LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
Nov 7 2011, 14:54
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვაზნების მექანიკური სატენი .
აშშ. კომპანია ლი. სხვადასხვა ცნობის მიხედვით 40 წელიწადია იწარმოება. კომპაქტური, მსუბუქი და იაფიანი უპრეტენზიო მექანიკური სატენია. გამოდის 12 -16 - 20-28 კალიბრის მასრებისთვის. განვიხილოთ გადატენვის მიმდინარეობა. 1. ნასროლი ვაზნიდან ფისტონის ამოღება. 2. ცარიელ ბუდეში ახალი ფისტონის ჩასმა 3. დენთის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული დენთის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადაწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. 4. საცობის ჩასმა. უპირატესობა ენიჭება პიჟ-კონტეინერებს. 5. საფანტის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული საფანტის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადმოწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. 6. ვაზნის "ვარსკვლავის" აღდგენა. აღდგენისთვის სატენს გააჩნია ორი პროფილი: ყველაზე გავრცელებული 6 ქიმიანი ვარსკვლავისათვის და მეორე, მრავალქიმიანი ვასრკვლავისათვის. 7. ვაზნის საბოლოო მოხუფვა. ჩემს მიერ დღეს გადატენილი ვაზნები. კომენტარი: კონტეინერების შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, ქარხნულად მოხუფვისათვის. 1-2 ვაზნა ყოველთვის საექსპერიმენტოა ხოლმე. სატენს აქვს ასევე ვაზნის ქუდის (მეტალის ნაწილის) გასაწური საშუალება. სატენის საშუალებით შეიძლება ნებისმიერი , თქვენთვის სასურველი წონის ვაზნის დატენვა. (აქვს უამრავი საფანტის და დენთის საზომი.) შედარებით ძველ გამოშვებებს მთლიანად მეტალის კორპუსი აქვთ. დღეს დღეისობით პლასტმასის კორპუსითაა ჩანაცვლებული . მე გაზაფხულზე ჩამომივიდა, მას შედმეგ დავტენე 1500 მდე ვაზნა, საერთოდ არ ეტყობა ნახმარობის არაფერი. ჩემმა მეგობარმა LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS-ის საშუალებით დატენა 12-13 000 ვაზნა ! ! ! ! ! ! მუშა მდგომარეობას ინარჩუნებს დღესაც. |
|
|
Apr 3 2014, 14:59
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მაქსიმუსა
მაქვს და მართლაც რომ კმაყოფილი ვარ ! მაქვს 2 თუ 3 წელია, იმდენად მარტივი მექანიზმია პრაქტიკულად არც არაფერი ცვდება. მონადირისთვის ზედგამოჭრილია ! ! ! დროც მქონდა გამოთვლილი აღარ მახსოვს ვერც ვიპოვე სად მეწერა, მოკლედ ერთი ვაზნის დატენვას სადღაც 45 წამი უნდა ,ოღონდ ფისტონის გამოგდებიანად თუ დავიწყებთ......თუ ფისტონიან ვაზნებ წინასწარ გავამზადებთ უკვე მართლა წამები უნდა უფრო დეტალურად მიწერია ამ თემაში პირველ გვერდზე პირველ პოსტად ყურადღება გაამახვილე თემის ბოლო წინადადებაზე......რესურსზე მიწერია dato6 მე ყველას ვურჩევდი. სეზონის დაწყებისას დატენი და დაილაგებ ვაზნებს კუთხეში, მარტივი იაფია (ორჯერ) მოკლედ ეფექტურია რა |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 01:56 |