საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2014'' |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2014'' |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() www.ochopintre.ge ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2014.
შეჯიბრის მთავარი მიზანია წინა სასეზონო პერიოდში მეძებარი ძაღლების გამოცდა რთულ სანადირო პირობებში, რათა დადგინდეს როგორი მომზადების დონით ვხვდებით სანადირო სეზონს... შეჯიბრი ჩატარების ადგილი გაირკვევა 1 კვირით ადრე. შეჯიბრი ჩატარდება 8-9-10 აგვისტოს ან 9-10 აგვისტოს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე. ზოგადი წესები: 1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია: 1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა 1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია; 2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად; 3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად. 3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ. თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან. ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც 4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც; 5. შეჯიბის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან; 6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე; 7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით; 8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები; 9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე; 10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე; 11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას. შეჯიბრი ჩატარდება მჭადიჯვრის მინდვრებში(შარშანდელ ადგიალას არა ) 8 , 9 , 10 აგვსტოს . გაჩნია მეზებრების რაოდენობას , თუ 15 და მეტი იქნება სამ დღეზე გავაკეთებთ . კენჭისყრა ჩატარდება ოთხშაბათს 7 საათზე იპოდრომზე (სადც გამოფენა იმართება მაგ ტერიტორიაზე ) წინასწარ დიდი მადლობა! პატივისცემით „ოჩოპინტრე“-ს გამგეობა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
feroni
ბაბუც მართალია გახურება უნდა ძაღლს და ასეთ გამოცდილ ადამიანს ეს რატომ არ გაახსენდა ძალიან მიკვირს, კი გამახსენდა და მინდოდა კიდეც,მაგრამ ექსპერტებმა ლამის დაგვაგინეს ძაღლები არ გაუშვათ არავითარ შემთხვევაშიო. შეიძლება ყველა მინდორი დაგვჭირდესო!!!! ![]() ცოტა შორს უნდა გავსულიყავი,მაგრამ ამის დრო აღარ მქონდა,მეორე გამოვდიოდი. მე ჩემ ძაღლზე დაკვირვების შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე,რომ დაახლოებით პირველი 5-6 წუთი არ მუშაობს,ცხვირს არ რთავს.რატო ხდება ასე არ ვიცი,ვერ ვხსნი. სამაგიეროთ მერე იცოცხლეეეე!!!!!!!!!!!!! ისე კი პირველი წუთის წესი არ მოქმედებს ამ შეჯიბრში თუ რაშია საქმე? კი,როგორ არ მუშაობს. მე პირველივე წუთს დაშვებული "გამოტოვება" მაპატიეს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 00:31 |