ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა, ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ უთითებ. ამ თემაში განხილულია საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა უმთავრესი პარაზიტული ჭიები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები, ანუ ჰელმინთოზები, რომლების დიდ ზიანს აყენებენ ცხოველებს , სახელდობრ, იწვევენ პროდუქტიულობის შემცირებას, ზრდაში ჩამორჩენას და სხვ. ამავე დროს, ზოგჯერ ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევა. საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველების ჰელმინთოფაუნაზე გამოკვლევები ჩაუტარებიათ : აკად. კ. სკრიაბინს, ა. პეტროვს, პ. ბურჯანაძეს, ა. ბლაჟინს, ტ. ბარათაშვილს, ვ. ჯიქიას, ი. კირშებლანტს, ს. გამცემლიძეს, თ.როდონაიას, ნ.კამალოვს, ბ. ყურაშვილს, ლ.ქოიავას, გ.მაცაბერიძეს, ი.ჭუბაბრიას და სხვ. ზემოთაღნიშნულ ავტორების მიერ საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველებში რეგისტრირებულია 249-ზე მეტი სახეობის ჰელმინთი. გარდა ჰელმინთებისა გარეულ ძუძუმწოვრებში რეგისტრირებულია ექტოპარაზიტები ფეხსახსრიანთა ტიპიდან (20 სახეობის იქსოდისებური ტკიპი, 8 სახეობის გამაზიდები). გარდა ამისა ტკიპები წარმოადგენენ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გამომწვევებების გადამტანებს. ფეხსახსრიანებიდან, ძუძუმწოვრებში პარაზიტობებს ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელი-ლიგვატულა. სხვა ინვაზური დაავადებების გამომწვევებიდან გარეული ძუძუმწოვრებში (მღრნელებში)აღწერილია 28 სახეობის კოქციდია, კურდღელსა და მელიაში 2 სახეობა. ვირთაგვებსა და ძაღლებში რეგისტრირებულია ტოქსოპლაზმოზისა და ლეიშმანიოზის აღმძვრელები. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ძუძუმწოვრებში გამოვლინებულია 313 სახეობის გარეგანი და შინაგანი პარაზიტი. აქ კი განხილულია მხოლოდ უმთავრესი ჰელმინთები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი. ფასციოლოზი-fasciolosis ფასციოლოზი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველთა მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ დიგენეზური ტრემატოდები ფასციოლას გვარიდან. ფასციოლას ორი სახეობაა ცნობილი: ღვიძლის (პეპელა) ორპირა და გიგანტური ორპირა. ამ ჰელმინთებს დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ შინაური და გარეული მცოხნელი ცხოველები და აგრეთვე ადამიანის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ღვიძლის სანაღვლე სადინარებში. შუამავალი მასპინძლებია წყლის მოლუსკების მრავალი სახეობა, სსრ კავშირში- მცირე ტბორულა-galba truncatula. ღვიძლის ორპირას და გიგანტური ორპირას განვითარების ციკლი მსგავსია. არის განსხვავება მხოლოდ ცალკეული სტადიების ხანგრძლივობასა და შუამავალი მასპინძლების შედგენილობაში. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზი უმთავრესად გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ, ტენიანი სუბტროპიკული ზონის რაიონებში (ხობი, ცხაკაია, ფოთი, ზუგდიდი და სხვა.) და აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც სუბტროპიკულის მსგავსი კლიმატური პირობებია(ლაგოდეხი, ახმეტა.). სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან საქართველოში ფასციოლოზი აღწერილია ირმებში, შვლებში, გარეულ ღორში, კურდღელსა და ნუტრიაში. თუმცა გარეულ ცხოველებს შორის ფასციოლოზი ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე შინაურში. მაგრამ ფასციოლოზმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენი ფაუნის ძვირფას წარმომადგენლებს. გარეულ და შინაურ ცხოველთა ფასციოლოზის გავრცელების კერები ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანის ფასციოლოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აღწერილია სსრ კავშირის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. საქართველოში, დღეისათვის ადამიანის ფასციოლოზის 100-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ფასციოლოზის ძირითადი დეფინიტური მასპინძლებია, ამიტომ ამ ცხოველების სქესმწიფე პარაზიტისაგან განთავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ რადიკალურ საშუალებას პროფილაქტიკისათვის, უნდა ჩატარდეს ფასციოლას კვერცხების მოსპობა, ფეკალის ბიოთერმული დამუშავებით: მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური მეთოდებით; მოლუსკების ბიოტოპების მოსპობა-დაჭაობებული ტერიტორიის ამოშრობით და სხვ. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ტრიქოსტრონგილიდოზი -Trichostrongylidosis
ტრიქოსტრონგილიდოზი სასოფლო- სამეურნეო და სანადირო- სარეწაო ცხოველთა ჰელმინთოკომპლექსური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ ნემატოდები - ტრიქოსტრონგილიდეს ოჯახიდან. დღეისათვის მსოფლიოში ამ ოჯახის 72 გვარის, 400-მდე სახეობაა ცნობილი, რომლებიც პარაზიტობენ უპირატესად ძუძუმწოვარ ცხოველებში. სქესმწიფე ნემატოდები პარაზიტობენ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხენის, შვლის, ჯიხვის, არჩვის, ირმის, მაიმუნისა და ადამიანის მომნელებელ სისტემაში. ტრიქოსტრონგილიდოზის შედეგად ცხოველთა საჭმლის მომნელებელი ორგანოები ხდება ჰიპერემული, ვითარდება ანემია, ცხოველი ხდება კახექსიური და დიდი ინვაზიის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ცხოველთა სიკვდილიც. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ტრიქოსტრონგილიდეს ოჯახიდან 40-მდე სახეობაა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან. ამ უკანასკნელებში კი დაახლოებით 25 სახეობაა, ეს ჰელმენთები ადამიანისათვის პოტენციურად საშიშია. საერთოდ კი ადამიანის ტრიქოსტრონგილიდოზით დაავედების სპორადული შემთხვევები აღწერილია განსაკუთრებით მესაქონლეობის რაიონებიდან. ტრიქოსტრონგილიდები საქართველოში რეგისტრირებულია: ცხ**ებში, თხებში, მსხვილფეხა რქიან პირუტყვში, ღორში, ხოლო სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან: შველში, ირემში, არჩვში, ჯიხვებში, კურდღლებში, ნუტრიასა და სხვ. ტრიქოსტრონგილიდოზი საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის მესაქონლეობას . სანადირო- სარეწაო ცხოველებიდან ტრიქოსტრონგილიდოზი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ჯიხვებსა და არჩვებში, ერთ ცხოველში ზოგჯერ შეიძლება პარაზიტობდეს ამ კომპლექსიდან 20-მდე სხვადასხვა სახეობის ჰელმინთი, გვხვდება აგრეთვე სხვა წარმომადგენლებში. საქართველოში ცნობილია ამ დაავადების შედეგად ქ. თბილისის ზოოპარკში, ჯიხვთხისა და არჩვის სიკვდილიანობის შემთხვევა. როგორც მასალების ანალიზმა გვიჩვენა, მთავარ კავკასიონზე მობინდრე ჯიხვებსა და არჩვებში - ტრიქოსტრონგილიდებსაც გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს, მსგავსად პროტოსტრონგილიდებისა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 20:15 |