ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
Aug 17 2014, 17:32
პოსტი
#1
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით
პირველ რიგში გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. შედეგიანი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის. როგორც იცით, 16 აგვისტოს გაიხნა ნადირობის სეზონი რასაც რა თქმა უნდა მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ''ოჩოპინტრე''-ს წევრები და არა მარტო დიდი ხანია ელოდნენ. იყო მანამდე ძაღლების გეშვა, გამოცდა და რა თქმა უნდა ოჩოპინტრეს ტრადიციული შეჯიბრი, რომელიც წინ უძღვოდა ნადირობის სეზონის გახსნას. ''ოჩოპინტრეზე'' დიდი ხანი იგეგმებოდა ნადირობის სეზონის გახსნის საკითხები. ყველას თავისი აზრი ჰქონდა თუ სად უნდა გაეხსნა კლუბს სეზონი და ბოლოს შევჯერდით წალკაზე და მინდა ვთქვა, რომ არც შევმცდარვართ. როგორც იქნა მოვიდა ნანატრი 16 აგვისტო და შეკრების ადგილზე ნაადრევად მისული კლუბის წევრებს ერთი სული ჰქონდათ როდის დავიძვრებოდით წალკისკენ. და აი როგორც იქნა დავიძარით დათქმულ დროს. ვიყავით საკმაოდ დიდი კოლონა, დაახლოვებით 12 მანქანა, გზაზე რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა სიურპრიზები, ზოგს თოფი დარჩა სადარბაზოში ზოგის მანქანამაც უარი თქვა დაქოქვაზე, მაგრამ ვმოძრაობდით მოწესრიგებულად კოლონაში. თავში ჩავლეს მანქანა იდგა, ბოლოში გენერალის მოკლედ ჩავედი მშვიდობით და გავჩერდით ბეშთაშენის გადასახვევთან. შევთანხმდით, რომ 12 საათზე შევხვდებოდით ნაძვნარში სადაც გველოდა დიიდი პურმარილი თავისი ბლომად სასმელით ყველა თავის გზაზე და მინდვრებში წავიდა. მე ვინაიდან თოფი არ მქონდა და ჭალიმგელამ მათხოვა, აღმოვჩნდი ჭალიმგელას, ზახარას, ჩავლეს, ნუკრას, ჯოლას, გურგენას და გენო ძიას ეკიპაჟში. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... კიდევ ვიარეთ, ვიარეთ და ბოლოს მივაგენით მინდვრებს, სადაც ჭალიმგელას აზრით უნდა ყოფილიყო ბეეევრი ბწყერი...... და იყო კიდეც.... )))) დავიწყეთ ამოლაგება, თოფების აწყობა და მუსაიფი. ამდენი გახარებული და ნადირობას მონატრებული სახე, კაი ხანია არ მინახავს.... მოკლედ კაი ხანი ვიარეთ. მწყერი ვნახეთ კარგი რაოდენობით, როგორც თქვეს კარგად არის მწყერიო, თორე აბა მე რა მაგისი მამიდა ვიყავი? პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ ჰოდა ძაღლებმაც კარგად იმუშავეს. გურგენას ლაიმამ და ჭალიმგელას გუფი-დანდალამ, სამაგალითო ყნოსვა, ''სტოიკა'' და მოტანა გამოავლინეს. მორჩა პირველი შეტევა და ჩვენც დავბრუნდით მანქანებთან. ყველა გახარებული იყო, ნასიამოვნები ნადირობითაც და ძაღლების მუშაობითაც. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, ცოტა დავისვენეთ და შევუდექით მეორე შეტევას. რაც შეეხება ჩემს ნადირობას და ნანადირებს. შთაბეჭდილებები კარგია. პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ და მინდა ვთქვა, არც ისეთი უსაქმური საქმე ყოფილა როგორც მეგონა. ძალიან კარგი სანახავია ძაღლის მუშაობა. დადგომა და შემდეგ მწყერის ამოფრენა. მთლიანობაში კარგი ნადირობა გამომივიდა (ჩემი აზრით ) 3 აყვანილი მწყერი, 9 აცელილი... რომ არ ამეცილა კი მეყოლებოდა 12 მაგრამ რად გინდა? არ ვარ მე იმნაირი... მიკლედ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე გუშინდელი ნადირობით და დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელი შეუწყეთ ჩემს ამ სიამოვნებას. |
|
|
Aug 22 2014, 20:13
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 173 რეგისტრ.: 4-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საღოლ გაიხარეთ ყველამ
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 22:40 |