რეალურად როგორია ნამდვილი კოლხური ხოხობი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რეალურად როგორია ნამდვილი კოლხური ხოხობი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,038 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: naxalovka ![]() |
ბოლოსადგისა იხვი
![]() საშუალო სიდიდის იხვია. ფრთა 240-290 მმ-ია,წონა სეზონის მიხედვით 450-1100 გ.მამალი დიდია დედალზე, გამრავლების პერიოდში, სქესობრივ დიმორფიზმი კარგად შეიმჩნევა შეფერილობაშიც, მამლის თავი ზემოდან მუქი მურაა,კეფაზე მომწვანო ან ბრინჯაოსფერი ანარეკლით.თავის გვერდები,ნიკაპი,ყელი და კისრის ზემო ნაწილი წინიდან მოწაბლისფრო-რუხია.კისერი უკანიდან მოშავოა.სხეულის ზემო მხარე და გვერდები რუხია,მუქი განივი ხაზებით.მხრის ბუმბულებს მოთეთრო კიდეები აქვს.ზურგის უკანა ნაწილი რუხია,წელის გვერდები ჩალისფერი.კისერი წინიდან და გვერდებიდან,ჩიჩახვი,მკერდი და მუცელი თეთრია,მუცელზე რუხი წინწკლებით,კისრის გასწვრივ კი თეთრი ზოლები თითქმის კეფამდე აღწევს,საჭის ბუმბულებიწამახვილებულია,მათ შორის ძლიერ წაგრძელებულია შუა წყვილი და კუდის ქვემო მფარავები,რომელიც შავი ფერისაა.ფრთაზე ბრინჯაოსფერ-მწვანე ;სარკეა; წინიდან შემოვლებული მოწაბლისფრო-ჟანგისფერი,ხოლო უკანიდან შავი და თეთრი ზოლებით. დედალი ზემოდან მორუხო-მურაა,ცალკე ბუმბულებზე ღია ფერის კიდეები აქვს მურა ფერის ლაქებით.ქვემო მხარეზე მორუხო-მუქი სიჭრელეა.ფრთაზე ;სარკეს; ელვარება არ აქვს და შემოვლებულია თეთრი ზოლებით. ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის,აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყლებს. ევროპაში თითქმის ყველგან აღწევს ყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე (ტაიმირის გამოკლებით) დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან აღმოსავლეთით ვრცელდება წყნარ ოკეანემდე (ჩუკოტკა,კამჩატკა,კკურილიის კუნძულები)გვხვდება უფრო სამხრეთითაც,მათ შორის საქართველოშიც(ჯავახეთის ტბები) ( მე ბერების ტბაზეც მოვინადირე) ზამთრობის არეალიც მეტად ფართოა,ერთ-ერთი უნთავრესი კასპიის ზღვის სანაპიროებია.მასობრივად ზამთრობს საქართველოშიც.ბუდობისთვის ღია ლანდშაფტს ანიჭებს უპირატესობას,წყალსატევებთან, სადაც ბალახნაირიანი შლამიანი ნაპირებია. მონოგრამული ფრინველია, ბუდეს იკეთებს მიწაზე,ზოგან ჭალაში დაბალბალახიან მდელოზე, ხშირად წყლიდან საკმაოდ მოშორებით. ბუდე წარმოადგენს პატარა ორმოს,თითქმის ამონაფენის გარეშე. აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში დებს 6-11 კვერცხს, საინკუბაციო პერიოდია 22-23 დღე. იკვებება ძირითადად მცენარეულობებით, ჭაობის მცენარეთა თესლებისა და მწვანე ნაწილების გარდა ჭამს ხმელეთის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებს და კენკრას, ზოგჯერ წყლის უხერხემლო ცხოველებსაც მიირთმევს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და რიცხვმრავალი სახეობაა,ამიტომ ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს,საერთოდ კი სპორტული ნადირობის კარგ ობიექტად ითვლება. (წყარო ჟურნალი ნადირობაN11 ) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
![]() ![]() საქართველოს ფრინველთა ფაუნის ერთერთი ძვირფასი წარმომადგენელია ხოხობი. სილამაზით უფრო მამალი ხოხობი გამოირჩევა, მაგრამ არც დედალს აკლია თავისებური ლაზათი. ხოხობი ბინადრობდა საქართველოს მრავალ ადგილას, მაგრამ დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა აქაიქღა გვხვდება. ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ბუჩქნარში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროებზე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, სიმინდის ყანებში და ჩაის პლანტაციებშიც. ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე, გაზაფხულზე დებს 10-15 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები. ხოხობი მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელებულა. ძველბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მითიურმა არგონავტებმა კოლხეთიდან საბერძნეთში წაიყვანეს ხოხობიც. იგი ბერძნებს არ ენახათ და ბუნებრივია მისი სახელიც არ იცოდნენ, ამიტომ მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში. პ.ს. ინფო აღებულია რომელიღაც ენციკლოპედიიდან |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ინტერნეტში რაღაცეები მოვძებნე და აი რა გავარკვიე.
ჩვენთვის საინტერესო სახეობას ასეთი ლათინური სახელწოდება აქვს - Phasianus colchicus Linnaeus (1758). მითითებული წელი სახეობის დარეგისტრირების დროს უნდა ნიშნავდეს. ლინე, მგონი ზოოლოგის გვარი უნდა იყოს, ვინც "აღმოაჩინა" ეს სახეობა (აღმოსაჩენი რა სჭირდა...) კარლ ლინე შვედი ბიოლოგია მგონი. ამ სახეობას მოიხსენიებენ, როგორც - ჩვეულებრივ, სანადირო, ან საყელოიან ხოხობს. მეცნიერულად იქნება - კოლხური ხოხობი. ახლა ყველაზე საინტერესო - ამ სახეობას გააჩნია ოცდაათი ქვესახეობა. მათგან ერთერთია - Phasianus colchicus colchicus Linnaeus (1758). ესეც ლინემ დაარეგისტრირა და იმავე წელს. სწორედ ესაა ჩვენი ხოხობი, ანუ, კოლხური ხოხბის (როგორც სახეობის) ქვესახეობა, ამიერკავკასიის ენდემი. წყარო - www.itis.gov ერთი სლოვაკური წიგნი მაქვს, რუსულად გამოცემული 1984-ში, "Охота в иллюстрациях", ავტორი А.Б.Герцег. მაქედან ვიცოდი, რომ ჩვენებური ხოხბის დასახელებაში კოლხიკუსი ორჯერ მეორდებოდა, თუმცა დამოუკიდებელი სახეობა მეგონა. კიდევ ერთი საიტიდან მოვიყვან ციტატას - The nominate sub-species P. c. colchicus has a brown rump and no white collar. წყარო - www.arthurgrosset.com/europebirds/pheasant.htm/ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 22:03 |