საქართველოოოოოო, ლამაზოოოოოო!!!, ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის მეთოდიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოოოოოო, ლამაზოოოოოო!!!, ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის მეთოდიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო , ალბათ ჩემს გარეშეც იცით რა სავალალო სიტუაციაა დღეს-დღეობით საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების გამო . ვიფიქრე ასეთი თემის გახსნა და ვფიქრობ რომ ჩვენს ფორუმს ეს არ აწყენს . რათქმაუდა ღა იქნება მითითებული სხვა და სხვა წყაროები თუ საიდან არის ეს ყოველივე ამოღებული . ვინაიდან და რადგან მე არ ვარ მაგისტრის წოდებით მე არ შემიძლია 100% გარანტიით ვისაუბრო ყოველივე ამაზე თუმცა არიან ჩემს გარდა ამ ფორუმზე ისეთი ადამიანებიც ვინც აქტიურად ჩაერთვებიან და დაამატებენ სხვა-სახის პრობლემებსაც ...
რამოდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი ინტერნეტ სივრცეში და ასევე ვეძებდი საქართველოში მიმდინარე ეკოლოგიური პრობლემების ზრდას , თუ რა სიტუაციაა დასავლეთსა და აღმოსავლეთში , რა ტიპის მეთოდიკას იყენებენ მისი შემცირებისთვის და გადავაწყდი ერთ პატარა და მნიშვნელოვან სტატიას ერთი ადამიანის . ვფიქრობ რომ წაკითხული შემდეგ დააფასებთ მის აზრს ![]() დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა,რაც დგას კაცობრიობის წინაშე ეს არის ეკოლოგიური პრობლემა.განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე,და მით უფრო ჩვენი დედაქალაქის თბილისის წინაშე..ბოლო დროის გამოკვლევების შშედეგებმაც ცხადყო რომ თბილისი ევროპაში ერთ ერთი დაბინძურებული ქალაქია..რაც მთავარია ველაფერში დამნაშავენი ჩვენ თვითონ ვართ..რადგან ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ყველგან,მე ძირითადად მინდა შევეხო ფორუმიდან გამომდინარე,ჩვენს მდინარეებთან და წყალსატევებთან არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს...თითოეული ჩვენთაგანი ბევრჯერ გავსულვართ სათევზაოდ და საკუთარი თვალით გვინახავს თუ რა ხდება ჩვენს მდინარეებსა და წყალსატევებზე..ყველაფერი გადავსებულია პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ბოთლებით.ყველას კარგად მოგვეხსენება რომ აღნიშნული ნივთიერებები არ იხრწნება და უცვლელი სახით აბინძურებს ჩვენს უძვირფასეს ბუნებას..მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო ჩემი ახლო წარსულიდან." __ვსწავლობდი "საქართველოს საპატრიარქოს ეკოლოგიისა და დეკორატიული მებაღეობის " ინსტიტუტში,საიდანაც მოგვიწია ექსპედიციით წასვლა ლაგოდეხის ნაკრძალში,თან გვახლდა კანადელი მეცნიერი.რომ მოვიარეთ ნაკრძალი და უკან ვბრუნდებოდით ეს კაცი ჩემს წინ მიდიოდა და გზად რაც კი პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ნახა ყველა აკრიფა და გაასუფთავა ბილიკი..სწორედ მაგ დროს მივხვდი თუ რა უგუნური და უვიცი ვიყავი.მე საქართველოში დაბადებულ გაზრდილ ადამიანს იმის შეგნება არ მქონდა რომ ის ნაგავი მე ამეკრიფა,ამის მაგივრად მე პირიქით დავაბინძურე იქაურობა.რაც მთავარია ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ჩემზე იმდენად იმოქმედა,რომ მე იმ დღის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი და შევიგნე და შევიმეცნე,რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და პატივი უნდა ვცეთ მას,როგორც ცოცხალს და ერთადერთს...ყველაზე უფრო საგანგაშო კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი მდინარე "მტკვარი" რომელიც ძალიან არის დაბინძურებული სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან,XIX საუკუნის 60-იან წლებში მტკვრიდან წყალს წყალსაქაჩით ქაჩავდნენ, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ეწ. ბაღის არხი საბჭოთა პერიოდში მტკვრის წყალს ფართოდ იყენებდნენ ფაბრიკასა და ქარხნებში ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.დღეს კი ყოველივე ეს წარმოუდგენელია..გარდა პოლიეთილენისსა და პლასტმასისა,ჩვენი წყ**ბის დაბინძურებასა და მისი ფლორისა და ფაუნის გადაშენებას ხელს უწყობს მდინარეებში ჩამავალი ფეკალური მასები,სხვადასხვა ქიმიური ნარჩენები და ყველაზე მთავარი ჩვენი"ადამიანების" დაუდევრობა და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრების წესი..ხვალინდელ დღეზე თუ არ ვიფიქრედ,სულ მალე თევზიც გაქრება და სხვა დანარჩენიც..ამ სტატიით მინდა ყველას მოვუწოდო რომ მოვეფერო ბუნებას,რადგან არაფერი არ ჯობია იმას როცა სუფთა და ჯანსაღ გარემოში ისვენებ და ტკბები მისი სილამაზით..ამ ფორუმზე არაერთი ფოტო არსებობს,რომელიც ასახავს საქართველოს ბუნების სილამაზეს.მოდი ისე ნუ გავაკეთებთ,რომ ამ ლამაზ ფოტოებს ჩაენაცვლოს გახრიოკებული,სანაგვედ ქცეული ადგილების ამსახველი ფოტოკოლაჟი.მინდა ყველას თხოვნით მივმართო:_როცა სათევზაოდ ან უბრალოდ დასასვენებლად გავალთ ბუნებაში და თუ წავაწყდებით მიმობნეულ ნაგავს,მოვაგროვოდ ცეცხლი მოვუკიდოთ და გავანადგუროდ.ამით თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შევიტანოდ ჩვენი მომავლის სასიკეთოდ. Wkaro -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კარგი ხარ ალთაზარო მომეწონა იდეა იმედია ეს თემა აქტუალობას არ დაკარგავს და როცა დაკარბავს ეს პრობლემა აღარ იქნება მაშინ !
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:32 |