ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() დედოფალა -Mustela nivalis ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. საქართველში გვხვდება დედოფალას ორი ქვესახეობა: დიდკავკასიური დედოფალა და მცირეკავკასიური დედოფალა. აღწერილობა: სხეული წაგრძელებულია და მოქნილი, სხეულის სიგრძე 13 -28 სმ, კუდისა 4-6 სმ, წონა 50-100გრ. საქართველოს ტერიტორიაზე ბეწვის შეფერილობა ზამთარში არ იცვლება, ზურგის მხარეზე ის ყოველთვის მოყავისფრო-რუხია, მუცელზე თეთრია ან მოყვითალო. ჩრდილოეთზე შეფერილობა ზამთრობით თეთრია. გავრცელება: ევროპა, ჩრდილო აფრიკა, აზიის უმეტესი ნაწილი, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გავრცელებულია ყველგან 3500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ცხოვრების ნირი: ადგილსამყოფელი მრავალგვარია: ველები, ზეგნები, ბუჩქნარები, ტყის მასივები, ახოები. მაღალ მთიანეთში გვხვდება კლდოვან ადგილებში, ქვაყრილებში.ზოგჯერ სახლდება სოფლებში და ქალაქის გარეუბნებში სადაც ბინადრობს ეზოებსა და ნაგებობებში. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროებში, კლდეთა ნაპრალებში, ხეების ფესვების ქვეშ. იკვებება ძირითადად თაგვისებრთა მღრღნელებით, მაგრამ ხშირად თავს ესხმის კურდღლებსა და ფრინველებს. ჭამს გველებს, ხვლიკებს, ზოგჯერ მწერებს. საკვების გამოლევის შემთხვევაში იცვლის ბიმადრობის ადგილს. ნადირობს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ უფრო ხშირას ღამით. მდედრი შობს მაის -ივნისში 4-7 , უფრო იშვიათად 8-9 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: ბეწვი მდარე ხარისხისაა, რის გამოც დედოფალას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. დიდი სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების მასობრივი განადგურებით. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 05:20 |