დრათჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დრათჰაარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დრათჰაარი (Drahthaar) ანუ გერმანული უხეშბალნიანი მეძებარი, რომელსაც სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში უხეშბალნიან კონტინენტალურ ბეძებარსაც უწოდებენ (მაგ, "სანადირო ძაღლი" პ. ჟორდანია თბ. 1954 წ.), ერთ-ერთი გავრცელებული მეძებრის ჯიშია საქართველოში და საკმაო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს ჩვენს მონადირეთა შორის.
მისი წარმოშობის ისტორია უკავშირდება კიდევ ორ გერმანულ მეძებარს: კურცჰაარსა და ლანგჰაარს. ამ სამ ჯიშს საერთო ფესვები აქვს და გერმანული ტომების ფეხ-დაფეხ შემოვლილი აქვთ პრაქტიკულად მთელი კონტინენტური ევროპა. ამიტომაც სამართლიანად ჰქვიათ კონტინენტური მეძებრები. დრატჰაარი გამოირჩევა დიდი ენერგიულობით, გამძლეობით, მუყაითობით. მას იყენებენ არა მარტო ფრინველზე, არამედ ნადირზე სანადიროდაც და ორივე სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. მისი დაგეშვა იწყება 7-8 თვის ასაკიდან. ეძებს ფრინველს ძირითადად ქვეყნოსვით, კვალზე დევნით. ძალიან გამოსადეგია ტყის ქათამზე და დაჭრილ წყალმცურავებზე სანადიროდ. როგორც წესი აპორტირებას აკეთებს სწავლების გარეშე. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 41 რეგისტრ.: 17-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აუ ვუნმემ რამე მირჩიეთ გეხვეწებით ჩემ ძაღლს ყური ტკივა 2 თვეა უკვე ვატარებ ამ ექიმებთან და ვერაფერი ვერ მოუხერხეს ხან რა წამალს უნიშნავენ ხან რას სითხე მოდის ყურიდან მერე გადაუვლის ხოლმე მერე ისევ დაეწყება და ესე რა და რისი ბრალი შეილება იყოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 19:36 |