თევზის მომზადება ტბის ან მდინარის პირას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თევზის მომზადება ტბის ან მდინარის პირას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მე გამიკეთებია ბევრჯერ уха სახლის პირობებში მაგრამ არის ერთი რეცეპტი როდესაც მომზადების ბოლოს ნაკვერცხლიანი ჯოხით ამოურევ და ერთ ჭიქა არაყსაც ჩაუმატებ გამზადებულს, თუ გიცდიათ ეს მეთოდი და როგორია?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,204 რეგისტრ.: 17-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეც გაგიზიარებთ თევზის მომზადების ერთ ერთ ვარიანტს, რომელსაც ,,თევზი ფოლგაში" ჰქვია, მაშ ასე:
ე.ი. ვიღებთ თევზის ფილეს, კარგად გასუფთავებულს და ფხებგაცლილს და გემოვნებით ვამუშავებთ მარილში და პილპილში, რამოდენიმე კბილ ნიორს ვჭრით შუაზე და ფილეში კარაქის ნაჭერთან ერთად ვახვევთ, კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ზეითუნის ზეთიც, თუ არის საშუალება ფილეს ასევე ვამატებთ გატარებულ ნიგოზს გემოვნებით, ვამატებთ ცოტაოდენ ქინძს და ოხრახუშს (ბევრი არ უნდა) შეიGძლიათ იხმაროთ ცოტა ღვინოც, მთელ ამ მასალას ვახვევთ ფოლგაში, ვუკრავთ მხარეებს და ვამზადებთ შესაწვავად. ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა კარგი (ძლიერი) ნაკვერჩხალი. მოკლედ უნდა ამოითხაროს ორმო და ამ ორმოსი ინთება ცეცხლი, როდესაც შეშა დანაკვერჩხლდება, ორმო განთავისუფლედება ნაკვერჩხალისგან და ორმოში თავსდება ფოლგა ფილეთი, ორმოში მოტავსების შემდეგ ფოლგა მთლიანად უნდა დაიმალოს ნაკვერჩხალში, ანუ ორმო ნაკვერჩხალით უნდა შეივსოს. გადის 10 წუთი (მეტი არ არის საჭირო), ვათავისუფლებთ ორმოს ნაკვერჩხალისაგან, ვიღებთ ფოლგას თევზის ფილეთი და ნელ ნელა ვხსნით ფოლგას. ვღებულობთ ფოლგაში ჩათუთქულ თევზის ფილეს, რომელსაც აი რომ გასინჯავთ, კომენტარები მერე გააკეთეთ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 23:51 |