"ოჩოპინტრეს თასი" 2014, მეოთხე შიდასაკლუბო შეჯიბრი სპორტინგში. რეპორტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ოჩოპინტრეს თასი" 2014, მეოთხე შიდასაკლუბო შეჯიბრი სპორტინგში. რეპორტი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 6 აპრილს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' ჩაატარა რიგით მეოთხე საკლუბო შეჯიბრი სპორტულ სროლაში ე.წ. სპორტინგში. შეჯიბრი ჩატარდა სოფელ ლილოს მიმდებარედ. საბოლოო ჯამში მონაწილეთა რაოდენობა 21 კაცი იყო. შეჯიბრის დღე არასასურველი აღმოჩნდა ძლიერი ქარის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა შეჯიბრის მონაწილეებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს.
შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და ექსტრემალური აღმოჩნდა. იყო სულ 4 პოზიცია. მე ასე დავახასიათებდი ამ პოზიციებს: 1. არც ისე რთული 2. რთული 3. მსუბუქად რთული 4. ძალიან რთული, საშინელება, წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი, საზიზღარი, უუუურთულესი, მანიაკალური. ყველაზე კარგი შედეგი საერთო მდგომარეობით მეორე და მესამე პოზიციებზე იყო. მეოთხე პოზიციაზე ყველაზე კარგი შედეგი იყო 3 თეფში, რომელიც თაზო ჩომახაშვილმა დაამტვრია. ბიჭები კარგ ფორმაში იყვნენ. ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს თუ მორტყმაში და თუ აცელაში ![]() ![]() 1 ადგილი- გიორგი ვარდოსანიძე- 20 ქულა 2 ადგილი- კაჯუბერი-18 3 ადგილი- ჭალიმგელა-17 სპეციალური ნომინაცია: გამარჯვების ჟინი, მოიპოვა ნიკა რაზმაძემ მოკლედ, შეჯიბრმა ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩაიარა საკმაოდ მეგობრულ, მხიარულ და ქარიან ვითარებაში. ყველას დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას. პატივისცემით: მე..... პ.ს. თუ რამე გამომრჩა, თქვენ მიამატეთ.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() image uploader |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი გახლდათ უაღრესად, კარგი მსროლელი არასოდეს ვყოფილვარ ხასიათის გამო, წინა წელს შეჯიბრზე დაღლილ, გადაქანცული მივედი მთელი ღამის უძილო, პირველ ეტაპზე საკმაოდ კარგად ვისროლე 10 დან 9 , შემდეგ პოზიციებზე ძილი მომერია და ჩავფლავდი, ამის შემდეგ ჩავთვალე რომ სუზტად სროლას ნიჭი ჭირდებოდა და რომ მე ნიჭი არ მქონდა, ამიტომ თეფშებზე აღარ მისვრია წელს მეორედ ვნახე თეფში და უაღრესად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, ცოტა არ გამიმართლა მარტივ პოზიციაზე სადაც თითქმის ყველა მონაწილემ მაქსიმუმი ქულა აიღო მე 60% პრომოხი მქონდა. იყო ბევრი ადრენალინი ნუკრას, გენერალას და საბოს ჯანსაღი იუმორის ტრიო როგორც ყოველთვის შეუდარებელი გახლდათ, იყო ბევრი სიცილი, კისკისი მხიარულება, ნერვიულობა და რაც ყველაზე მთავარია ბევრი ადრენალინი. მსაჯები და ორგანიზატორები როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ, უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად გათვალისწინებული და დაცული იყო, შეჯიბრებამ ჩაიარა ექსესების გარეშე. ყველაზე მთავარი კი, საბოლოო ჯამში გაიმარჯვა მეგობრობამ, სიყვარულმა. გაუმარჯოს ოჩოპინტრეს.
არ შემიძლია ცალკე აბზაცად არ გამოვყო ბოლო ეგრედ წოდებული "ჯოჯო" პოზიცია, რომლის მომფიქრებელიც კახურად თითქმის ყველა მონაწილემ მოიკითხა, ზოგმა გულში ზოგმაც ხმამაღლა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 22:56 |