საზოგადოებრივი ინსპექტორი, გვჭირდება თქვენი იდეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საზოგადოებრივი ინსპექტორი, გვჭირდება თქვენი იდეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით
გარემოს დაცვის სამინისტროში ერთერთი შეხვედრისას წამოვიდა იდეა რომ აღორძინდეს საზოგადოებრივი ინსპექტორის სამსახური ე.წ "დრუჟინიკები" . ზედამხედველობის ინსპექტორთა სიმცირის გამო ისევ დადგა ამ დარგის აუცილებლობა. საქმე იმაშია რომ უნდა განისაზღვროს სტატუსი ამ ინსპექტორების, ანუ რისი უფლება ექნებათ. ერთერთი ვერსიით მათ არ ექნებოდათ დაჯარიმების უფლება, რათა გამოირიცხოს კორუფციის მომენტები, და იმოქმედებდნენ მხოლოდ ზედამხედველობის თუნდაც ერთ თანამშრომელთან ერთად. მეორე ვერსია იყო რომ მათ მხოლოდ უნდა დაერეკათ ზედამხედველობის სამსახურში, მაგრამ ეს იდეა მე არ მომეწონა, რადგან მაგის გაკეთება სტატუსის გარეშეც შეიძლება. ამიტომ გვესაჭიროება თქვენი იდეები როგორ ხერდავთ ამ დარგის განვითარებას. და კიდევ ერთი თხოვნა. იქნებ ვინმეს როგორმე მიგიწვდეთ ხელი და საბჭოთა "დრუჟინიკის" უფლებამოვალეობები მოიძიოთ, თუნდაც ნაწილი ან ზეპირი გადმოცემით. წინასწარ დიდი მადლობა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ბრაკონიერების დაჭერა თუ უნდათ........... რა დრუჟინიკი რასამბობ მიაქვს ბრაკონიერებს არემარე შორს წასვლა არგინდა აქვე თბილისის ზღვაზე დასტებით დაიჭერ ვინ ყავთ პატრონი და ნებისმიერ დიდ წყალსატევზე. მოკლედ მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო. ვისაც საქმე არააქვს ყველამ საბუთები თუ მისინჯა სულ დავანებებ ნადირობას თავს. ეგეთ დრუჟინიკებს როგორც წესი ბრაკონიერების დევნა ეზარებათ და პატიოსან მონადირეებს და მეთევზეებს აწვალებენ. მახსოვს ბავშვობაში რაღაც მსგავსი წარმონაქმნი ანკესის წართმევას რომ გვიპირებდა ალგეთზე აქ თევზაობა აკრძალულიაო.
მოკლედ თუ ბრაკონიერების დაჭერა უნდათ ამ რესურსებითაც მშვენივრად გაართმევენ თავს. ცოტა მონდომება და კეთილი ნება ჭირდებათ მხოლოდ. თუ ყველას უნდათ ნადირობაზე ხელი ააღებინონ ამ ბალაგანის შექმნით ისიც გვითხრან. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია PREDATOR: May 26 2014, 21:33 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 07:00 |