''დებედა-2014'', საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში ფსკერული მეთოდით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
''დებედა-2014'', საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში ფსკერული მეთოდით |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო.
8 ივნისს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' კიდევ ერთი სასიამოვნო შეჯიბრი ჩაატარა დებედის ტბაზე. შეჯიბრი იყო საკლუბო და მასში 22 მეთევზე-მონადირე მონაწილეობდა. შეჯიბრი გახლდათ გუნდური და თითო გუნდი 2 კაცისგან იყო დაკომპლექტებული, სულ 11 გუნდი. შეჯიბრის ოფიციალური სპონსორი გახლდათ ლუდსახარში ''ზედაზენი'' რომელმაც მოგვამარაგა ლუდით ''ოქროს არწივი'', ლიმონათით და ენერგეტიკული სასმელით- ვაილდერი,რისთვისაც კლუბის სახელით ვუხდი დიდ მადლობას. თვითონ შეჯიბრი საკმაოდ აზარტულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. იყო იმედგაცრუებაც და იყო იმედების გამართლებაც. მაგრამ მაინც ტექნიკამ, ალბათ ტბის ცოდნამ და ცოტაც გამარათლებამ იმარჯვა. ყველა ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სამი გუნდი გამოვლინდა გამარჯვებულად. ესენია: 1 ადგილი- ყველაზე დიდი თევზი- გუნდი BROTHERS- გიორგი და გენო მეტრეველები- 2 კგ. და 700 გრ. ლოქო 2 ადგილი- წონით ყველაზე მეტი თევზი- გუნდი DEBEDA WOLVES- სიძე-სიმამრი თამაზ ჩომახაშვილი და ნოდარ ბერძენიშვილი- მთლიანი წონა 5 კგ. და 280 გრ. 3 ადგილი- რაოდენობრივად ყველაზე მეტი თევზი- გუნდი WESTERN FISHERMEN- სერგო თაბაგარი და გიორგი ვარდოსანიძე. საერთო რაოდენობა 36 ცალი საერთო ჯამში ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც შეჯიბრის მიმდინარეობით, ისე სხვა დანარჩენი სიტუაციით. ძალიან მეგობრული და თბილი შეჯიბრი გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეწყვილე გოგიტას, კარგი კაცი ხარ. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ რატომღაც არ გაგვიმართლა. ფორტუნა მოპირდაპირე მხარეს იყო, ეგ არაფერი. ![]() მიხარია, რომ ასე გემრიელად ჩამთავრდა დღევანდელი შეჯიბრი. ზოგს ალბათ გული დასწყდა, მაგრამ რას ვიზამთ? დაველოდოთ მომავალ წელს და რა იცით, იქნებ სწორედ თქვენ მოიგოთ მომავალი შეჯიბრი. მოტივაცია საკმაოდ დიდი გაქვთ, თასი რომელიც გარდამავალია და რომელშიც სისხლი ჩაანთხიეს ლეონ ბლექმა, ზახარამ, ნუკრიმ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. თუ ვინმე გამომრჩა მაპატიეთ. ![]() დიდი მადლობა საბოს, ჰანთერს, ილარიონს, დავითუსს გაწეული სამუშაოებისთვის და დახმარებისთვის. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო და მადლობა არ გადავუხადო დებედის ტბის მეპატრონეებს და იქ მომუშავე პერსონალს. დიდი მადლობა ბიჭებო, მართლა გცოდნიათ გვერდში დგომა, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. ასევე მადლობა ბიძოს, რომელმაც საკმაოდ კარგი ფასდაკლება მოგვცა პრიზებზე. დიდი მადლობა რუსთავი 2 და პირადად ჯემალ ფარცახაშვილს. ჯიგარი ხარ ძია კაკო. მადლობა ოპერატორს, საკმაოდ კარგად იმუშავა... და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ჩვენს სპონსორს, კომპანიას ''ზედაზენი''. რომ არა ვაილდერი და უგემრიელესი ლიმონათი, არ ვიცი როგორ გადავიტანდით ამ საკმაოდ ცხელ და მწველ დღეს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა პრიზისთვის. არაჩვეულებრივი ანკესი იყო და საკმაოდ კარგ ხელს ჩაბარდა ![]() კინაღამ დამავიწყდა: მადლობა იტალიურ კომპანია ''ფიატ''-ს. გემრიელად მეძინა მის შემოქმედებაში, რომელიც მართლა უნდა ყავდეს ჭეშმარიტ მონადირეს და მეთევზეს.... ![]() აბა ველი თქვენს გამოხმაურებას. დაყარეთ შთაბეჭდილებები მონაწილეებმა ![]() ეს კი ფოტომასალა, რათა შეგექმნათ წარმოდგენა რაზე ვისაუბრე ![]() ყველა ფოტო ერთად: http://allshares.ge/download.php?id=49D0384470 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг изображений ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() загрузить картинку გამიწიხრეთ რიააა.... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რაც შეეხება ჩემს თევზაობას:
წესით მე არ უნდა მეთევზავა როგორც ორგანიზატორს, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ჩვენი ერთი მონაწილე, რომელიც გოგიტასთან ერთად იყო, ვერ წამოვიდა. ნამდვილად ვერ დავტოვებდი გოგიტას მარტო, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთ ორგანიზატორს, ამ შემთხვევაში მე, მიგვეღო მონაწილეობა. მოკლედ ჩავერთე საქმიანობაში. კიდევ კარგი, ჩემთვის მაინც წავიღე ჩემი აღჭურვილობა, რომ შაბათს მეთევზავა, მაგრამ ლოთების ხელში რომ მოხვდები ამ შემთხვევაში ილარიონა ბრუციანსა და დავითუსას ხელში, ნამდვილად გაგიჭირდება კაცს რამე სხვა საქმით დაკავდე. მანამდე მიდა ვთქვა, რომ შაბათს 13:00-ზე დავიძარით თბილისიდან მე, დავითუსი და ილარიონი, ილარიონას მანქანა-სახლით. დავტვირთეთ სანოვაგით, პრიზებით, სასმელებით და გავეშურეთ დებედისკენ. ადგილზე ჩასულებს კარგი ამინდი დაგვხვდა. ღრუბლიანი, მაგრმა სიცხე მაინც იგრძნობოდა. დავათვალიერეთ ნაპირები, მოვნიშნეთ სექტორები და მეტი რაღა უნდა გვეკეთებინა. დასხედით და დავიწყეთ ''ჯეიმსონის'' წრუპვა. ილარიონამ ისეთი მაგარი ''ტუშონკა'' გააკეთა, კინაღამ ცოლად მოვიყვანე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ, გადავწყვიტეთ დაგვეძინა. გავშალეთ ლოგინები, ჩამოვიღეთ ''სპალნიკები'' და ჩავწექით, მაგრამ მეზობელი ოთახიდან ისეთი ხრიალი გამოდიოდა, სულ აზანზარებდა იქაურობას. ილო ხ**ინავდა, აშკარად მაგარი გასალესი აქვს ![]() ![]() ![]() ჰოდა ამასობაში გათენდა და ფანჯრიდან დავინახე, როგორ მოიწევდა ჩვენსკენ მანქანების კოლონა. კი ვიფიქრე ამათ აქ რა უნდათ მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა სადაც ვიყავი. გადავბრუნდი და დავიძინე, მაგრამ ვინ დაგაძინა? ილარიონამ კინაღამ ჯოხები მირტყა: ადექი შე სამგლე, ხალხი ჩამოვიდა გოროდიდანო..... ავდექი რა მექნა? მოკლედ ჩატარდა კენჭისყრა და გავნაწილდით სექტორებში. დავიწყე ანკესების აწყობა, მაგრამ ვაი ამ აწყობას. ისე ცუდად ვიყავი, ხათრით ვსუნთქავდი. ჩვენგან მარჯვნივ ალთაზარი და ფიშმენი იდგნენ, მარცხნივ კი ჩიკა და მიხაილი. დავიწყე თევზაობა, მაგრამ სასიკეთო არაფერი იყო. გოგიტა პატარებს იჭერდა. მერე ჩემთანაც მოვიდა პატარა თევზუკები. ერთ-ერთ გადაგდებაზე, კარგა ხანი ველოდე და უკვე ვფიქრობდი ამოვიღო გამოვუცვალო სიმინდი მეთქი და ამასობაში დასცხო ფიდერის ჯოხს და რა დასცხო???.... დაჯდა... დავიწყე გამოყვანა და ერთ ადგილზე გაიჭედა. ვიფიქრე არ გამიძვრეს მეთქი და მივუშვი ზუა. გაამართლა, გამოძვრა და წამოვიყვანე. ნაპირთან მოსული გოგტამ ''საჩოკში'' მოათავსა და ამოიყვანა ნაპირზე. კობრი, წონით 1 კგ. დაჯდა მარტო სიმინდზე. რა თქმა უნდა გაგვიხარდა, მოტივაცია ამაღლდა, ხალხს იმედი მიეცა და ორმაგი ძალისხმევით შეუბერეს. მაგრამ ეს მონდომება 2 საათში გაქრა. არაფერი გარდა პატარა კობრუნების და კარჩხანების. საბოლოოდ კი გაჩერდა ყველაფერი. აღარც ჩვენს მხარეს და აღარც მოპირდაპირე მხარეს არაფერი აღარ იყო. აი ასე იყო ჩემი ამბავი. საკმაოდ ნასიამოვნები ვარ და დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг изображений |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 06:54 |