გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
თუ ჩავთვლით რომ ეგ ყველა კომპონენტი 2 სხვადასვა სიგრძის ლულას ერთნაირი აქვს იმ შემთხვევაში? და მეორე; საინტერესოა რა გადაჯგუფება ხდება საფანტის ლულის ცილინდრულ ნაწილში, სანამ გადავა ლულის ბოლოსკენ სადაც ლულა ვიწროვდება.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Mar 21 2014, 09:07 |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
თუ ჩავთვლით რომ ეგ ყველა კომპონენტი 2 სხვადასვა სიგრძის ლულას ერთნაირი აქვს იმ შემთხვევაში? და მეორე; საინტერესოა რა გადაჯგუფება ხდება საფანტის ლულის ცილინდრულ ნაწილში, სანამ გადავა ლულის ბოლოსკენ სადაც ლულა ვიწროვდება. 1) თუ ეგ ყველა კომპონენტი 2 სხვადასხვა სიგრზის ლულისათვის ერთნაირია მაშინ საფანტის შლადობაზე დიდ განსხვავეაბს მაინც არ მოგცემს იმიტომ რომ 5 სმ რი ლულის სიგრძის სხვაობა არ იძლევა ამის საშუალებას ამ სემტხვევასი ლულის სიგრძე მინიმუმ 15-20 სმ უნდა იყოს არც აბსურდია მაგრამ გტანსხვავება ექნება მოხვედრის სიზლიერეზე ანუ გრზელი ლულიდან უფრო ზლიერი მოხვედრა ექნება ასე ვთქვათ ცოოტათი მეტად შემღწევადი იქნება საფანტი. 2) ცილინდრული ლულიდან სროლის დროს საფანტი თავისუფლად მოძრაობს და ნაკლებად დეფორმირდება მიტ უმეტეს ტი კონტეინერიან ვაზნას ესვრი ტუმცა დეფორმაციას მაინც განიცდის კოტეინერის ძირში მყოფი საფანტები მიტომ რო უძრავი მდმომარეობიდან მყისიერად დაძვრის დროს კონტეინერის ზევით მყოფი საფანტის მარცვლები დიდი ზალიც აწვებიან ძირში მყოფ საფანტის მარცვლებს და ჭლეტავს, დეფორმურებული საფანტის მარცვლები კი არასტაბილურად მიფრინავენ, ანუ ზოგადად რომ განვიხილოთ კონტეინერის ძირში მყოფი საფანტები უფრო მეტად დეფორმირდებიან ვიდრე მის ზევით მყოფი საფანტები. ლულის ჩოკურ ნაწილში გადასვლისას კი გადაეწყობიან ერთგვარ კონუსურ ფორმას მიიღებენ ანუ მოერგებიან ჩოკის პროფილს ერთმანეთთან მეტად შემჭიდროვდებიან რაც ხელს უწყობს მათ მჭიდროდ განლაგებას სამიზნეზე. რაც იზრდება მანძილი სამიზნემდე ეს სიმჭიდროვე ანუ გაფანტულობა მიტ მეტი ხდება ეს გამოწვეულია ჭურვის სიჩქარის დაცემასთან რაც გამოწვეულია ჰაერის წინაღობის გამო და დეფორმირებული საფანტების ფრენის ტრაექტორიის არა სტაბილურობიდან. P.S იმედია გასაგებად ავხსენი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 14:13 |