''დებედა-2014'', საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში ფსკერული მეთოდით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
''დებედა-2014'', საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში ფსკერული მეთოდით |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო.
8 ივნისს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' კიდევ ერთი სასიამოვნო შეჯიბრი ჩაატარა დებედის ტბაზე. შეჯიბრი იყო საკლუბო და მასში 22 მეთევზე-მონადირე მონაწილეობდა. შეჯიბრი გახლდათ გუნდური და თითო გუნდი 2 კაცისგან იყო დაკომპლექტებული, სულ 11 გუნდი. შეჯიბრის ოფიციალური სპონსორი გახლდათ ლუდსახარში ''ზედაზენი'' რომელმაც მოგვამარაგა ლუდით ''ოქროს არწივი'', ლიმონათით და ენერგეტიკული სასმელით- ვაილდერი,რისთვისაც კლუბის სახელით ვუხდი დიდ მადლობას. თვითონ შეჯიბრი საკმაოდ აზარტულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. იყო იმედგაცრუებაც და იყო იმედების გამართლებაც. მაგრამ მაინც ტექნიკამ, ალბათ ტბის ცოდნამ და ცოტაც გამარათლებამ იმარჯვა. ყველა ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სამი გუნდი გამოვლინდა გამარჯვებულად. ესენია: 1 ადგილი- ყველაზე დიდი თევზი- გუნდი BROTHERS- გიორგი და გენო მეტრეველები- 2 კგ. და 700 გრ. ლოქო 2 ადგილი- წონით ყველაზე მეტი თევზი- გუნდი DEBEDA WOLVES- სიძე-სიმამრი თამაზ ჩომახაშვილი და ნოდარ ბერძენიშვილი- მთლიანი წონა 5 კგ. და 280 გრ. 3 ადგილი- რაოდენობრივად ყველაზე მეტი თევზი- გუნდი WESTERN FISHERMEN- სერგო თაბაგარი და გიორგი ვარდოსანიძე. საერთო რაოდენობა 36 ცალი საერთო ჯამში ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც შეჯიბრის მიმდინარეობით, ისე სხვა დანარჩენი სიტუაციით. ძალიან მეგობრული და თბილი შეჯიბრი გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეწყვილე გოგიტას, კარგი კაცი ხარ. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ რატომღაც არ გაგვიმართლა. ფორტუნა მოპირდაპირე მხარეს იყო, ეგ არაფერი. ![]() მიხარია, რომ ასე გემრიელად ჩამთავრდა დღევანდელი შეჯიბრი. ზოგს ალბათ გული დასწყდა, მაგრამ რას ვიზამთ? დაველოდოთ მომავალ წელს და რა იცით, იქნებ სწორედ თქვენ მოიგოთ მომავალი შეჯიბრი. მოტივაცია საკმაოდ დიდი გაქვთ, თასი რომელიც გარდამავალია და რომელშიც სისხლი ჩაანთხიეს ლეონ ბლექმა, ზახარამ, ნუკრიმ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. თუ ვინმე გამომრჩა მაპატიეთ. ![]() დიდი მადლობა საბოს, ჰანთერს, ილარიონს, დავითუსს გაწეული სამუშაოებისთვის და დახმარებისთვის. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო და მადლობა არ გადავუხადო დებედის ტბის მეპატრონეებს და იქ მომუშავე პერსონალს. დიდი მადლობა ბიჭებო, მართლა გცოდნიათ გვერდში დგომა, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. ასევე მადლობა ბიძოს, რომელმაც საკმაოდ კარგი ფასდაკლება მოგვცა პრიზებზე. დიდი მადლობა რუსთავი 2 და პირადად ჯემალ ფარცახაშვილს. ჯიგარი ხარ ძია კაკო. მადლობა ოპერატორს, საკმაოდ კარგად იმუშავა... და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ჩვენს სპონსორს, კომპანიას ''ზედაზენი''. რომ არა ვაილდერი და უგემრიელესი ლიმონათი, არ ვიცი როგორ გადავიტანდით ამ საკმაოდ ცხელ და მწველ დღეს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა პრიზისთვის. არაჩვეულებრივი ანკესი იყო და საკმაოდ კარგ ხელს ჩაბარდა ![]() კინაღამ დამავიწყდა: მადლობა იტალიურ კომპანია ''ფიატ''-ს. გემრიელად მეძინა მის შემოქმედებაში, რომელიც მართლა უნდა ყავდეს ჭეშმარიტ მონადირეს და მეთევზეს.... ![]() აბა ველი თქვენს გამოხმაურებას. დაყარეთ შთაბეჭდილებები მონაწილეებმა ![]() ეს კი ფოტომასალა, რათა შეგექმნათ წარმოდგენა რაზე ვისაუბრე ![]() ყველა ფოტო ერთად: http://allshares.ge/download.php?id=49D0384470 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг изображений ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() загрузить картинку გამიწიხრეთ რიააა.... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს მწირი სურათები, მეტი არ გადამიღია. მაქვს ორი ვიდეო და შემდეგში დავდებ. რაც შეეხება ტურნირს: მადლობა ბიჭებს გაწეული შრომისათვის და ტურნირის ორგანიზებისათვის. თევზიც რომ ყოფილიყო საერთოდ მაგარი იქნებოდა, მაგრამ რას იზამ)))) მე პირადად როგორც ამ კლუბის ერთერთ სრულუფლებიან წევრს, მაქვს რამოდენიმე შენიშვნა და მინდა თქვენი აზრის მოსმენა მათთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანი მონაწილეობ ტურნირში, თავისთავად ეთანხმები იმ წესებს, რომელსაც ორგანიზატორი აწესებს, მაგრამ არსებობს რამოდენიმე "მაგრამ" 1) ჩემის აზრით, როდესაც ტურნირი ტარდება რამოდენიმე ნომინაციით, რომელიმე ნომინაციაში გამარჯვებული არ უნდა გადიოდეს მეორე ან მესამე ადგილზე. ისე როგორც ჩვენი გუნდი და მარდი-ბარონის გუნდი. თუ გვაქვს პრეტენზია რომ ვართ კლუბი და ვაწყობთ ტურნირს, უნდა იყოს ყველა ნომინაციაში 1, 2 და მესამე ადგილები. ეს აუცილებელია. და არა იმიტომ რომ გავედი "2" ადგილზე.. გავსულვარ მესამეზეც და საპრიზოს გარეშეც დავრჩენილვარ, მაგრამ გული არ დამწყვეტია. აქ კი რა ხდება. ნომინაციაში აიგებ, და გადიხარ მაინც მესამეზე ან მეორეზე. კაკ მინიმუმ, გაგიტყდება. 2) როდესაც ვიკითხე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ ადამიანი იგებს ერთდროულად 2 ნომინაციას რა ხდება, პასუხი იყო, რომ მეორე ნომინაცია არ გეკუთვნის. ესაც ლაფსუსია: მოვიგე, მაგრამ არ მოვიგე? იქნებ მოხდა ისე, რომ ვინმემ მოიგო სამივე ნომინაცია. ამ შემთხვევაში ეთვლება მხოლოდ ერთი, დანარჩენებზე ნებსით თუ უნებლიად უარის თქმა უწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ნომინაციაში ადგილების დამატება ამ გაუგებრობას აღმოფხ**ის!!! თუ იმაზეა საქმე რომ ფინანსები და რამე, მე მაგალითად მხოლოდ მედალითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩებოდი. დანარჩენი პრიზები (ფანარი, "საჩოკი", ლიმონათი, ლუდი) გადანაწილდებოდა სხვა პრიზიორებზე! უფრო მეტი ადამიანი დარჩებოდა კმაყოფილი და დაინტერესებული შემდეგში რეზულტატის გაუმჯობესებით. 3)ჩემი სუბიექტური აზრით, ამ ტურნირს უნდა რქმეოდა " ჩემპიონატი ფსკერული მეთოდით სპორტულ თევზაობაში" და არა "კარპფიშინგში". არცერთი კარფიშინგის ტურნირი დაკვების და დანამატების გარეშე არ ტარდება, თქვენც მოგეხსენებათ. და ის მიზეზი რომ ვინმეს არააქვს სათანადო მოწყობილობა ამისათვის, არანაირად არ ამართლებს მხოლოდ სიმძიმით და ჭიის იმედად თევზაობას. არა მყავს ძაღლი და არ გამოვდივარ შეჯიბრებზე, და დარწმუნებული ვარ არაფერი არ აკლდება იმ შეჯიბრს, პირიქით უფრო პროფესიონალურ დონეზე ტარდება. სპინინგით თევზაობაში ვობლერი რომ არ დაუშვა იმის გამო, რომ ვინმეს არააქვს და მხოლოდ ტრიალათი ან " ბლესნით" დაუშვა, არ გამოვა ლამაზი სანახაობა დარწმუნებული ვარ! მემგონი სჯობს მონაწილეობა მიიღოს ცოტა ადამიანმა, მაგრამ ქონდეს საშუალება თავისი ცოდნით და პრაქტიკაში მიღებული გამოცდილებით ღირსეული ბრძოლით მოიგოს ან დამარცხდეს! თუ გვინდა თევზაობის პოპულარიზაცია, მაშინ უნდა ჩატარდეს პროფესიონალურ დონეზე. მე არავითარი პრეტენზია არამაქვს ორგანიზატორებტან, არც იფიქროთ რომ ვინმეს გაკეთებული რამე არ მომეწონა! პირიქით, დიდი შრომა გაწიეს, გემრიელი ტურნირი ჩაატარეს. უბრალოდ წესებია შესაცვლელი, და ადრე თუ გვიან (რაც უფრო ადრე, მით უკეთესი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 15:02 |