სიონის წყალსაცავი, SOS... SOS... SOS... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სიონის წყალსაცავი, SOS... SOS... SOS... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. ყველამ კარგად ვიცით სიონის წყალსაცავი. ამ წყალსაცავზე ბევრს დიდი სიამოვნება მიგვიღია როგორც თევზის ჭერით, ასევე სხვადასხვა გასართობით. წეღან ვნახე ვიდეო, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები შემძრა. ქართველებს რომ სიღორეში ბადალი არ გვყავს ესეც ვიცით და ახალს არაფერს ვიტყვი. პირდაპირი მნიშვნელობით: სადაც ვჭამთ, იქ ვისაქმებთ.
შემომაქვს წინადადება. 14 ან 15 ივნისს,( რიცხვი შევარჩიოთ) დავირაზმოთ და იქნებ ცოტა მაინც ვუშველოთ ამ ტბას, თორე ცოტა ხანში აქ დაჭერილი თევზი, კუმისის თევზს აღარ ჩამოუვარდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია წამოსვლა, ფორუმის წევრიდან დაწყებული, კლუბის წევრით დამთავრებული. წამომსვლელების სია ჩამოიწერება. დაგვჭირდება დიდი ცელოფნის პარკები, სადაც მოვათავსებთ ტბიდან ამოღებულ უამრავ ნაგავს: ბოთლებს, ცელოფნებს, ფეხსაცმელებს და ა.შ. იმედი მაქვს შევიკრიბებით საკმაო რაოდენობის ხალხი. დავუთმოთ ერთი დღე ამ ტბას, ვითომ არც გვქონია ეგ ერთი დღე. პატივისცემით: მე.... ესეც ლინკი, სადაც ვნახე ეს საშინელება: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...sionis-tba.html წამომსვლელთა სია: მანქანიანი 1. ჩელე 2. ??? 3. ??? უმანქანო 1. ??? 2. ??? 3. ??? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
სრულად ვიზიარებ შენ პათოსს. ნამდვილად უფრო გულიანად წამოვალ ჩვენ თვითონ თუ გავაკეთებთ. თუმცა... მეორე მომენტიც არის.. იქაურობა დალაგდეს და ვისაც უნდა იმან მიიწეროს ეგ აქცია. იპიარონ და იყვნენ. მთავარია ის ნაგავი მოშორდეს იქედან. თუ ჩვენი ძალებით გავქაჩავთ ხომ კარგი..თუ არადა იმას გამოვიდნენ რაც მაგ ყველაფერს ჭირდება.(სტუდენტებიც მოგვაშველონ) და თვითონ დაიბრალონ.. მე არანაირი პრობლემა არ მექნება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 04:05 |