საზოგადოებრივი ინსპექტორი, გვჭირდება თქვენი იდეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საზოგადოებრივი ინსპექტორი, გვჭირდება თქვენი იდეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით
გარემოს დაცვის სამინისტროში ერთერთი შეხვედრისას წამოვიდა იდეა რომ აღორძინდეს საზოგადოებრივი ინსპექტორის სამსახური ე.წ "დრუჟინიკები" . ზედამხედველობის ინსპექტორთა სიმცირის გამო ისევ დადგა ამ დარგის აუცილებლობა. საქმე იმაშია რომ უნდა განისაზღვროს სტატუსი ამ ინსპექტორების, ანუ რისი უფლება ექნებათ. ერთერთი ვერსიით მათ არ ექნებოდათ დაჯარიმების უფლება, რათა გამოირიცხოს კორუფციის მომენტები, და იმოქმედებდნენ მხოლოდ ზედამხედველობის თუნდაც ერთ თანამშრომელთან ერთად. მეორე ვერსია იყო რომ მათ მხოლოდ უნდა დაერეკათ ზედამხედველობის სამსახურში, მაგრამ ეს იდეა მე არ მომეწონა, რადგან მაგის გაკეთება სტატუსის გარეშეც შეიძლება. ამიტომ გვესაჭიროება თქვენი იდეები როგორ ხერდავთ ამ დარგის განვითარებას. და კიდევ ერთი თხოვნა. იქნებ ვინმეს როგორმე მიგიწვდეთ ხელი და საბჭოთა "დრუჟინიკის" უფლებამოვალეობები მოიძიოთ, თუნდაც ნაწილი ან ზეპირი გადმოცემით. წინასწარ დიდი მადლობა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 6-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: saqartvelo. Chaxoxbili ![]() |
მივესალმები მცდელობის იდეას. ჩემი აზრით ერთობლივი რეიდების ჩატარება აჯობებს მოხალისეები პლიუს ერთი უფლებამოსილი პირი მაინც რომელიც მისცემს დავალებას და მათთან ერთად დასახავს სტრატეგიას და იმოქმედებს და იმ პირს სეეძლება დააჯარიმოს კიდეს და დააკავოს კიდეც ბრაკონიერი ამ დროს ხალხისგანაც ამ მოხალისეებისაგანაც გაკონტროლდება მათი მუშაობის ხარისხი და მონდომებაც და თუ იმ გარემოს დაცვის ინსპექტორს არ ეცოდინება რაიმე ბრაკონიერების ცბიერი ხერხი ვინმე გამოცდილი მეთევზე ან მონადირე მიუთითებს და ასწავლის
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 14:01 |