თვითნაკეთი სატყუარები (Самоделки) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თვითნაკეთი სატყუარები (Самоделки) |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ![]() ![]() აი ასეთი გამომივიდა ქარიყლაპიას ე.წ. "უზაცეპო" სატყუარა. ტყუილად ყოფნისგან რას არ გააკეთებს ადამიანი.) ანუ ისე როგორც ამ ვიდეოზეა http://fion.ru/video/jerk_weedless.html. მხოლოდ ცოტა განსხვავებებით: ჯერკის მაგივრად უტუჩო ვობლერი (ე.წ "სოსტავნიკი") ; ტვისტერის მაგივრად ვიბროკუდი; ე.წ გადასაყვანი მეორე რგოლის მაგივრად მცირე კარაბინი და ერთი დიდი ოფსეტური ნესკავის მაგივრად, ორი შედარებით მცირე ( ერთი მეორეს ყუწში გატარებული). ჩემი აზრით კარგი გამოვიდა თქვენც მირჩიეთ. p.s. ვობლერის მუცელზე არსებული სამკავის სამაგრის ამოძრობა ჯერჯერობით დამენანა. ვნახოთ როგორ იმუშავებს. ) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
4 წელია არავის დაუპოსტავს აქ
![]() ესეიგი თქვენი დაჟინებული თხოვნით და ინტერესით ( რაც სასიხარულოა ) მოგიყვებით ამ მართლაც და საოცარ, შედეგიან სატყუარაზე ; მიკროყანყალა (микроколебалка) . ![]() ![]() ყველაფერი ამ საიტიდან დაიწყო http://voblery.com.ua/lure-catalog/koketka.html წავიკითხე შეფასებები, გამოხმაურებები და ძალიან დამაინტერესა. მერე ვნახე ეს ვიდეო , საინტერესოა უყურეთ. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე მე თითონ გამეკეთებინა მსგავსი რამ, დიდი იმედი არ მქონდა , მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო ![]() მასალა : ესეიგი რა არ ვცადე, მაგრამ 1 მილიმეტრიანი სპილენძის ლისტია ყველაზე ოპტიმალური, ან ლატუნი, აქ მთავარი პრინციპია ადვილად დამუშავდეს და შესაბამისად წონაც ქონდეს. ასევე გამიკეთებია 10 თეთრიანისგან , წონაც მშვენიერი აქ და საკმაოდ კაი დასამუშავებელია. ![]() ![]() წვეთის ან ელიფსის ფორმას ვაძლვ, ვხ**იტავ და ჩაქუჩით შუაში ჩაღუნვას უკეთებ. ყველაფერი თვალის ძომით კეთდება და ბოლოს 50/50 გამოვა ან არა მუშა, ნუ მერე კორეკტირებაც შეიძლება. მთავარი ისაა რო ყანყალა მინიმალურ მოზრაობაზეც უნდა მუშაობდეს, რაც ნელა გაატარებ , მით მეტი კლიოვი გექნება ![]() ![]() ![]() ![]() ფერი : მე ვღებავ მანიკურით (იაფი-იორღა), ფერები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებითა და ფანტაზიით შეარჩიოთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ მყვირალა ფერის სატყუარა ადვილი სამართავია, როცა ხედავ შეგიძლია დაბრკოლებას ადვილად აარიდო, ნუ მეორე საქმეა თევზის გემოვნება და პირობები სადაც გიწევთ თევზაობა. ნემსკავი: უმეტესად ამ ზომის ყანყალები ერთიანი ნემსკავებითაა, ამბობენ წყალში მყოფ დაბრკოლებებს ფაქტიურად არ ედებაო, მაგრამ ფუჭი ჩარტყმები მეტი აქვს, მე სამკავებს ვხმარობ, რა ზომაა აღარ მახსოვს, მაგრამ მაგაზე პატარა არც მინახავს. სასურველია იყოს წვრილი მავთულით გაკეთებული, თევზს კარგად აფიქსირებს და რაც მთავარია ზაცეპიდან გამოღებისას ოდნავ იშლება და არ გვეკარგება. რავი, მგონი სულ ეს არის... თუ რამე დაგაინტერესებთ მომწერეთ. შედეგიან თევზაობას გისურვებთ ! ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 20:48 |