივე ვაზნით. ასე რომ გძელ ლულას მეტი სიჯგუფე აქვს ამ აზრს ვერ ვეთანხმები. აქ ლოგიკას ვერ ვხედავ. შეიძლება ვცდები. მეგობარო აქ საქმე არც ისე მარტივად არაა როგორც შენ წერ კერძოდ კი შენ რომ წერ: ( საფანტის სიჯგუფის ფორმირებაზე ხომ ლულის ბოლო , მაქსიმუმ ათი სანტიმეტრი მოქმედებს-ო ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 11:55 |