საზოგადოებრივი ინსპექტორი, გვჭირდება თქვენი იდეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საზოგადოებრივი ინსპექტორი, გვჭირდება თქვენი იდეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით
გარემოს დაცვის სამინისტროში ერთერთი შეხვედრისას წამოვიდა იდეა რომ აღორძინდეს საზოგადოებრივი ინსპექტორის სამსახური ე.წ "დრუჟინიკები" . ზედამხედველობის ინსპექტორთა სიმცირის გამო ისევ დადგა ამ დარგის აუცილებლობა. საქმე იმაშია რომ უნდა განისაზღვროს სტატუსი ამ ინსპექტორების, ანუ რისი უფლება ექნებათ. ერთერთი ვერსიით მათ არ ექნებოდათ დაჯარიმების უფლება, რათა გამოირიცხოს კორუფციის მომენტები, და იმოქმედებდნენ მხოლოდ ზედამხედველობის თუნდაც ერთ თანამშრომელთან ერთად. მეორე ვერსია იყო რომ მათ მხოლოდ უნდა დაერეკათ ზედამხედველობის სამსახურში, მაგრამ ეს იდეა მე არ მომეწონა, რადგან მაგის გაკეთება სტატუსის გარეშეც შეიძლება. ამიტომ გვესაჭიროება თქვენი იდეები როგორ ხერდავთ ამ დარგის განვითარებას. და კიდევ ერთი თხოვნა. იქნებ ვინმეს როგორმე მიგიწვდეთ ხელი და საბჭოთა "დრუჟინიკის" უფლებამოვალეობები მოიძიოთ, თუნდაც ნაწილი ან ზეპირი გადმოცემით. წინასწარ დიდი მადლობა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
მოკლედ რომ ვუკვირდები მხოლოდ სახელმწიფოს ნებაა საჭირო რომ ამ კუთხით საქმე გამოსწორდეს. მიდგომა და მეთოდები უნდა შეიცვალოს. ჩვენ თუ ვერაფერი მოგვიფიქრებია წარმატებული ქვეყნის სისტემა გადმოვიტანოთ. კლუბების შექმნა მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მაგალითისათვის საფრაგენთში მასეა მოწყობილი. და კიდევ ციდან კონტროლი დღისით უფრო ეფექტური მგონია. უპილოტო თვითმფრინავები არამგონია სახელმწიფოს იმაზე ძვირი დაუჯდეს ვიდრე ავტომობილები და მათი საწვავით უზრუნველყოფა. თან საკმაოდ დიდი ფართობი გაკონტროლდება უხმაუროდ. ისე რომ ბრაკონიერი ვერც კი იეჭვებს თუ ვინმე უთვალთვალებს.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 12:30 |