საჩვენო მოთხრობები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

assassin29
პოსტი Jul 2 2014, 13:05
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




თქვენის მებართვით გავხსნი ამ თემას თუ რამე ისეთი არაა ან არ მოგეწონებატ შეგიძლიათ წაშალოთ





























how to take screenshots

ავტორი: გივი ტაბატაძე
წყარო: http://tagiweb.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
assassin29
პოსტი Jul 31 2014, 11:19
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif შედევრია
ავტორი: აკა მორჩილაძე
წყარო:guns.ge

ეს იყო ქვეყანა, სადაც იარაღი დაივიწყეს. ყველანაირი: გრძელი და მოკლე, ბასრი და ბლაგვი, სასროლი და საკაფი, ლამაზი და ულამაზო, ძვირი და იაფი. ყველანაირი დაივიწყეს. ფასი და გემო იარაღისა აქ არავის ესწავლებოდა. უყვარდათ კიდეც. ისიც ნათქვამია, რომ რკინა სწორედ აქ გამოსჭედეს პირველად და ხმლის იერიც აქ მისცეს პირველად.მართალია, იარაღის ჭედვაში ის პირაფთარი ეშმაკეული აზაზელო მონაწილეობს, რადგან, როგორც ამბობენ, სწორედ იმას უსწავლებია კაცთათვის რკინის ხანჯლად ათლა, მაგრამ ვერ წაუხვალ, რომ სადაც ეს მოდგმაა, იქაც – იარაღი, და არა მარტო ნადირ-ფრინველის სახოცად.
აქაც ასე გამოვიდა, რომ კაცის ერთი ხელის გაგრძელება თოხი თუ იყო, მეორისა კიდევ – ხმალ-ხანჯალი და მერე თოფ-დამბაჩეულიც. ასე გამოვიდა. რახან კალამზე მეტათ ხანჯალი აგრძელებდა ხელსა. იმ განთქმული ფოლადობის წარსულს აღარ მოვყვებით. ის შენახულია ძველსა და მეცნიერულს წიგნებში, თუ ვითარ იყო ხალიბობა ძველი დროისა. ახლა არ იქნება, უფრო შთამბეჭდავ განცდით არ მოვიხსენიოთ ის ამბავი, რომ ვერაგმა ნადირ-შაჰმა შემოიხსნა თავისი ხმალი, ღირებული სამას ათას მანეთ სულ წმინდა ოქროთ, მორთული სულ ლალ-იაგუნდითა და აელვარებული დამასკურ თვლებითა და შეაბა გივი ამილახვარს, კაციც შენა ყოფილხარო. შეაბა იმისთვის, რასაც ლექსიც გვეუბნება:
,, შენ, გივო ამილახვარო,
სვიანო, თაღლითიანო,
ხან აქეთა ხარ, ხან იქით,
საითაც ქარნი ქრიანო``.
სად გახლავს ახლა ეს ხმალი დავიწყებული? მითამ დიდი არაფერი იყვეს. მეფის ირაკლის ხმალმუსაიფზე აღარაფერს ვიტყვი, მოგახსენებთ კია იმას, რომ აქა ყოველმა გლეხმა ფრიადოსნურად იცოდა იარაღის მოხმარა, რადგან გლეხი ჯარი იყო და აკი მოგახსენებს ძველი დროების ერთი მწუხარე ქრონისტი, ერთდერთი სწავლა, რომელიც მიიღება ჩვენს თავადობაში, არის სწავლა იარაღის მოხმარებისაო. ვით არ ითქვას, რომე იმ მოხდენილ ლეკურს ბრმა კაცი, ალექსანდრე ყაზბეგი ცეკვავდა თორმეტი ხანჯლით. ბრმა იყო, სათვალეს არა კადრულობდა, ისე აიქნევდა და დაიქნევდა თორმეტ ხანჯალს ცეკვა-ჩოქვისას, რომ ერთხელაც არ დაუსვია ფეხის ცერში. მეტი რაღა გინდა, უხანჯლოდ ქუჩაში გამოსული კაცი ვის ენახა? უთოფიარაღო გლეხკაცი ყანაში გაჩერდებოდა?ლეკი მოსულიყო ვინმე... ახლა პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი როგორ ცეკვავდა რევოლვერების სროლა-სროლით.ერთიც არ მოურტყია ვინმესთვის. ამ ჩუბინობით იმის თქმა გამოდის, რომ იარაღისა ყველამ ყველაფერი იცოდა. ყოველი კაცი გაშინაურებოდა მას, ოღონდ არა სულელურად, არამედ ცოდნით და ტყუილად არავინ გამოაცდენდა. აი, ანდაზაც: ფრთხილად, ეშმაკის მოგონილიაო. სცოდნოდათ აზაზელოს ამბავი.
იყო ერთი პოლკოვნიკი გარდაფხაძე, ბაბუაჩემს ემსახურა იმასთან ჯარში. დაადებდა დენშჩიკს თავზე ვაშლს, წამოვიდოდა ორმოც ნაბიჯზე და დაახლიდა. თქვენ იხარეთ ას წელიწადს, მას არც მაღლა მოსვლია ოდესმე და არც დაბლა, განზე ხომ – არა და არა. ერთი იყო, აწყენინებდა დენშჩიკიო, კვერცხს დაადებდა და ასე დასჯიდაო. აბა, ახლა მოვიდეს ვინმე და ისე ამოაძროს ხანჯალი ქარქაშიდან, ხელი არ გაიჭრას. დაივიწყეს და იმიტომ.
გრძელი ხმალი მაინცდამაინც არ იყო ვაჟკაცობის ნიშანი. ერთ ფიცხელ ომში მეფე ერეკლეს დაუნახავს, რომ ერთი რომელიღაც აზნაური განზე მიმდგარა და დაუძახია, ბიჭო, რას ამთქნარებო. მოკლე ხმალი მაქ, ბატონოო, უპასუხია იმას. ფეხი წინ წადგი და დაგრძელდებაო, ურჩევია პატარა კახსა.
აბა, იარაღის მოხმარების ამბავი არ იყო, რომ კონსტანტინე დადეშქელიანმა ერთი დამბაჩითა და ხანჯლით გამოიარა მთელი ქუთაისის გუბერნატორის სასახლე, მოჰკლა გუბერნატორიც, იმისი ხალხიც და მთელი ქალაქი გადაირბინა? იყო, გახლდათ. ყოველს სახლში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას იარაღი ეკიდა იმ ლამაზ ხალიჩაზე. ისეთი კოხტა საცქერი იყო, ისეთი კოხტა და შინაური რამ გამოდიოდა, ახლა ვეღარავის დააჯერებ.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც მობრძანდა ახალი მთავრობა, რომელმაც, დიახაც, იცოდა, რომ ომში გამარჯვებას კარგა ხანია, აღარ გადასწყვეტს მხოლოდ იარაღის მოხდენილად ტრიალი და ნიშანში სროლა, არამედ ათასი სხვაც. ეს იყო წითელი მთავრობა, რომელმაც თოფ-იარაღს დაუდგინა საზღვრები. იმან, უბრალოდ, აკრძალა იარაღი. ხმალი დაუტოვა მხოლოდ სააღლუმე ჯარს ქუჩაზე ჩამოსავლელად, ხანჯალი – მხოლოდ ეროვნულ ცეკვა-თამაშობათა გუნდებს, ტყვიის სასროლი კი ყოველნაირად აკრძალა, მხოლოდ ჯარს და მონადირეს დაუტოვა. თუ ადრე ხალიჩაზე მიეკიდათ, ახლა დასამალი შეიქნა და დამალული ვის უყვარს, ყოველმხრივ ცხადია. და დარჩა დამბაჩეული მხოლოდ ავაზაკთა და იმათ მდევართა ხელში, ხალხი კი დარჩა განზე. გასროლამ გააჩინა შიში. თოფი ცხრაკლიტულში ჩაიდო. ყველას გადაავიწყდა იარაღი და თუკი გაახსენდებოდა ვინმეს, მხოლოდ ჟრუანტელით. დაირბენდა ჟრუანტელი საზიზღარი. დეკემბრის ქარივით, ცივათ. იმიტომ, რომ იარაღით ხალხს ხ**ეტდნენ. ბაახ – და აღარ იყო კაცი.
გაჰქრა ხელობა მეხანჯლისა, გაჰქრა სევადიანიც და უსევადოც. იმის ადგილი დაიჭირა ყოვლად საზიზღარმა ჯიბის დანებმა, რომელთა ტარისაგანაც ისე გამოსრიალდებოდა პირი, როგორც ენას გამოასრიალებს ხოლმე გველი.
და ერთხელაც დაიწყო დიდი გამოძრავება და ალაყაფნი როდესაც გამოხსნეს, ხოლო ის ძველი და ამკრძალავი ქვეყანა დაინგრა, გამოჩნდა იარაღიც.
ის ნაწყენი, ხორკლიანი და გაუხეშებული ბრძანდებოდა. ასე დაემართება ხოლმე ყოველს, როცა დაივიწყებენ. ხოლო ადამიანებმა კი აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ თავიანთი ხელების ერთ-ერთს ძველს გაგრძელებას. იარაღი იოლად მოვიდა ამათთან. გამოჰკრავდი და ისროდა. შურს იძიებდა დავიწყების გამო, იმიტომ, რომ არ გახლავს იოლი ვინმე თუ რამე. დამიზნების ხერხიც აღარავინ იცოდა და დამიზნების საჭიროებასაც არავინ ხედავდა. იარაღს კი უხაროდა, რომ ამდენი ხნის დავიწყებული ვიღაცის ხელში იყო და იმ ხელს გამოცდილება და შინაურობა არ ეტყობოდა. იმ ხელში, აბა, რამდენს გაბედავდა. და ბედავდა, ვინ გააჩერებდა. თვითონ იცოდა ხელის ამბავი, ხელმა კი არაფერი იცოდა მისი. ამიტომაც ისროდა ესა და ხვდებოდა ყველას, ვისაც წარმოიდგენდა და ვერ წარმოიდგენდა. იაფობა იყო სროლისა. აბა, ამდენი ხნის დაგროვილზე ვინ დაუთვლიდა. ყურიც მიეჩვია და თვალიც, ოღონდ კი ხელი – ვეღარ. უჭირდა და უჭირდა. ესეც ეომებოდა, არ უთმობდა. გრძნობდა, რომ ხელი ჩარბილებულიყო და ჩაოფლილიყო. ჩაოფლილი ხელი კი, აბა, როგორ აჯობებს ფოლადსა და სიკვდილს? აბა, სადღა იყო ის ხმელი ხელები, რომ მოსჭიდებდა რქებში და თავის ჭკუაზე მომართავდა, ვითარცა ბუღას. შეიყვარეს, მაგრამ უცოდინრათ. ეგრე იცის დავიწყებულმა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- assassin29   საჩვენო მოთხრობები   Jul 2 2014, 13:05
- - უიარაღო   შენ გაიხარი. რა კარ�...   Jul 2 2014, 13:06
- - assassin29   free upload image ავტორი: რევ�...   Jul 2 2014, 13:12
- - assassin29   image upload no compression წყარო:http:...   Jul 2 2014, 13:32
- - kajuberi   კარგი წიგნი მქონდა...   Jul 2 2014, 13:32
- - assassin29   image free hosting წყარო:http://tagiweb...   Jul 2 2014, 13:39
- - assassin29   20mb image hosting ავტორი: რევ�...   Jul 2 2014, 17:53
- - assassin29   გავაგრძელო დაყრა?   Jul 2 2014, 18:02
- - assassin29   ამ მოთხრობას დავამ...   Jul 2 2014, 19:51
- - საბო   RE: საჩვენო მოთხრობები   Jul 2 2014, 19:58
- - assassin29   საბო იქნებ ვინმე�...   Jul 2 2014, 20:49
- - ლეონ-ბლექი   assassin29 საღოლ...მე მგონ�...   Jul 2 2014, 21:52
- - assassin29   ლეონ-ბლექი სამწუხ�...   Jul 2 2014, 22:01
- - rachveli11   RE: საჩვენო მოთხრობები   Jul 2 2014, 22:36
- - ლეონ-ბლექი   ისე..პატივცემულოტმ...   Jul 2 2014, 23:00
- - ლეონ-ბლექი   assassin29 მაგარი ვისიამ�...   Jul 3 2014, 02:29
- - assassin29   image hosting without registration წყარ�...   Jul 3 2014, 06:11
- - assassin29   აუ ეს მოთხრობა კარ�...   Jul 3 2014, 06:38
- - assassin29   ავტორი: რათქმაუნდა...   Jul 4 2014, 18:02
- - assassin29   წყარო :http://www.nplg.gov.ge/ temp ima...   Jul 4 2014, 18:22
- - assassin29   კიდევ ერთი კარგი მ�...   Jul 4 2014, 22:58
- - assassin29   თხოვნა იქნება რომ �...   Jul 8 2014, 12:53
- - assassin29   ავტორი: ევგენი მარ�...   Jul 21 2014, 18:18
- - assassin29   წყარო: bazieri.ge free upload   Jul 28 2014, 10:08
- - assassin29   რამდენიმე შემეცნე�...   Jul 28 2014, 10:41
- - assassin29   ეპისკობოზი ნადირო�...   Jul 28 2014, 10:50
- - assassin29   არ კითხულობთ არავი...   Jul 28 2014, 13:23
- - უიარაღო   საკმაოდ ბლომად მოგ...   Jul 28 2014, 15:50
- - assassin29   უიარაღო მადლობა ძ�...   Jul 28 2014, 16:25
- - assassin29   ავტორი: შალვა ჩახნ�...   Jul 28 2014, 18:11
- - assassin29   ავტორი: მანანა ჯრე�...   Jul 28 2014, 18:39
- - assassin29   შედევრია ავტორი: ა�...   Jul 31 2014, 11:19
- - assassin29   წყარო: guns.ge ნადირობა-...   Aug 13 2014, 18:39
|- - უიარაღო   პოეზიაც თუ შეიძლებ...   Aug 27 2014, 13:55
- - assassin29   საინტერესო შეხედუ�...   Oct 30 2014, 10:01
- - უიარაღო   კომუნიზმში უცხოვრ�...   Oct 30 2014, 14:50
- - assassin29   დიდი ხანია აქ არაფ�...   Sep 12 2015, 12:28
- - achiko-l   assassin29 ჩემი მეზობელი�...   Sep 17 2015, 11:57
- - assassin29   achiko-l   Sep 17 2015, 12:21
- - უიარაღო   გულში ჩამწდომი მოთ...   Sep 17 2015, 14:14
- - assassin29   უიარაღო სხვებიც დ�...   Sep 17 2015, 14:19
|- - უიარაღო   ციტატა(assassin29 @ Sep 17 2015, ...   Sep 17 2015, 15:55
- - assassin29   post images   Feb 19 2016, 02:18
- - უიარაღო   ალფონს დოდე "ტარტ...   Feb 19 2016, 08:04
- - ნუკრიMax   კარგი ნაწარმოებია....   Feb 20 2016, 14:36
- - assassin29   აბა ძმებო დიდი ხან�...   Jul 29 2016, 21:31
- - უიარაღო   მართლაც კარგია. მი�...   Jul 30 2016, 11:33
- - assassin29   უიარაღო კიბატონო �...   Jul 30 2016, 12:40
- - ნუკრიMax   კარგი იყო, არ მქონდ�...   Jul 30 2016, 14:01
- - assassin29   უიარაღო თხონა ოპე�...   Jul 30 2016, 22:38
- - assassin29   ესეც იყოს რა აქ სან�...   Aug 22 2016, 23:29
- - ნუკრიMax   assassin29 კარგია---   Aug 23 2016, 08:17
- - assassin29   მოკლედ ვისაც გიყვა...   Sep 20 2016, 21:57
- - უიარაღო   მაგარია ძალიან. ერ�...   Sep 21 2016, 08:21


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 15:09