ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ცხოველების დახასიათება |
May 19 2009, 00:29
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა სექტემბრის დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს). კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982წ) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ ”წითელ ნუსხაში” (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით ”საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ”). ნუტრია (Myocastor coypus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს) კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს |
|
|
|
![]() |
May 27 2009, 20:24
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
არხარი
არხარი, არგალი, არკალი, კაჩკარი (Ovis ammon), გარეული ცხვარი. ბინადრობს შუა და ცენტრალურ აზიაში. განარჩევენ რამდენიმე გეოგრაფიულ რასას, რომლებიც განსხვავდებიან ზომით, რქების ფორმითა და მატყლის ფერით. ზოგი მათგანის წონა 200 კგ-მდეა. არხარის მაკეობა გრძელდება 5 თვე. გაზაფხულზე შობს ერთ (იშვიატად ორ) კრაცს. ძვირფასი სანადირო-სარეწაო ობიექტია. მერინოსთან არხარის ჰიბრიდაციით ყაზახეთში მიღებულია დიდი ზომისა და მთამაღლის საარსებო პირობებთან კარგად შეგუებული შინაური ცხვრის მაღალპროდუქტული ჯიში - არხარმერინოსი. ![]() არჩვი არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicapra), ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯტან - 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში - კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicarpa caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს.
|
|
|
|
levana90 ცხოველების დახასიათება May 19 2009, 00:29
levana90 ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძ... May 19 2009, 11:39
zaxara ენოტისებრი ძაღლი - N... May 19 2009, 20:21
levana90 მაჩვი (ლათ. Meles meles), მტ... May 19 2009, 22:37
zaxara ჯიქი - Felis pardus ... May 20 2009, 19:26
zaxara ტყის კატა - Felis silvestris
... May 21 2009, 22:40
ზახარა ლერწმის კატა - Felis chaus
... May 22 2009, 00:10
ზახარა ზოლებიანი აფთარი - H... May 22 2009, 20:14
ლევანა90 ნიამორი (Capra aegagrus), წყვ... May 23 2009, 20:43
ზახარა კავკასიური ჯიხვი - C... May 25 2009, 19:47
ზახარა ქურციკი - Gazella subgutturosa
... May 27 2009, 21:21
ზახარა წავი - Lutra lutra
ეკუთვნ... Jun 2 2009, 20:14
ზახარა ყვითელგულა კვერნა ... Sep 6 2009, 13:06
aragveli ცხოველთა მაქსიმალ... Sep 9 2009, 12:48
ზახარა ჭრელტყავა - vormela peregusna
... Sep 13 2009, 14:51
ზახარა დედოფალა -Mustela nivalis
ე... Sep 27 2009, 19:25
ზახარა თეტრყელა კვერნა - Mar... Sep 27 2009, 23:19
ზახარა არჩვი - Rupicapra rupicapra
ეკ... Nov 22 2009, 12:16
ზახარა ნიამორი -Capra aegagrus
ე... Nov 22 2009, 17:22
ზახარა ფოცხვერი - felis lynx
ეკ... Nov 25 2009, 18:48
ზახარა კეთილშობილი ირემი ... Nov 25 2009, 23:06
ჭალიმგელა მგელი
მგელი ეკუთვ... Nov 26 2009, 09:52
ლეკი გეპარდი (Acinonyx jubatus), მტ... Dec 22 2009, 18:50![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 19:08 |