ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით
პირველ რიგში გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. შედეგიანი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის. როგორც იცით, 16 აგვისტოს გაიხნა ნადირობის სეზონი რასაც რა თქმა უნდა მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ''ოჩოპინტრე''-ს წევრები და არა მარტო დიდი ხანია ელოდნენ. იყო მანამდე ძაღლების გეშვა, გამოცდა და რა თქმა უნდა ოჩოპინტრეს ტრადიციული შეჯიბრი, რომელიც წინ უძღვოდა ნადირობის სეზონის გახსნას. ''ოჩოპინტრეზე'' დიდი ხანი იგეგმებოდა ნადირობის სეზონის გახსნის საკითხები. ყველას თავისი აზრი ჰქონდა თუ სად უნდა გაეხსნა კლუბს სეზონი და ბოლოს შევჯერდით წალკაზე და მინდა ვთქვა, რომ არც შევმცდარვართ. როგორც იქნა მოვიდა ნანატრი 16 აგვისტო და შეკრების ადგილზე ნაადრევად მისული კლუბის წევრებს ერთი სული ჰქონდათ როდის დავიძვრებოდით წალკისკენ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და აი როგორც იქნა დავიძარით დათქმულ დროს. ვიყავით საკმაოდ დიდი კოლონა, დაახლოვებით 12 მანქანა, გზაზე რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა სიურპრიზები, ზოგს თოფი დარჩა სადარბაზოში ![]() ![]() ![]() მე ვინაიდან თოფი არ მქონდა და ჭალიმგელამ მათხოვა, აღმოვჩნდი ჭალიმგელას, ზახარას, ჩავლეს, ნუკრას, ჯოლას, გურგენას და გენო ძიას ეკიპაჟში. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... კიდევ ვიარეთ, ვიარეთ და ბოლოს მივაგენით მინდვრებს, სადაც ჭალიმგელას აზრით უნდა ყოფილიყო ბეეევრი ბწყერი...... და იყო კიდეც.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ კაი ხანი ვიარეთ. მწყერი ვნახეთ კარგი რაოდენობით, როგორც თქვეს კარგად არის მწყერიო, თორე აბა მე რა მაგისი მამიდა ვიყავი? პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ ![]() ![]() ![]() მორჩა პირველი შეტევა და ჩვენც დავბრუნდით მანქანებთან. ყველა გახარებული იყო, ნასიამოვნები ნადირობითაც და ძაღლების მუშაობითაც. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, ცოტა დავისვენეთ და შევუდექით მეორე შეტევას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ჩემს ნადირობას და ნანადირებს. შთაბეჭდილებები კარგია. პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ და მინდა ვთქვა, არც ისეთი უსაქმური საქმე ყოფილა როგორც მეგონა. ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო , ყველას გილოცავთ სეზონის გახსნას !
ოჩოპინტრეს დიდ ოჯახში შემოსულ ახალ წევრებს ვულოცავ და ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს !! მადლობა ორგანიზატორებს ,მადლობა ყველა კლუბის წევრს რომ ასე კარგად და გემრიელად ჩავატარეთ გახსნა ! ასევე მადლობას ვუხდი გოგიტას მასთან და მის ძაღლთან ერთად რომ ვიარე 1 ველივე დღესვე , ასევე ჯეკოს და ლეკის მეორე დღეს ![]() ![]() ნუ ქეიფის ამბავზე მე ვერ დავსწერ ვერაფერს მეგრელმა პაწა დამასვენეთო ამ სურათების გადაღებითო და მე მომიწია ფოტოგრაფობა ![]() ![]() ![]() მზადება ქეიფისთვის იყო ენით აღუწერელი , ეს უნდა გენახათ , ყველა რაღაცას აკეთებდა ზოგი სალათას ,ზოგიც ძეხვეულს ჭრიდა ზოგიც თეფშებს ალაგებდა გენერალამ ხაშლამა და მწვადი ჩემზეაო , ბიჭებიც აქა იქ ეხმარებოდნენ ![]() ![]() ძვირფასო ფორუმელებო თქვენც გილოცავთ სეზონის გახსნას .... დაე ბევრი მწყერი და კაი ლამაზი ნაბულები გენახოთ და ბევრი გასროლა გქონოდეთ !!! ლუვიუ ოლლ -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 01:37 |