ახალი კანონი თევზაობის შესახებ, მოდით ერთად გავერკვეთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ახალი კანონი თევზაობის შესახებ, მოდით ერთად გავერკვეთ |
May 2 2014, 12:31
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო
მოვიდა სეზონი და ერთი სული მაქვს როდის გავშლი ანკესს და როდის ვისვრი, მაგრამ ცოტა არ იყოს დანეული ვარ ( ჩემნაირდ მგონი ბევრი იქნებით). დაბნევის მიზეზი კი ის ახალი კანონია, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა. ვერ ვიპოვნე ეს კანონი ვერსად, არადა რომელიღაც თემაში იდო. მოდით გამარკვიეთ შემდეგში: 1. რამდენადაც მახსოვს, თევზაობა აიკრძალა 1 მაისიდან ( რომელი მდინარეები და ტბები იყო არ მახსოვს). რამდენად სწორი ინფორმაცია მაქვს. არ მინდა ვთქვათ სიონზე წავიდე და ვიღაც მომადგეს და ჯარიმა ამკიდოს. 2. რამდენი ნემსკავი შემიძლია გამოვიყენო ტბაზე თევზაობისას, რამდენი ზღვაზე თევზაობისას და რამდენი ნემსკავი მდინარეზე თევზაობისას. 3. რა და რა ჯარიმებია ( ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ) 4. სად შეიძლება მოვიპოვოთ ამ კანონის სრული ვერსია. ჯერ-ჯერობით ეს გამახსენდა. თუ კიდევ რამე მომაფიქრდა დავწერ.... პატივისცემით: მე..... |
|
|
|
![]() |
May 8 2014, 14:34
პოსტი
#2
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თევზჭერის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N-423 დადგენილებით დამტკიცებულ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისათვის დაშვებული ბადე-იარაღების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა ე.წ. "ეკრანი." აღნიშნული ცვლილება განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ეკრანი არის სახლართი ტიპის ბადე, მისი მეშვეობით ჭერა კი ემყარება გახლართვისა და შებოჭვის პრინციპებს. როგორც განვლილმა პრაქტიკამ აჩვენა, თევზაობისას ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ძუა, რომელზეც ეკრანია დამაგრებული წყდება და მასზე დამაგრებული სიმძიმის გამო წყალში იძირება. წყალში ჩაძირვისას ეკრან-ბადეთა ერთობლიობა ქმნიდა სახლართი ბადეებისაგან შემდგარ გროვას წყლის ფსკერზე, რომელიც თევზებისა და წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ის ასევე აუარესებდა წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობას, მასში გახლართული და შებოჭილი მკვდარი თევზების ლპობითი პროცესების მიმდინარეობის გამო. ეკრანები დამზადებულია წყალში უხრწნადი მასალისაგან და წლების განმავლობაში ფსკერზე "ეკრანის" არსებობა ქმნის წყლის ცოცხალი ორგანიზმებისათვის ნორმალური ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური რიტმის დარღვევის საფრთხეს. შეგახსენებთ, რომ თევზჭერის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 დან-400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებული სასროლი ბადის თევზაობის ტრადიციების გათვალისწინებით, ასევე, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის სწორად განვითარების მიზნით, ზემოთ აღნიშნული ცვლილებით, გაიზარდა სასროლი ბადის პარამეტრები. კერძოდ მისი დიამეტრი 1,20 მეტრის ნაცვლად გაიზარდა 4,5 მეტრამდე. ვიმედოვნებთ, რომ სასროლი ბადით თევზჭერის ამ ფორმით განვითარება ხელს შეუწყობს ადამიანის სპორტული უნარ-ჩვევების და ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბების პროცესს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებულ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში" შეტანილი ზემოთ აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2014 წლის 24 მაისიდან. წყარო http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&am...mp;info_id=2883 ![]()
|
|
|
|
ჩელე ახალი კანონი თევზაობის შესახებ May 2 2014, 12:31
გოგიტა ჩელე აქ უნდა ეწერო... May 2 2014, 13:39
გოგიტა 2. სამოყვარულო და სპ... May 2 2014, 13:47
უიარაღო ესე იგი ალაზანზე ა... May 2 2014, 14:39
გოგიტა უიარაღო
არა მანდ ს... May 2 2014, 14:46
უიარაღო შენ გაიხარე. რამის... May 2 2014, 14:49
ჩელე გოგიტა
ციტატა(gogitam ... May 2 2014, 14:55
ჩელე ჩემი აზრით მნიშვნე... May 2 2014, 15:06
general რა პრეზიდენტი გვყა... May 8 2014, 14:41
baroni RE: ახალი კანონი თევზაობის შესახებ May 8 2014, 14:55
Fishman ციტატაკერძოდ მისი ... May 8 2014, 17:09
ნოსო http://nwbc.ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9...%94%E... May 23 2014, 21:55
marco-polo ნოსო May 23 2014, 22:40
Fishman ნოსო
კარგი ხარ ნოს... May 23 2014, 23:53
ზახარა ყველგან ქაოსია ამ ... May 23 2014, 23:56
HUNTER FREDY ციტატა(ზახარა @ May 2... May 31 2014, 10:51
უიარაღო ამ ბოლო დროს ხშირა... May 31 2014, 09:59
ლეონ-ბლექი ციტატა(uiaragho @ 31st May 2014 ... May 31 2014, 22:49
HUNTER FREDY ციტატა(ლეონ-ბლექ... May 31 2014, 23:07
assassin29 გაუგონარი უსამართ... May 31 2014, 23:45
შოთა.03 1 რა მაინტერესებს, გ... Oct 22 2014, 18:30
ჩელე შოთა.03
ხზ... Oct 22 2014, 22:41
Davitus შოთა.03
სიმართლეა, კ... Oct 23 2014, 06:04
jorj შოთა.03 გუშინ დაურეკ... Oct 23 2014, 06:07
beqa10 მართლა ხზ ხდება რა Oct 23 2014, 09:17
chalata ციტატა(შოთა.03 @ Oct 22 2... Oct 23 2014, 11:56
შოთა.03 ანუ როგორც გავიგე, ... Oct 23 2014, 16:58![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th October 2025 - 09:57 |