ალაზანი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალაზანი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 11-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით
მეგობრებო, შაბათს 12 სექტემბერს მივდივარ ალაზანზე სათევზაოდ ძმაკაცის სანათესაოში ვაპირებთ ჩასვლას და კახურად მოლხენას ![]() ხოდა ძალიან მინდა, რომ ცოტა მომზადებული წავიდე. მაინტერესებს სულ ყველაფერი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი აღჭურვილობით წავიდე და როგორ ვითევზაო. რა ზომის ნემსკავები ვიხმარო, რა ტიპის სიმძიმეები (მჩატე თუ მძიმე), რა სატყუარები და ასე შემდეგ მოკლედ ძალიან მჭირდება თქვენგან რჩევების მიღება, მითუმეტეს ვისაც გამოცდილება აქვს და ვინც ალაზანთან ურთიერთობს. ყველას დიდ მადლობას მოგიხდით ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 12-August 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით, შაბათს მეგობრებთან ერთად გახლდით მდინარე ალაზანზე - ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მიდამოებში. თევზაობა 23.30 საათზე დავიწყეთ და დილის 10 საათზე დავასრულეთ. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საქართველოში ერთი ჩვეულებრივი ღამე უნდა წარიმართოს: ვარსკვლავებით დახუნძლული ცა, საოცარი სიჩქარით და გაურკვეველი მიმართულებით მოძრავი უამრავი მეტეორიტი, იდუმალი და ოდნავ ძრწოლვის მომგვრელი ხმები და გამთენიისას აღმოსავლეთიდან ამომავალი ვარდისფერი ბრილიანტი - ცისკრის ვარსკვლავი. „გამთენიისას ჩამეძინა“-ო - ხშირად მომისმენია ასეთი სიტყვები შეცბუნებული ღამისმთევლებისაგან, ალბათ ასეთ დროს თვითონ ბუნებაც გვინდობს, თორემ ამდენი სილამაზის შემხედვარე შეიძლება ემოციებისგან ჭკუიდან შეიშალო კაცი. ალაზანი პატარა სამეფოებისაგან (მორევებისგან) შემდგარ სახელმწიფოს წააგავს, რომლებიც ერთმანეთთან ვერცხლისფერი გზებით (ჩქერებით) არის დაკავშირებული. ადგილობრივების რჩევით ერთ-ერთ ასეთ სამეფოს ვესტუმრეთ. მის სიუხვეზე ადგილზე მისვლამდე ბევრი ლეგენდა მოვისმინეთ. რეალობა კი სამწუხაროდ, სხვა აღმოჩნდა. შედეგად მხოლოდ 11 ცალი, თუმცა კარგი ზომების (250 – 300 გრამამდე) მთვარის შუქზე ათასფერად აელვარებული შამაია. და კიდევ ერთი, რომლის გარეშეც სურათი დასრულებულად არ ჩაითვლება: თბილისიდან ჩატანილი ლორი და ძეხვი „მონადირული’’, ადგილობრივი ყველი და პომიდორი და დაახლოებით 60 გრადუსიანი ჯადოქარი. აი, ასეთი დონის სურათს კი თამამად მოაწერ კაცი ხელს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 11:46 |