Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობა!
გადავწყვიტე მეც გავხსნა ჩემი ლექვისთვის თემა და ამ თემაში ავსახო მისი პირველი ნაბიჯები ცხოვრება და საერთოდ ყველაფერი რაც ნადირობასთან და მასთან იქნება დაკავშირებული! მაშ ასე: წარმოგიდგენთ, ფრისკას ბრეტონული ეპანიოლის ძუს, მართალია ფრისკა უკრაინელი გოგოა, მაგრამ უკრაინულ სისხლი არ აქვს. მამა: GLOCK DU MAS D'YERAUD დედა: Pola Epaton ფრისკა 17 ივლისს 4 თვის შესრულდება ასე რომ როგორც ყველა ლეკვი ძალიან ბევრს ცელქობს და მოუსვენარია. ესეც მისი პირველი საბუთი: ![]() хостинг изображений ერთი თვეში ჩამომივა მისი საგვარეულო საბუთები და სურათს დავდებ. ესეც სურათები განწყობისთვის, მართლაც კარგი გოგოა და დიდ იმედებს ვამყარებ, მითუმეტეს რომ ძალიან მოსუვენარი ცხვანტი გოგოა ![]() ![]() хостинг картинок для форумов ![]() хостинг картинок bmp ![]() куда залить картинку ![]() хостинг фото ![]() залить картинку на форум ![]() хостинг фото ჯერჯერობით ბედნიერი ბავშობა აქვს, ყველაფრის უფლებას ვაძლევ, მინდა მაქსიმალურად სწრაფად შეეჩვიოს ახალ გარემოს და ოჯახს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობათ!
ერთი ორი დღეა პროტესტს აცხადებს ჭამაზე, 12 საათის განმავლობაში ლუს რაღაც ასი გრამი შეჭამა, ვაძლევ როიალ კანინს მედიუმ ჯუნიორს, როგორც მითხრეს და სერთიფიკატს და შტრიხკოდებსაც განახებთ თუ გინდა სუფთა ფრანგულია და რუსული ნაგავი არ არისო, ასე რომ კორმს ვერ დავაბრალებ. შესაბამისად ცოტა წონაშიც დავიკელით, ისე სასარგებლოც არის, ჩემი აზრით ზედმეტი ცონა ქონდა, თავის ძმებთან შედარებით დიდი იყო, კენელში მითხრეს რომ ლიდერია გენაცვალე და ყველას ართმევს საჭმელსო, მაგიტომაც არის ასე მსუქნადო. მე ერთ რამეს ვაბრალებ ამ ყველაფერს, ვოლიერში და ძმებთან, რომ იყო კონკურენცია იყო და მაგიტომაც ჭამდა გადარეულივით, ეხლა აქ ნახა რომ არავინ ეცილება და ჩემს სისხლს წოვს ეს მაიმუნი. მერე რუსულ ფორუმებზე წავიკითხე ინფოები და შეიძლება კორმი მშრალი იყოს და ყელში ეჩხირებოდესო, ცოტა დავასველე და ჩასანსლა ლიწინით. არ ვიცი საღამოს რას იზამს მაგრამ წონის დაკლება მეტი აღარ უნდა ეყოფა უკვე. ასევე ვფიქრობ ჭიებზე დამუშავებას, ალბათ უფრო იქეთ კვირაში, 4.5 თვის რომ გახდება. პ.ს. მინდორში მყავდა გაყვანილი და აიწყვიტა მაგრამ რა აიწყვიტა, თავქუდმოგლეჯილი გარბის დასდევს მერცხლებს და ლამის არი დაეწიოს, ისეთ აზარტში შევიდა არხებს ახტებოდა, დატბორილ ადგილებში დაშლიგინობდა, მერე დავიჭირე და პავადოკზე ავიყვანე, არ მინდა გადაიტვირთოს. მემგონი მაგარ შარში ვარ!!! ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 14:20 |