საჩვენო მოთხრობები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საჩვენო მოთხრობები, ნადირობაზე და არამარტო
assassin29
პოსტი Jul 2 2014, 13:05
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




თქვენის მებართვით გავხსნი ამ თემას თუ რამე ისეთი არაა ან არ მოგეწონებატ შეგიძლიათ წაშალოთ





























how to take screenshots

ავტორი: გივი ტაბატაძე
წყარო: http://tagiweb.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
assassin29
პოსტი Jul 28 2014, 18:39
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ავტორი: მანანა ჯრელიშვილი
წყარო: http://www.nplg.gov.ge/
ვისაც მითები და თქმულებები გიყვართ მოგეწონებათ
მითი ხის ბეჭზე, ანუ ნადირთ ღვთაების მიერ მოკლულ და გაცოცხლებულ ნადირზე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მითოსური სიუჟეტის ლოკალურ კლასიკურ ვარიაციას წარმოადგენს. ელ. ვირსალაძე მას გენეტიკურად მსოფლიოს ხალხთა სამონადირეო ეპოსში ფართოდ გავრცელებულ მოკვდავ და აღდგენად ღვთაებებზე არსებულ წარმოდგენებს უკავშირებს (1, 33-5). აღნიშნული მითის საფუძველს, თ. ოჩიაურის აზრით, წარმოადგენს ანიმისტური რწმენა პარ-ციალური (საკუთარი) სულის შესახებ. ძვლის სიმტკიცით გაოცებული პირველყოფილი ადამიანი, ბუნების სხვა მოვლენათა მსგავსად, მასაც სასიცოცხლო უნარს მიაწერდა და თვლიდა, რომ, ისევე, როგორც ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებს, ძვალსაც საკუთარი სული გააჩნდა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მითის წარმოქმნაში მიცვალებულთან დაკავშირებულმა რწმენა-წარმოდგენებმაც. პირველყოფილ ადამიანს სწამდა, რომ გარდაცვლილ ადამიანს ან მოკლულ ცხო-ველს სიცოცხლე კვლავ უბრუნდება, მაგრამ ამისათვის მისი ძვლები იმავე თანმიმდევრობით უნდა განლაგდეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა. საკმარისია ჩონჩხს ერთი ძვალი მაინც დააკლდეს, რომ მკვდარი არ გაცოცხლდება (2, 226). ამ რწმენის საფუძველზე მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული ძვლის დაცვა-შენახვის ტრადიცია. მაგ., რ. ერისთავისა და ალ. რობაქიძის გამოკვლევვით, საქართველოში დღემდეა შემორჩენილი ძვლის შენახვის ჩვეულება. როდესაც შესანახი ადგილი აღარ ჰყოფნიდათ, ძვლებს მიწაში მარხავდნენ, ან წყალში ყრიდნენ, ან წვავდნენ. ნადირის ძვლის დახ**ა ძაღლსაც კი ეკრძალებოდა, მას ცხოველის შიგნეულობით კვებავდნენ. სვანეთში ძვლების დაცინვაც იკრძალებოდა (2, 228; 3, 162).

ძვლის ფეტიშიზაციამ ზღაპრულ ეპოსშიც ჰპოვა ასახვა. მაგ., ქართულ ზღა-პრებში ხშირია ძვლის მეტამორფოზასთან დაკავშირებული მაგალითები - მიწაში ჩამარხული ძვლის ადგილზე ვაშლის ხე ამოდის, მიწაში ჩამარხული ძვალი რაშად იქცევა და სხვა (2, 227).

კავკასიურ ზეპირსიტყვიერებაში ხის ბეჭის ქართული, ოსური, ჩეჩნური, სომხური და აფხაზური ვარიანტები დასტურდება. საქართველოში აღნიშნული მითის ვარიანტები რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ხევსურეთსა და თუშეთშია ჩაწერილი. ყველაზე არქაული სახით, მეცნიერთა აზრით, იგი ხევსურულმა მითოლოგიამ შემოინახა. ქვემოთ მოგვყავს მითის ქართული ვარიანტები.

ხევსურული ვარიანტი

მონადირეს ტეში შემოაღამდა. ღამის გასათევად ერთ კლდის ეხში (გამოქვაბულში) დაბინავდა, ცეცხლი დაანთო და ნანადირევი ჯიხვის შეწვას შეუდგა, მაგრამ მოულოდნელად ნადირი გაცოცხლდა და გაიქცა. ამ საოცრებით გაოგნებულ მონადირეს გაკვირვების შეძახილი აღმოხდა.

- საკვირველი ეს კი არა, ის არის, რაც ბათირს გადახდა,- მოესმა კაცს ეშმაკების ძახილი. გაკვირვებულმა მონადირემ ბათირს დაუწყო ძებნა. ბევრი წვალების შემდეგ მიაგნო კიდეც და სთხოვა, თავისი თავგადასავალი მოეთხრო მისთვის.

- იმ გამოქვაბულში, სადაც შენ ღამის გასათევად დაბინავდი, მეც ვიყავი, - დაიწყო ბათირმა თავისი ამბავი. - შუაღამეს ეშმაკების ძახილი შემომესმა - ჩემს მასპინძელ ეშმაკს ქორწილში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მან ჩემი სტუმრობა მოიმიზეზა და უარი უთხრა. „არა უშავს, წამოდი და სტუმარიც თან წამოიყვანე“, - დაუძახეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს. ორივე იქითკენ გავეშურეთ. ადგილზე რომ მივედით და ტაბლებს შემოვუსხედით, ჩემმა მასპინძელმა ჩამჩურჩულა - ჩემს უკითხავად ხმა არავის გასცეო. ეშმაკებმა სამი ჯიხვი დაკლეს, მოხარშეს და ხორცი და არაყი სტუმრებს ჩამოურიგეს. ერთი სასმისი მეც მომაწოდეს, მაგრამ არ დავლიე.

- რატომ არ სვამს შენი სტუმარი? - ჰკითხეს მექორწილეებმა ჩემს მასპინძელს.

- გამოელის რამესო,- უპასუხა იმან.

- ხვალ ერთ ჯიხვს მოკლავო, -აღმითქვეს ეშმაკებმა და არაყი ხელმეორედ შემომთავაზეს, მაგრამ დალევაზე კვლავ უარი ვანიშნე.

- რა სწყინს შენს სტუმარსო, -კვლავ ჰკითხეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს.

- გამოელის რამესო,- კვლავ უპასუხა იმან.

- ხვალ ორ ჯიხვს მოკლავსო, -კვლავ აღგვითქვეს ეშმაკებმა და არაყი მესამედ მომაწოდეს, მაგრამ კვლავ ვიუარე.

- ხვალ სამ ჯიხვს მოკლავო, -მესამედ აღმითქვეს ეშმაკებმა. ამ შემოთავაზებამ დამაკმაყოფილა და ავსულებს არაყიანი ჭიქა ჩამოვართვი.

ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა პირველად შეჭმული ჯიხვის ძვლები ისევე დაალაგეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა, შემდეგ ტყავი მოახვიეს, მათრახი დაჰკრეს და გააცოცხლეს. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მისცა თავი. ასევე გააცოცხლეს მეორე ჯიხვიც. ჯერი მესამეზე მიდგა. დრო ვიხელთე და მასპინძლის რჩევით ბეჭის ძვალი დავმალე. რაკი ბეჭი ვერ იპოვეს, ეშმაკებმა ხის ბეჭი გამოთალეს, მესამე ჯიხვის ჩონჩხს ჩაუდგეს, ტყავი მოახვიეს და შეულოცეს:

„ადეგ ადეგ, ხეჭეჭაო,
ხისა გიგდავ ბეჭადაო!“

ნადირმა ხორცი შეისხა და გაცოცხლებული ტყეში გაუჩინარდა. მეორე დღეს სანადიროდ წავედი და სამი ჯიხვი მოვკალი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხის ბეჭი ჰქონდა ჩადგმული.

შემდეგ ბათირი ყვება, როგორ დაჰკრა რძალმა მათრახი და როგორ აქცია ძაღლად, როგორ გადაარჩინა ძაღლადქცეულმა მგლის ხროვისაგან ცხ**ის ფარა და როგორ იქცა მკითხავის შელოცვის შედეგად კვლავ ადამიანად (8, 40-42).

თუშური ვარიანტი

ნადირობაში ხელმოცარულ კაცს ტყეში შემოაღამდა და ღამის გასათევად გამოქვაბულში დაბინავდა. მონადირე და მისი მასპინძელი ადგილის დედა ეშმაკებმა სტუმრად დაპატიჟეს. ნადიმზე სამ ჯიხვს შეექცევიან. ლხინის დროს ერთ-ერთი ეშმაკი ყვება, თუ როგორ მიეპარა დღეს ნადირს და როგორ დატოვა მშრალზე უცნობი მონადირე.

ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა ჯიხვების ძვლების მოგროვება დაიწყეს. მონადირემ დრო იხელთა და ერთ-ერთის ბეჭის ძვალი ჩუმად მდინარეში გადააგდო. მის მაგიერ მასპინძლებმა ხის ბეჭი გამოთალეს, ჩონჩხს ჩაუდგეს და შესძახეს:

„ადეგ, ადეგ, ხეჭეჭაო,
ხისა გიდგავ ბეჭადაო!“

ჯიხვები გაცოცხლდნენ და გაიქცნენ. მეორე დღეს მონადირემ ხისბეჭიანი ჯიხვი მოკლა (8, 42-43).

რაჭული ვარიანტი

მონადირემ ნაწილიანი ჯიხვი მოკლა, ხორცის ნაჭერი ამოჭრა, მწვადი შეწვა და შეჭამა. როდესაც შიმშილი მოიკლა და უკან მოიხედა, დაინახა, რომ მოკლული ჯიხვი გაცოცხლებულა და განზე გარბის. ამ სურათით გაოგნებული მონადირე ჯიხვს დაედევნა.

- ტყუილად მომდევ, სულერთია ვერ მომკლავ,- გამოსძახა უკანმობრუნებულმა ნადირმა მდევარს.

- რატომ?! - მიაყახა ჯიხვს უფრო მეტად გაკვირვებულმა მონადირემ.

- ამირან ბათუყოელს ჰკითხე და ყველაფერს აგიხსნის, - გამოსძახა ჯიხვმა მონადირეს. კაცმა ამირანი მოძებნა, ყველაფერი უამბო და სთხოვა, მისთვის თავისი თავგადასავალი მოეყოლა.

განთქმული მონადირე ვიყავი და ნადირიც ბევრი მყავდა დახოცილი,- დაიწყო ბათუყოელმა თავისი ამბავი. - ერთხელ კარზე ორი კაცი მომადგა და შემატყობინა, რომ ნადირთ ანგელოზი თავისთან მიბარებდა. შეშინებულმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე და კაცებს უკან მორჩილად გავყევი. ჩემმა მეგზურებმა ერთ გამოქვაბულში მიმიყვანეს. შიგ ლხინი ჰქონდათ გამართული. კაცებმა გამაფრთხილეს, ვიდრე არ განიშნებთ, პური არ ჭამოო.

სუფრასთან მსხდომნი რომ შევათვალიერე, შევამჩნიე, რომ ყველას ნადირთ ანგელოზის გარდა ნადირის სახე ჰქონდა, მხოლოდ ნადირთა გამგებელს ჰქონდა ადამიანის სახე.

- რატომ არაფერს ჭამს ჩვენი სტუმარი? -ჰკითხა ნადირთ ანგელოზმა ჩემზე კაცებს.

- თქვენ წყალობას ელისო, - მოახსენეს ჩემმა მეგზურებმა.

- ერთი ამ ნადირებს გადახედეთ,- მიმართა ნადირთა გამგებელმა კაცებს, - ზოგი მათგანი კოჭლია, ზოგი ბრმა, ზოგიც დაჭრილ-დასახიჩრებული. ყველანი თქვენმა სტუმარმა გააფუჭა.

- მიუხედავად ამისა, მაინც თქვენს წყალობას გამოელის, - მოახსენეს კვლავ ჩემმა მომყოლებმა.

- თუ ასეა, მაშინ ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მისდგომოდეს, ეგ კი სანადიროდ არ გამოვიდესო,-აღუთქვა ნადირთ ანგელოზმა ჩემს მეგზურებს, მაგრამ არც ამჯერად ვჭამე პური.

- კარგი, მაშინ დაე თქვენი სტუმრის კარზე ჯიხვთან ერთად ყოველ მესამე დღეს თითო არჩვიც მივიდეს, მიჩუქებიაო, - აღუთქვა ნადირთა გამგებელმა ჩემს მეგზურებს. ამჯერად მისმა სიტყვებმა დამაკმაყოფილა და პური გავტეხე. ნადირთ ანგელოზმა დანაპირები პირნათლად აასრულა. იმ დღიდან მოყოლებული ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მომდიოდა, ყოველ მესამე დღეს კი თითო არჩვიო, - დაასრულა ამირან ბათუყოელმა თავისი თავგადასავალი (3, 195).

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, „ხის ბეჭის“ მითი კავკასიის სხვა ხალხთა ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება. გამოქვეყნებულია მისი ოსური, სომხური, ჩეჩნური და აფხაზური ვარიანტები. ქვემოთ მოგვყავს შესაბამისი ტექსტები:

ოსური ვარიანტი

მონადირე ჯამბულათს ტყეში შემოაღამდა და დასაძინებლად ხის ქვეშ წამოწვა. შუაღამისას კაცი ლაპარაკის ხმამ გამოაღვიძა. მონადირემ მიაყურადა და დაასკვნა, რომ ხმა ხეთა კენწეროებიდან მოდიოდა. ლაპარაკიდან ჯამბულათმა გაარკვია, რომ ავსათი (ნადირთ პატრონი ოსურ მითოლოგიაში) კადი რუხს-ტყეთა მფარველ წმინდანს ნადიმზე ეპატიჟებოდა.

- კადი რუხს, ძალიან გთხოვ, სტუმრად მეწვიო. ახალშობილი ირემი დავკალი და წვეულებას ვმართავ. სხვა წმინდანებმა კარგა ხანია თავი მოიყარეს, შენღა გვაკლიხარ, - მიმართა ავსათმა კადი რუხსს.

- არ შემიძლია, ავსათი, მონადირე ჯამბულათი მყავს სტუმრად,- იუარა ტყეთა მფარველმა.

- არაუშავს, ეგეც თან წამოიყვანე, ხელს არ შეგვიშლის, - დააიმედა ნადირთ პატრონმა.

წმინდანმა მონადირე გააღვიძა და მასთან ერთად წვეულებაზე მივიდა. ავსათის ჩათვლით ყველა სტუმარმა ადამიანის სახე მიიღო.

მასპინძელმა მთლიანი შველი მოხარშა და შეკრებილებს შესთავაზა. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს ერთ ადგილას აგროვებდნენ, ჯამბულათმა კი საერთო უყურადღებობით ისარგებლა და შვლის ნეკნი მალულად უბეში შეინახა. ნადიმი გათავდა. დანაყრებულმა სტუმრებმა ავსათს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს. ნადირთ პატრონმა შეჭმული შვლის ჩონჩხის აღდგენა დაიწყო. ყველა ძვალი დაალაგა, მაგრამ ნეკნს ვერსად მიაგნო. ავსათმა შესანიშნავად იცოდა, რომ ძვალი ჯამბულათმა მოიპარა, მაგრამ სტუმრის შეურაცხყოფას მოერიდა და არ გაუჩხრეკია. დაკარგული ნეკნის მაგიერ ნადირთ პატრონმა ბზის ტოტი მოტეხა, მისგან ჯოხი გამოთალა და შვლის ჩონჩხს ჩაუდგა, შემდეგ მათ-რახის დაკვრით გააცოცხლა. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მიაშურა.

დანაყრებული სტუმრები დაიშალნენ. მეორე დღეს ჯამბულათმა შველი მოკლა. გატყავებისას ნადირს ხის ნეკნი აღმოაჩნდა. მონადირე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის შველი იყო, რომლითაც ავსათი სტუმრებს გაუმასპინძლდა (5, 63-66).

ჩეჩნური ვარიანტი

სამი ძმა სანადიროდ წავიდა, მაგრამ იმ დღეს ხელი მოეცარათ. საღამოსთვის ღმერთმა მოწყალება მოიღო და მონადირეებს გარეული თხა გამოუგზავნა. ძმებმა თხა მოკლეს და შინისაკენ გასწიეს. კარგა ხანს მიდიოდნენ ნაცნობ გზაზე. მზე დიდი ხნის გადასული იყო. ცაზე მთვარე ანათებდა, სახლი კი არსად ჩანდა. ახლა კი მიხვდნენ ძმები, რომ მათ ალმასი (მდედრობითი სქესის ბოროტი სული) ამასხარავებდა. უცებ ერთმა ძმამ შორს გამოქვაბული შენიშნა. გახარებული მონადირეები იქითკენ გაეშურნენ ღამის გასათევად. ახლოს რომ მივიდნენ, ძმებს გამოქვაბულიდან სამი ალმასი - ცალთვალა გოლიათი ქალი გამოეგება. მათ დანახვაზე გულგახეთქილი მონადირეები შიშით ადგილზე გაქვავდნენ, მაგრამ მასპინძლებმა დაამშვიდეს და ღამის გასათევად გამოქვაბულში მიიპატიჟეს. ერთ-ერთმა ძმამ ქალებს ვახშმად მოკლული თხა შესთავაზა, მაგრამ მასპინძლებმა იუარეს. დედა ალმასმა თავისი ქალიშვილები ტყეში გაგზავნა ნანადირევის მოსატანად. დები მალე დაბრუნდნენ, თან არჩვი მოიყვანეს. ქალებმა ნადირი დაკლეს, მოხარშეს და ძმები ვახშმად მიიწვიეს, თან გააფრთხილეს, რომ ჭამის დროს ძვლები კი არ გადაეყარათ, არამედ ერთ ადგილას დაეგროვებინათ. ძაქ რაღაც ცუდი ამბავიაძ, - იფიქრეს ძმებმა. ჭამის დროს ერთ-ერთმა მათგანმა მასპინძლებისგან მალულად ბეჭის ძვალი უბეში შეინახა.

ვახშამს რომ მორჩნენ, ქალები ძვლების მოგროვებას შეუდგნენ. ბეჭის გაუჩინარება რომ შენიშნეს, ძმებისთვის სიტყვაც არ უთქვამთ, ისე გამოთალეს ხისგან ახალი, შემდეგ ძვლები ნადირის ტყავში ჩაყარეს და შესძახეს - „არჩვო, ტყეში დაბრუნდი!“ გაცოცხლებული ნადირი ტყეში მიიმალა.

ვახშმობის შემდეგ ქალებმა ძმები გამოქვაბულის წინ მოედანზე მიიწვიეს და მათ პატივსაცემად ცეკვა გამართეს. როკვის დროს გოლიათები ისე მძიმედ ხტოდნენ, რომ მიწას ზანზარი გაჰქონდა. შიშით თავზარდაცემული ძმები ძრწოლით შეჰყურებდნენ, როგორ ტრიალებდნენ მათ წინ ქალები მხრებზე გადაკიდებული ვეება ძუძუებით, ზემოთ აშვერილი ხელებითა და ხარხარით.

ცეკვით რომ გული იჯერეს, ალმასები მიწაზე დაენარცხნენ და ხ**ინვა ამოუშვეს, შეშინებულ მონადირეებს კი დილამდე თვალი არ მოუხუჭავთ.

დილით ძმებმა გოლიათებს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს და კვლავ სანადიროდ წავიდნენ. ტყიდან რომ გამოდიოდნენ, წინ არჩვი გადაუხტათ. შუათანა ძმამ ნადირს თოფი ესროლა და მოკლა. მონადირეებმა არჩვი შინ წაიღეს და ცოლებს უბრძანეს, მათთვის საჭმელი მოემზადებინათ. მეზობელ-ნათესავებმა რომ ძმების დაბრუნება შეიტყეს, შინ ეწვივნენ და მათ პურობას შეუერთდნენ. უცბად ჭამის დროს ერთ-ერთმა სტუმარმა ხორციდან ხის ბეჭი ამოაძრო და შეკრებილებს უჩვენა. მის დანახვაზე ძმები მიხვდნენ, რომელ არჩვს წააწყდნენ ნადირობისას და სტუმრებს ყველაფერი უამბეს, შემდეგ ის ბეჭის ძვალი აჩვენეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ ალმასებთან ვახშმობისას დამალა. ახლა კი მიხვდნენ სტუმრები, ვინც უმასპინძლა ძმებს ტყეში და გახარებულებმა მონადირეებს შინ მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს (6, 265-266).

აფხაზური ვარიანტი

მონადირე გარეულ თხას დაედევნა, მაგრამ ვერ მოკლა. ნადირმა იგი უღრან ტყეში შეიტყუა, სადაც ვეება კოცონს ღმერთები შემოსხდომოდნენ. მათ მონადირე ცეცხლთან მიიპატიჟეს, თხა დაკლეს და სტუმარს ხორცით გაუმასპინძლდნენ. ჭამას რომ მორჩნენ, ღმერთები ძვლების ტყავში ჩაყრას შეუდგნენ. მონადირემ დრო იხელთა და ერთი ძვალი მოიპარა, მის მაგიერ კი ჯოხი დადო (ზოგი ვარი-ანტით დანა).

ძვლების ჩაყრას რომ მორჩნენ, ღმერთებმა დაკლული თხა გააცოცხლეს და იგი ჩვენს მონადირეს მიაკუთვნეს. მეორე დღეს კაცმა მართლაც მოკლა გარეული თხა. ნადირს რომ ატყავებდა, ხორცში ჯოხი (დანა) აღმოაჩინა.

მითის ჩამწერი ცნობილი აფხაზი მეცნიერი ნ. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ანალოგიური თქმულება მეგრულ ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება, ოღონდ იქ ნადირთ პატრონის ფუნქციას ტყაშმაფა ასრულებს, ნადირისას კი ტახი (7, 54-55).

სომხური ვარიანტი

აბრაამს სტუმრად უფლის ანგელოზი ეწვია. მასპინძელმა ძვირფასი სტუმრისთვის ხბო დაკლა. ხორცს სუფრაზე რომ აწყობდა, მაგიდას ძროხა მიადგა და ბღავილი მორთო. ამის შემხედვარე ანგელოზმა აბრაამი აიძულა ხბოს ძვლები ტყავზე დაეწყო, რის შედეგადაც პირუტყვი გაცოცხლდა (4, 89).

როგორც ზემოთმოყვანილი ტექსტებიდან ჩანს, „ხის ბეჭის“ კავკასიური ვარიანტები, სომხური, სვანური და ზოგი რაჭული ვარიანტის გამოკლებით, თითქმის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - ყველგან სანადიროდ წასული კაცი ნადირთ ღვთაების წვეულებაზე ხვდება, რომელზეც მასპინძელი მონადირეს მის მიერ შეჭმული ნადირით ასაჩუქრებს. მეორე დღეს კაცი მართლაც კლავს ცხოველს, რომლის ძვლებშიც მის მიერ მოპარული ძვლის ხის ანალოგიას პოულობს, როგორც ღვთაების პირუტეხობისა და ძლევამოსილების სიმბოლოს.

ირ. სურგულაძის აზრით, აღნიშნული სიუჟეტი გვაროვნული წყობის პირობებში წარმოიშვა და მიზნად ისახავდა მაგიური რიტუალის საშუალებით ტოტემური, „წმინდა“ ნადირის გამრავლებას (4, 84-104).

ზემოთმოყვანილ მითებს გულდასმით თუ გავეცნობით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ისინი ნადირთ ღვთაების სახის ევოლუციის სხვადასხვა საფეხურს ასახავენ, ამიტომ, საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად, საჭიროა მოკლედ განვიხილოთ ნადირთ პატრონის სახის ევოლუციის საფეხურები.

ნადირობას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებაში. ისევე, როგორც ადამიანის საქმიანობის სხვა დარგებს, ნადირსა და ნადირობასაც საკუთარი ღვთაება მფარველობდა. თავდაპირველად ადამიანს იგი ზოომორფული (ცხოველური) სახით ჰყავდა წარმოდგენილი. ეს იყო ჯიხვი, არჩვი ან ირემი, რომელსაც მისივე ჯიშის სხვა ცხოველებისგან რაიმე განსაკუთრებული ნიშანი - თეთრი ფერი, ოქროს რქები, ცალი რქა ჭრელი ტყავი ან სხვა ამდაგვარი გამოარჩევდა (1, 29).

მატრიარქატის ეპოქაში ნადირთ პატრონის ზოომორფულმა სახემ ანთროპომორფიზაცია (გაადამიანება) განიცადა და ქალის სახე მიიღო. სანადიროდ წასვლის წინ მონადირეები მის სახელზე ლოცვას აღავლენდნენ, ნადირობაში ხელის მომართვას შესთხოვდნენ, იღბლიანობის შემთხვევაში კი ქალღვთაებას აუცილებლად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ.

კავკასიელთა რწმენით, მდედრობითი სქესის ნადირთ პატრონი ახალგაზრდა, ლამაზი, ოქროსთმიანი ქალია. იგი ინტიმურ კავშირს ამყარებს ახალგაზრდა, უცოლო მონადირეებთან და მათ ხორციელ ქალებთან ურთიერთობას უკრძალავს, სამაგიეროდ ნადირობაში იშვიათი იღბლიანობით ასაჩუქრებს. თუ მონადირრემ ნადირთ ღვთაებას ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა, მისი დაღუპვა გარდაუვალია. საქართველოში ქალი ნადირთ პატრონის ყველაზე გამოკვეთილ სახეს სვანური დალი და მეგრული ტყაშმაფა - ტყის მეფე-ქალი წარმოადგენენ. მათი კავკასიური კორელატები არიან: ოსებში ქალი-ხაირაგები, ვაინახებში მდედრობითი სქესის ალმასები, აფხაზებში - მამრობითი სქესის ნადირთ პატრონის - აჟვეფშაას ქალიშვილები (1, 29-64; 91-113). სწორედ ამ - ნადირთ პატრონის განვითარების მეორე საფეხურს ასახავს მეგრული მითი ხის ბეჭზე, რომელშიც მონადირის დამსაჩუქრებლის როლს ტყაშმაფა ასრულებს. მითის განვითარების ეს საფეხური ნამსხ**ევის სახით თუშურ ვარიანტშიც ფიქსირდება, სადაც მონადირეს ადგილის დედა მასპინძლობს. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდაა, მის მაგიერ ადგილობრივი ნადირთ პატრონი ქალღვთაება იქნებოდა.

მატრიარქატის პატრიარქატით შეცვლის შედეგად ქალ ნადირთ პატრონს მამაკაცი ნადირთ პატრონი ჩაენაცვლა სატრფოს, ქმრის ან ძმის სახით. ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ბრძოლის შემდეგ მან ნაწილობრივ ან სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ პატრონის სახე ადამიანის მეხსიერებიდან და გაბატონებული ადგილი დაიკავა. მონადირე ახლა უკვე მას ევედრება ნადირობის წინ იღბლიანობას და მასვე სწირავს წარმატების შემთხვევაში ნანადირევიდან წილს. ასეთები არიან ქართულ მითოლოგიაში ოჩოპინტრე, ანთარი, ანატორი და სხვა (1,32, 74-90, 116-126). მათ კავკასიურ კორელატებს წარმოადგენენ: ოსებთან ავსათი, ვაინახებთან ელტა, აფხაზებთან აჟვეფშაა. ნადირთ პატრონის სახის განვითარების აღნიშნული პატრიარქალური საფეხური ოსურმა მითმა შემოგვინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში მამაკაცი ნადირთ პატრონი ავსათი გამოდის. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდა, ქალი ნადირთ პატრონი ხაირაგი იქნებოდა. ოსებს ავსათი გრძელმათრახიანი კაცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. სხვა ღმერთების მსგავსად ისიც ცაში ბინადრობს და დროგამოშვებით მიწაზე ეშვება. ოსთა რწმენით, სწორედ მასზე იყო დამოკიდებული ნანადირევის რაოდენობა, ამიტომ, ღვთაების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, მონადირეები ნადირობის შემდეგ ყოველთვის ტოვებდნენ ავსათისათვის ირმის შიგნეულობას.

ავსათი ყოველ ახალშობილ ირემს კლავს და დაუნაწევრებლად, ტყავიანად ქვაბში აგდებს. ხორცი რომ მოიხარშება, ღვთაება სტუმრებს ნადიმზე ეპატიჟება და შვლის ხორცით უმასპინძლდება. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს არ ამტვრევენ და არც ყრიან, არამედ ერთ ადგილზე აგროვებენ. ხალხი რომ დანაყრდება, ავსათი ძვლებს იმავე რიგზე ალაგებს, როგორც ნადირს სიცოცხლეში ჰქონდა და მათრახის დაკვრით აცოცხლებს მას (5,63).

მამაკაცი ნადირთ ღვთაებები განაგებენ ნადირსა და მონადირეობას აფხაზეთსა და ჩეჩნეთშიც. ესაა ელტა (ჩეჩნებში) და აჟვეფშაა (აფხაზებში). ორივემ სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ ღვთაება ადამიანთა მეხსიერებიდან და ნადირისა და მონადირეობის ერთადერთ მფარველად დიქცა. ისევე, როგორც ოსებში, აქაც ჩეჩნებსა და აფხაზებსაც სწამდათ, რომ მონადირის იღბლიანობა ნადირობის დროს მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული, ამიტომ, სანადიროდ წასვლის წინ აფხაზი და ჩეჩენი მონადირეები აუცილებლად ლოცვას აღავლენდნენ თავისი ღვთაებებისადმი, ევედრებოდნენ არ დაეფრთხოთ მათთვის ნადირი, იღბლიანი ნადირობის შემდეგ კი მადლიერების ნიშნად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ (6,54; 7, 54-55, 128; 9, 76-87).

პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლის შედეგად, წარმართულმა ღვთაებებმა როგორც ხარისხობრივი, ისე ფიზიკური დაკნინება განიცადეს - მრისხანე და ყოვლისშემძლე ნადირთ ღვთაებებიდან ფიზიკურად მახინჯ, ბოროტ, ადამიანებისადმი მტრულად განწყობილ არსებებად იქცნენ. განსაკუთრებით ეს ქართულ და ვაინახურ ზეპირსიტყვიერებას დაეტყო - ლამაზი და ყოფლისშემძლე დალი და ტყაშმაფა საქართველოს ზოგ კუთხეში მახინჯ, საზარელ ალებად იქცნენ, მამაკაცი ნადირთ პატრონები კი - ქაჯებად და ეშმაკებად (1, 114-117). ასეთივე დაკნინება განიცადეს ვაინახურ მითოლოგიაში წარმართულმა ნადირთ პატრონებმა ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით. ქალი ნადირთ ღვთაება, რომლის სახელიც ვაინახურმა ზეპირსიტყვიერებამ ვერ შემოინახა და მამაკაცი ნადირთ პატრონი ელტა ვაინახებში ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით მდედრობითი და მამრობითი სქესის ალმასებად იქცნენ. ორივე მახინჯი, ბალნით დაფარული არსებაა. კაცებს მკერდიდან ნაჯახი მოუჩანთ, ქალებს ვეება ძუძუები მხრებზე აქვთ გადაკიდებული, მწითური თმა კი ერთ ნაწნავად დაწნული. ორივე ბოროტი და ვერაგი არსებაა, ორივეს სძულს ადამიანი და მათთან შეხვედრა ამ უკანასკნელისათვის კარგს არაფერს მოასწავებს (6, 52-53).

ნადირთ პატრონის სახის განვითარების ეს ბოლო საფეხური „ხის ბეჭის“ ვაინახურმა და ქართულმა ვარიანტებმა შემოინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში ერთ შემთხვევაში ეშმაკები (ქართულში) გამოდიან, მეორე შემთხვევაში (ჩეჩნურში) მდედრობითი სქესის ალმასები.

ქრისტიანობის გაბატონების შემდეგ, „ხის ბეჭმაც“, სხვა მითების მსგავსად, ახლებური გააზრება-გადამუშავება განიცადა და ახალი რელიგიის აგიტაცია-პროპაგანდის სამსახურში ჩადგა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მითის სომხური ვარიანტი, სადაც წარმართი ნადირთ პატრონი უფლის ანგელოზით არის შეცვლილი, რომლის ბრძანებითაც აბრაამი ხბოს აცოცხლებს (4,89).

ამგვარად, ნაშრომში განხილული ხის ბეჭის კავკასიური ვარიანტების მაგალითზე, საშუალება მოგვეცა გვეჩვენებინა ნადირთ პატრონის სახის ევოლუცია მატრიარქატიდან ქრისტიანობამდე. რა თქმა უნდა, განხილული ტექსტები სიუხვითა და თანმიმდევრულობით არ გამოირჩევიან - რაც ერთი ხალხის მითოლოგიაშია შემონახული, დაკარგულია მეორისაში და პირიქით, მაგრამ ისინი ავსებენ ერთმანეთს და საშუალებას იძლევიან ჩვენთვის საინტერესო საკითხი მეტ-ნაკლები სისრულით წარმოვაჩინოთ. მაგ., ქართულ მითოლოგიაში შემონახულია ნადირთ ღვთაების სახის განვითარების მატრიარქალური საფეხური ტყაშმაფას სახით, მაგრამ დაკარგულია პატრიარქალური საფეხური, რომელიც, თავის მხრივ, ოსურმა მითმა შემოინახა. ასევე ქართულ და ჩეჩნურ მითებში მოიპოვება „ხის ბეჭის“ განვითარების ქრისტიანულ-ისლამური საფეხური, რაც ოსურ და აფხაზურ ვარიანტებში დაკარგულია. ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ცხადყოფს კავკასიის ხალხთა ზეპირსიტყვიერებების გენეტიკურ სიახლოვეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- assassin29   საჩვენო მოთხრობები   Jul 2 2014, 13:05
- - უიარაღო   შენ გაიხარი. რა კარ...   Jul 2 2014, 13:06
- - assassin29   free upload image ავტორი: რევ...   Jul 2 2014, 13:12
- - assassin29   image upload no compression წყარო:http:...   Jul 2 2014, 13:32
- - kajuberi   კარგი წიგნი მქონდა...   Jul 2 2014, 13:32
- - assassin29   image free hosting წყარო:http://tagiweb...   Jul 2 2014, 13:39
- - assassin29   20mb image hosting ავტორი: რევ...   Jul 2 2014, 17:53
- - assassin29   გავაგრძელო დაყრა?   Jul 2 2014, 18:02
- - assassin29   ამ მოთხრობას დავამ...   Jul 2 2014, 19:51
- - საბო   RE: საჩვენო მოთხრობები   Jul 2 2014, 19:58
- - assassin29   საბო იქნებ ვინმე...   Jul 2 2014, 20:49
- - ლეონ-ბლექი   assassin29 საღოლ...მე მგონ...   Jul 2 2014, 21:52
- - assassin29   ლეონ-ბლექი სამწუხ...   Jul 2 2014, 22:01
- - rachveli11   RE: საჩვენო მოთხრობები   Jul 2 2014, 22:36
- - ლეონ-ბლექი   ისე..პატივცემულოტმ...   Jul 2 2014, 23:00
- - ლეონ-ბლექი   assassin29 მაგარი ვისიამ...   Jul 3 2014, 02:29
- - assassin29   image hosting without registration წყარ...   Jul 3 2014, 06:11
- - assassin29   აუ ეს მოთხრობა კარ...   Jul 3 2014, 06:38
- - assassin29   ავტორი: რათქმაუნდა...   Jul 4 2014, 18:02
- - assassin29   წყარო :http://www.nplg.gov.ge/ temp ima...   Jul 4 2014, 18:22
- - assassin29   კიდევ ერთი კარგი მ...   Jul 4 2014, 22:58
- - assassin29   თხოვნა იქნება რომ ...   Jul 8 2014, 12:53
- - assassin29   ავტორი: ევგენი მარ...   Jul 21 2014, 18:18
- - assassin29   წყარო: bazieri.ge free upload   Jul 28 2014, 10:08
- - assassin29   რამდენიმე შემეცნე...   Jul 28 2014, 10:41
- - assassin29   ეპისკობოზი ნადირო...   Jul 28 2014, 10:50
- - assassin29   არ კითხულობთ არავი...   Jul 28 2014, 13:23
- - უიარაღო   საკმაოდ ბლომად მოგ...   Jul 28 2014, 15:50
- - assassin29   უიარაღო მადლობა ძ...   Jul 28 2014, 16:25
- - assassin29   ავტორი: შალვა ჩახნ...   Jul 28 2014, 18:11
- - assassin29   ავტორი: მანანა ჯრე...   Jul 28 2014, 18:39
- - assassin29   შედევრია ავტორი: ა...   Jul 31 2014, 11:19
- - assassin29   წყარო: guns.ge ნადირობა-...   Aug 13 2014, 18:39
|- - უიარაღო   პოეზიაც თუ შეიძლებ...   Aug 27 2014, 13:55
- - assassin29   საინტერესო შეხედუ...   Oct 30 2014, 10:01
- - უიარაღო   კომუნიზმში უცხოვრ...   Oct 30 2014, 14:50
- - assassin29   დიდი ხანია აქ არაფ...   Sep 12 2015, 12:28
- - achiko-l   assassin29 ჩემი მეზობელი...   Sep 17 2015, 11:57
- - assassin29   achiko-l   Sep 17 2015, 12:21
- - უიარაღო   გულში ჩამწდომი მოთ...   Sep 17 2015, 14:14
- - assassin29   უიარაღო სხვებიც დ...   Sep 17 2015, 14:19
|- - უიარაღო   ციტატა(assassin29 @ Sep 17 2015, ...   Sep 17 2015, 15:55
- - assassin29   post images   Feb 19 2016, 02:18
- - უიარაღო   ალფონს დოდე "ტარტ...   Feb 19 2016, 08:04
- - ნუკრიMax   კარგი ნაწარმოებია....   Feb 20 2016, 14:36
- - assassin29   აბა ძმებო დიდი ხან...   Jul 29 2016, 21:31
- - უიარაღო   მართლაც კარგია. მი...   Jul 30 2016, 11:33
- - assassin29   უიარაღო კიბატონო ...   Jul 30 2016, 12:40
- - ნუკრიMax   კარგი იყო, არ მქონდ...   Jul 30 2016, 14:01
- - assassin29   უიარაღო თხონა ოპე...   Jul 30 2016, 22:38
- - assassin29   ესეც იყოს რა აქ სან...   Aug 22 2016, 23:29
- - ნუკრიMax   assassin29 კარგია---   Aug 23 2016, 08:17
- - assassin29   მოკლედ ვისაც გიყვა...   Sep 20 2016, 21:57
- - უიარაღო   მაგარია ძალიან. ერ...   Sep 21 2016, 08:21


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 22:45