Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობა!
გადავწყვიტე მეც გავხსნა ჩემი ლექვისთვის თემა და ამ თემაში ავსახო მისი პირველი ნაბიჯები ცხოვრება და საერთოდ ყველაფერი რაც ნადირობასთან და მასთან იქნება დაკავშირებული! მაშ ასე: წარმოგიდგენთ, ფრისკას ბრეტონული ეპანიოლის ძუს, მართალია ფრისკა უკრაინელი გოგოა, მაგრამ უკრაინულ სისხლი არ აქვს. მამა: GLOCK DU MAS D'YERAUD დედა: Pola Epaton ფრისკა 17 ივლისს 4 თვის შესრულდება ასე რომ როგორც ყველა ლეკვი ძალიან ბევრს ცელქობს და მოუსვენარია. ესეც მისი პირველი საბუთი: ![]() хостинг изображений ერთი თვეში ჩამომივა მისი საგვარეულო საბუთები და სურათს დავდებ. ესეც სურათები განწყობისთვის, მართლაც კარგი გოგოა და დიდ იმედებს ვამყარებ, მითუმეტეს რომ ძალიან მოსუვენარი ცხვანტი გოგოა ![]() ![]() хостинг картинок для форумов ![]() хостинг картинок bmp ![]() куда залить картинку ![]() хостинг фото ![]() залить картинку на форум ![]() хостинг фото ჯერჯერობით ბედნიერი ბავშობა აქვს, ყველაფრის უფლებას ვაძლევ, მინდა მაქსიმალურად სწრაფად შეეჩვიოს ახალ გარემოს და ოჯახს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობათ!
მოკლედ დღეს მაგრად გამაოცა ამ პატარა მაიმუნმა, შებინდებისას ზღვაზე მყავდა გაყვანილი, დღეს ძალიან ცხელოდა და ამიტომ საღამო ხანი ვარჩიე. საერთოდ ზღვის და კაპარჭის შესართავში დამყავს ხოლმე ზღვა თუ ღელავს კაპარჭინაზე ვაბანავებ. პრინციპში მანდ სულ მეორედ მყავდა მიყვანი, კულიკებს და თოლიებს, რომ დასდევს ზევითაც დავწერე მაგრამ დღეს სულ სხვა რამ მოხდა. ცოტა ჩამობნელდა და კულიკები ძალიან ახლოს უშვებდნენ და შემდეგ წყლის მიმართულებით მეორე ნაპირისკენ მიფრინავდნენ, მეორე ნაპირი დაახლოებით 150-200 მეტრშია. ერთი ორჯერ გადაყვა წყალში, მიხვდა რა რომ ვერ დაიჭერდა უკანვე მობრუნდა, მაგრამ ეტყობა სისხლი უყივის და მაინც ვერ შეეშვა. უკვე წამოსვლას ვაპირებდი და ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ ვუჯერებდი, შეიძლება ჩემთვის არის ეს გასაკვირი და სხავა ძაღლებს გაუკეთებიათ, მაგრამ 4 თვის ლეკვისგან ნამდვილად არ მოველოდი. მოკლედ გადახტა წყალში და წავიდა ბრმა ძებნაში, კაპარჭინა თითქმის ნახევრამდე გადაცურა და წყალში ფრინველს ეძებდა, გამოსვლას არც აპირებდა კარგა ხნის ძახილის შემდეგ მომაქცია ყურადღება და როგორც იქნა წამოვიდა ჩემსკენ. დაახლოებით 15-20 წუთი ტრიალებდა წყალში, არც დავუძახებდი მაგრამ ჯერ ასაკი არ უწყობს ხელდ და რაღა დაგიმალოთ ცოტა შემეშინდა კიდევაც, გამოყვანით კი შევცურავდი და გამოვიყვანდი მაგრამ არ მინდოდა მას გასჩენოდა წყლის შიში. არ გეგონოთ ამას რეკლამისთვის ან ჯიშის პოპულარიზაციისთვის ვწერდე, უბრალოდ რასაც ვხედავ იმას გიყვებით. ეს ლეკვი ყველა თეთრს იმსახურებს რაც მასში გადავიხადე, ჯერ ჯერობით სიამოვნების მეტი არაფერი მოუტანია და იმედია ასე გააგრძელებს. |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 05:57 |