ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით
პირველ რიგში გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. შედეგიანი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის. როგორც იცით, 16 აგვისტოს გაიხნა ნადირობის სეზონი რასაც რა თქმა უნდა მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ''ოჩოპინტრე''-ს წევრები და არა მარტო დიდი ხანია ელოდნენ. იყო მანამდე ძაღლების გეშვა, გამოცდა და რა თქმა უნდა ოჩოპინტრეს ტრადიციული შეჯიბრი, რომელიც წინ უძღვოდა ნადირობის სეზონის გახსნას. ''ოჩოპინტრეზე'' დიდი ხანი იგეგმებოდა ნადირობის სეზონის გახსნის საკითხები. ყველას თავისი აზრი ჰქონდა თუ სად უნდა გაეხსნა კლუბს სეზონი და ბოლოს შევჯერდით წალკაზე და მინდა ვთქვა, რომ არც შევმცდარვართ. როგორც იქნა მოვიდა ნანატრი 16 აგვისტო და შეკრების ადგილზე ნაადრევად მისული კლუბის წევრებს ერთი სული ჰქონდათ როდის დავიძვრებოდით წალკისკენ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და აი როგორც იქნა დავიძარით დათქმულ დროს. ვიყავით საკმაოდ დიდი კოლონა, დაახლოვებით 12 მანქანა, გზაზე რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა სიურპრიზები, ზოგს თოფი დარჩა სადარბაზოში ![]() ![]() ![]() მე ვინაიდან თოფი არ მქონდა და ჭალიმგელამ მათხოვა, აღმოვჩნდი ჭალიმგელას, ზახარას, ჩავლეს, ნუკრას, ჯოლას, გურგენას და გენო ძიას ეკიპაჟში. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... კიდევ ვიარეთ, ვიარეთ და ბოლოს მივაგენით მინდვრებს, სადაც ჭალიმგელას აზრით უნდა ყოფილიყო ბეეევრი ბწყერი...... და იყო კიდეც.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ კაი ხანი ვიარეთ. მწყერი ვნახეთ კარგი რაოდენობით, როგორც თქვეს კარგად არის მწყერიო, თორე აბა მე რა მაგისი მამიდა ვიყავი? პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ ![]() ![]() ![]() მორჩა პირველი შეტევა და ჩვენც დავბრუნდით მანქანებთან. ყველა გახარებული იყო, ნასიამოვნები ნადირობითაც და ძაღლების მუშაობითაც. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, ცოტა დავისვენეთ და შევუდექით მეორე შეტევას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ჩემს ნადირობას და ნანადირებს. შთაბეჭდილებები კარგია. პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ და მინდა ვთქვა, არც ისეთი უსაქმური საქმე ყოფილა როგორც მეგონა. ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 313 რეგისტრ.: 23-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სალამი ბატონებო! მინდა მოგილოცოთ სანადირო სეზონის გახსნა და გისურვოთ სასიამოვნო , შედეგიანი,უსაფრთხო სეზონი!!!!! .. ახლა ორიოდე სიტყვით ჩემს ამბავსაც მოგახსენებთ . ვიფიქრე ხალხმრავალ ადგილს მოვერიდებიმეთქი და მეგობრების რჩევით და თანდასწრებით გოგაშენის მიმდებარე მინდვრებს მივაშურე!!!!! ადგილზე მივედით ღამის 2 საათზე!!!..სურათი დამხვდა შემდეგი, ბეეეევრი მანქანები, შესაბამისად ბეევრი თოფიანი კაცი,.. მთვრალი ყაყანი,გინება, წივილი კივილი , ღამის სიბნელეში უაზრო თოფის სროლაა ( პოლუავტომატებს სწრაფ გასროლაში აჯიბრებდნენ ალბათ>>>) და ეს ყველაფერი ბეევრი მანოკის ორკესტრის ფონზე!!! ირიჟრაჟა და დაიწყო!!!!... თავი ჰელმანდის პროვინციაში მეგონა , ლამის ბალახზე ჩაწოლილები მივხოხავდით. ,, გამობრძმედილი " მონადირეები ,,ნაზლო"ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს გზების გადაკვეთაში და ხელის შეშლაში!!! ზუსტად 15 -20 წუთში ავახვიე იქედან და იქ რა მოხდა მერე ნამდვილად არ ვიცი , იმედია მშვიდობა იქნებოდა!!!! დავიწყეთ შედარებით უსაფრთხო ადგილის ძებნა და მივაგენით კიდეც,ტუმცა განთიადის ძვირფასი დრო დაკარგული იყო, შედეგი დადებითი იმ ეკსურსიების გათვალისწინებით რაც ამ ადგილის მიგნებას დასჭირდა ! დასკვნა გამოვიტანე არაერთგზის დარწმუნებული: ყველას თოფი არ უნდა ეჭიროს!! და კიდევ ,..მივმართავ ვისაც ეკუთვნის, როცა მწყერი ოხრადააა თქვე მამაცხონებულებო ეს მანოკი რა ჯანდაბად გინდათ?
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 11:36 |