მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() მწყერი მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს. მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება. მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით. ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
შალვა
მწყერს ხანდახან ძაღლი ვერ პოულობს , მიუხედავად იმისა რომ ,,ჩამოვარდნის" ადგილი კარგად იყო დამახსოვრებული, ე.ი. რა ხდება მწყერი დაჭრის შემთხვევაში ინსტიქტურად ,,იკუმშება" და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნს არ უშვებს (იგივე ხდება ჩოჩრობის პერიოდში დამალვის დროს) საკმარისია ძაღლთან ერთად იგივე ადგილზე დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და მწყერს ადვილად მიაგნებთ. 100% გეთანხმები. არა მარტო მწყერზე, იგივეა ტყის ქათამზე და სხვა ფრინველებზეც. განსაკუთრებით გამოირჩევა დუპელი. მაგას ქვია სტრესული შოკი და როგორც ცოცხალზე ისევე მკვდარ ფრინველზეც ვრცელდება. 20-25 წუთში გადის. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
შალვა 100% გეთანხმები. არა მარტო მწყერზე, იგივეა ტყის ქათამზე და სხვა ფრინველებზეც. განსაკუთრებით გამოირჩევა დუპელი. მაგას ქვია სტრესული შოკი და როგორც ცოცხალზე ისევე მკვდარ ფრინველზეც ვრცელდება. 20-25 წუთში გადის. სუნის დაკარგვა ეგ ჩვეულებრივი თავდაცვითი ინსტიქტია ისევე როგორც უეცარი წამოფრენა რაც ხშირად ფრინველისთვის არასასურველი შედეგით მთავრდება ხოლმე თუმცა უეცრად ხმაურით ამოფრენილი ფრინველი გამოუცდელ მონადირეს ერთგვარ შოკში აგდებს რაც სამიზნისკენ კონცენტრაციას საგრძნობლად უშლის ხელს. მეორეც ის რომ ნასროლ ფრინველს არასდროს აღარ ასდის ის სუნი რაც თავიდან, იმიტომ რომ ჰაერში გაფანტული დენთის უხილავი ნაწილაკები რომელიც წარმოქმნის ღრუბელს ასევე თვითონ ლულაში დანთის ნამწვით დაბინძურებული საფანტი ფრინველთან კონტაქტის დროს თავის სუნს აძლევს ფრინველს ამას დამატებული შიშით გამოწვეული ადრენალინის გამოყოფა სისხლში და საერთო ჯამში ვღებულობთ არომატების ერთგვარ ბუკეტს ამ სუნებს გამოცდილი კარგი ყნოსვის მეძებარი არჩევს თუმცა აქაც შეიძლება ფიასკო განიცადოს არც ეგაა გამორიცხული, გამოუცდელი ძაღლისთვის კი ეს პრაქტიკის ამბავია თუ მონაცემები კარგი აქვს დრო სჭირდება და სწორად დაგეშვა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 10:22 |