ახალი კანონი თევზაობის შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ახალი კანონი თევზაობის შესახებ, მოდით ერთად გავერკვეთ
ჩელე
პოსტი May 2 2014, 12:31
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო

მოვიდა სეზონი და ერთი სული მაქვს როდის გავშლი ანკესს და როდის ვისვრი, მაგრამ ცოტა არ იყოს დანეული ვარ ( ჩემნაირდ მგონი ბევრი იქნებით). დაბნევის მიზეზი კი ის ახალი კანონია, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა. ვერ ვიპოვნე ეს კანონი ვერსად, არადა რომელიღაც თემაში იდო.

მოდით გამარკვიეთ შემდეგში:

1. რამდენადაც მახსოვს, თევზაობა აიკრძალა 1 მაისიდან ( რომელი მდინარეები და ტბები იყო არ მახსოვს). რამდენად სწორი ინფორმაცია მაქვს. არ მინდა ვთქვათ სიონზე წავიდე და ვიღაც მომადგეს და ჯარიმა ამკიდოს.
2. რამდენი ნემსკავი შემიძლია გამოვიყენო ტბაზე თევზაობისას, რამდენი ზღვაზე თევზაობისას და რამდენი ნემსკავი მდინარეზე თევზაობისას.
3. რა და რა ჯარიმებია ( ესეც ძალიან მნიშვნელოვანია )
4. სად შეიძლება მოვიპოვოთ ამ კანონის სრული ვერსია.

ჯერ-ჯერობით ეს გამახსენდა. თუ კიდევ რამე მომაფიქრდა დავწერ....

პატივისცემით: მე.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი May 2 2014, 15:06
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით მნიშვნელოვანი მომენტები ამოვკრიფე..... newsmile05.gif



3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება,აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
მუხლი 4. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები

1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. აკრძალულია თევზჭერა:

ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;

ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;

გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში;

3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:

ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი(რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;

ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე;

გ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

დ) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ე) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში;

ვ) რიწის ტბაში;

ზ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყ**ბში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;

თ) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;

ი) სანტას ტბაზე–15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

კ) ტაბაწყურის ტბაზე – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავში – სქელშუბლაზე, კობრზე, პელიადზე, ევროპულ რიაპუშკაზე და ლადოგურ სიგზე - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო მტკვრის წვერაზე, მურწაზე, ხრამულზე, კავკასიურ ქაშაპზე, მტკვრის ნაფოტაზე და ჭანარზე - 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე კარჩხანას, სქელშუბლას, კობრის, პელიადის, ევროპული რიაპუშკის და ლადოგური სიგის მოპოვება განხორციელდეს მხოლოდ მოსასმელი ბადეებისა და თევზმახეების გამოყენებით, ხოლო აღნიშნულ ბადე იარაღებში თევზის სხვა სახეობის მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულოა მათი ცოცხალ მდგომარეობაში გარემოში დაბრუნება.

მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ნ) საქართველოს მთავრობის სპეციალურ განკარგულებამდე, ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;

ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.

პ) პალიასტომის ტბაში:

პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.კ) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე;

პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

ჟ) შაორის წყალსაცავში - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

რ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ, მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზუთხისებრთა ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას.

5. ყველა სხვა შემთხვევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს, სამინისტროს წარდგინებით, ადგენს საქართველოს მთავრობა.

6. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით, შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15-დღიანი განსხვავებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები

1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:

ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;

გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;

დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;

ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თევზის სახეობის ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას.

მუხლი 6. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები

აკრძალულია თევზჭერა:

ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;

ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;

გ) ცეცხლსასროლი იარაღებით;

დ) შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით;

ე) შიდა წყალსატევებში სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;

ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:

ზ) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.



[b]საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
მუხლი 13. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა

1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.

3. აკრძალულია:

ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყ**ბში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);

ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;

გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.

დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;

ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;

ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე

წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ. დღე-ღამეში აუცილებელი აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.

მუხლი 15. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები



დანართი 1



თევზსაჭერი იარაღები

თვლის მინიმალური ზომები მმ-ში

თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში

მოსასმელი ბადე ქაფშიის დასაჭერად

6,5

მოსასმელი ბადე სხვა თევზის დასაჭერად

12


თევზმახეები

12


ქისა ბადე

6,5


ტრალი

6,5


კონუსური ბადე

12


პარაშუტისებრი ბადე

12


მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი)

20


ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე)

20


სახლართი ბადე

18


სხვა თევზსარეწი იარაღები

12



დანართი 2


ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე (მმ-ში)

თევზის სახეობა

1

ქაფშია

70

2

ქარსალა

60

3

მერლანგი

120

4

კეფალისებრნი

200

5

კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი)

850

6

სტავრიდა

100

7

ხონთქარა (ბარაბული)

85

8

ღიპა ქაშაყი

110

9

შავი ზღვის ქაშაყი

170

10

სარღანი

320

11

ლუფარი

220

12

პელამიდა

250

13

სკუმბრია

150

14

ღორჯოსებრნი

110

15

ქამბალა-კალკანი

350

16

მიდია

50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)

17

გარნელი(კრევეტი)

35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)

18

ღლავი (ლოქო)

500

19

ფარგა

380

20

წერი (ქარიყლაპია)

320

21

სიგისებრნი

180

22

ჭერეხი

400

23

კობრი

320

24

კაპარჭინა

260

25

ჭანარი

320

26

შამაია

250

27

ხრამული ტბის

250

28

ხრამული მდინარის

220

29

ვიმბა

120

30

სხვა თევზები

200


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   ახალი კანონი თევზაობის შესახებ   May 2 2014, 12:31
- - გოგიტა   ჩელე აქ უნდა ეწერო...   May 2 2014, 13:39
- - გოგიტა   2. სამოყვარულო და სპ...   May 2 2014, 13:47
- - უიარაღო   ესე იგი ალაზანზე ა...   May 2 2014, 14:39
- - გოგიტა   უიარაღო არა მანდ ს...   May 2 2014, 14:46
- - უიარაღო   შენ გაიხარე. რამის...   May 2 2014, 14:49
- - ჩელე   გოგიტა ციტატა(gogitam ...   May 2 2014, 14:55
- - ჩელე   ჩემი აზრით მნიშვნე...   May 2 2014, 15:06
- - ზახარა   საქართველოს გარემ...   May 8 2014, 14:34
- - general   რა პრეზიდენტი გვყა...   May 8 2014, 14:41
- - baroni   RE: ახალი კანონი თევზაობის შესახებ   May 8 2014, 14:55
- - Fishman   ციტატაკერძოდ მისი ...   May 8 2014, 17:09
- - ნოსო   http://nwbc.ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9...%94%E...   May 23 2014, 21:55
- - marco-polo   ნოსო   May 23 2014, 22:40
- - Fishman   ნოსო კარგი ხარ ნოს...   May 23 2014, 23:53
- - ზახარა   ყველგან ქაოსია ამ ...   May 23 2014, 23:56
|- - HUNTER FREDY   ციტატა(ზახარა @ May 2...   May 31 2014, 10:51
- - უიარაღო   ამ ბოლო დროს ხშირა...   May 31 2014, 09:59
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(uiaragho @ 31st May 2014 ...   May 31 2014, 22:49
|- - HUNTER FREDY   ციტატა(ლეონ-ბლექ...   May 31 2014, 23:07
- - assassin29   გაუგონარი უსამართ...   May 31 2014, 23:45
- - შოთა.03   1 რა მაინტერესებს, გ...   Oct 22 2014, 18:30
- - ჩელე   შოთა.03 ხზ...   Oct 22 2014, 22:41
- - Davitus   შოთა.03 სიმართლეა, კ...   Oct 23 2014, 06:04
- - jorj   შოთა.03 გუშინ დაურეკ...   Oct 23 2014, 06:07
- - beqa10   მართლა ხზ ხდება რა   Oct 23 2014, 09:17
- - chalata   ციტატა(შოთა.03 @ Oct 22 2...   Oct 23 2014, 11:56
- - შოთა.03   ანუ როგორც გავიგე, ...   Oct 23 2014, 16:58


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 20:28