საჩვენო მოთხრობები, ნადირობაზე და არამარტო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საჩვენო მოთხრობები, ნადირობაზე და არამარტო |
Jul 2 2014, 13:05
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
თქვენის მებართვით გავხსნი ამ თემას თუ რამე ისეთი არაა ან არ მოგეწონებატ შეგიძლიათ წაშალოთ
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() how to take screenshots ავტორი: გივი ტაბატაძე წყარო: http://tagiweb.com/ |
|
|
|
![]() |
Aug 13 2014, 18:39
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
წყარო: guns.ge
ნადირობა-გარისობა “იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება, მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება.” არჩილ მეფე მოვარჯიშეთა ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ბუნებრივ პირობებთან შეგუება, ლაშქრობა, სენთი (ორიენტირება), ბანაკად დგომა, საკვებისა და სამკურნალო მცენარეების მოპოვება და ა.შ. ამ მიმართულებას ვუწოდეთ გარისობა. დამუშავდა შესაბამისი ტერმინოლოგიაც, რომელიც რამდენიმე ჯგუფისგან შედგება და ასევე გამოსადეგია მონადირეთათვის. გარისობის მიმართულებით მუშაობს ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევართა ჯგუფი არჩილ გოგალაძისა და ბექა ოტიაშვილის თავკაცობით. საერთოდ ნადირობა, გარდა ყოფითი დანიშნულებისა, იმთავითვე ფიზიკური აღზრდის ერთ–ერთი უმთავრესი შემადგენელი იყო და ეს არაერთი წყაროთია დადასტურებული. თრიალეთის მცირე ხრამის კლდის მხატვრობის ერთი ნაწილი ნადირობის სცენებს ასახავს. ყველა ნახატში ხაზგასმულია, რომ ნადირობაში მთავარია არა დევნა ან მონადირება, ან უშუალოდ სანადირო იარაღი, არამედ წინასანადირო რიტუალი. კომპოზიციის ძირითადი ფიგურაა მონადირე ხელში სახრით, იმდროინდელი სარიტუალო იარაღით, ხოლო მშვილდ–ისარი იქვე გვერდითაა გამოსახული. ნადირობის თვალსაზრისით ასევე ძალზე საინტერესოა ბადით შეპყრობილი ირმისა და ცხენის გამოსახულებანი, რაც ამ ტოტემური ცხოველების მონადირის მიერ ფლობის ნიშანია და მონადირეში ქურუმის ფუნქციის აღმოცენებაზე მეტყველებს. ამ პეტროგლიფთაგან ყველაზე უხნესი მეზოლითის ხანისაა (ძ.წ. XII–IX ათასწლეულები). არქანჯელო ლამბერტი (”სამეგრელოს აღწერა”) მოგვითხრობს, რომ ნადირობა “მეგრელთა უმთავრესი საქმიანობაა და მას ყოველი წოდებისა და მდგომარეობის მეგრელი ეტანებაო” და იქვე მოჰყავს მეგრული ანდაზა – “ბედნიერი ის არის, ვისაც ჰყავს კარგი ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინოო”. ნადირობაში მონაწილეობა ფეოდალურ საქართველოში ვასალური მოვალეობა იყო. ა. რობაქიძის აზრით “ნადირობის გასამხედროებული ბუნება უდავო ფაქტად გვეხატება”. საინტერესოა ისიც, რომ ასეთ ნადირობაზე გამომსვლელნი სადროშოებად იყვნენ დაყოფილნი. ივანე სურგულაძე “დასტურლამალის” კვლევისას ამბობს: – “ნადირობა აქ ისეა აღწერილი, როგორც ლაშქრობა: ჯარის გამოძახება, მისი სადროშოდ დაყოფა, სწორად სიარული ნადირობის წინ და სხვა”. ზერელედ განათლებულ მავანთაგან გვსმენია – ქვეყანა თავს გვექცეოდა და ამ დროს მეფეები პოემებსა წერდნენ ნადირობასა და დროსტარებაზეო. ამ დროს კი ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს ვახტანგ VI–ის დამოკიდებულება ხალხის მიერ ერთხელ მიგნებული ხერხისა და წლობით დაგროვილი ცოდნის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ეს მცირე ჩანაწერი: – “მუხის ფითრი მარიამობის თვეში დაკრიფე, რომელიც მკუხე იყოს. დაჭყლიტე, მერე წყალში ჩასდევ, იმაში კარგად ჭყლიტე, დააცალე. მერმე გარდასწურე. რაც ძირს დარჩეს, ან 10 – 12 წვეთი ზეთისხილის ზეთი, ან თაფლი დაასხი. მერე ალვახაზივით რა ზეთი გაერიოს და კარგად აიზილოს, ერთ ქილაში ჩადევ. როდესაც გინდოდეს, ჩხირებზედ წაუსვი, ქანდარებად გააწყევ ასეთ ადგილას, ფრინველი შესხდეს. რაც ფრინველი ან შეჯდება, ან ფრთას შეახებს – ვერსად წაუვა, დაიჭერს”. მეფე თეიმურაზ ნადირობას მიმართულებებად ახარისხებს – “აქა ისრით ნადირობის თქმა”, “აქა ქორისა და მიმინოს ნადირობის ამბავი”, “აქა თევზის ნადირობის ამბავი” და სხვანი. არჩილ მეფემ კი, ნადირობის აღწერით, არა მარტო უდიდესი ცოდნა შემოუნახა შთამომავლობას, არამედ კიდევ ერთხელ წამოსწია ომებსშუა განუწყვეტელი ვარჯიშის მნიშვნელობა და ყმაწვილთა აღზრდის საგანგებო ზნედ დასახა. ივანე ჯავახიშვილის აზრით (”საქართველოს ეკონომიური ისტორია”) სანადირო ბეგარა დაკავშირებული იყო სამხედრო ბეგარასთან: – “ნადირობას მარტო კერძო გასართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო და ბეგარასავით სამხედრო ვალდებულებას წარმოადგენდა”. “იმერეთის მეფემ ალექსანდრე II–მ დაიმორჩილნა დადიან–გურიელნი და მთავარნი სხვანი ლაშქრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ხმობითა მსახურებათათა”– აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი. ვახტანგ VI–ს გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოსათვის შეუწირავს 3 სოფელი, ოღონდ – “ლაშქარსა და ნადირობასა გვეახლებოდნენ”–ო, ანუ სრული თარხნობა იმიტომ არ მივეცით, რომ “ლაშქრობა ქვეყნის სიმაგრე არის და ნადირობა – ლაშქრობის მასწავლებელი”. იმერეთშიც ასევეა: ბაგრატ მეფემ გელათს შესწირა სოფელი ნავენახევი “ხელშეუვალად და განთავისუფლებით, თვინიერ ნადირობასა კიდე და ნადირის ჯერგად ნუ დაგვაკლდებიანო”. ნადირობის სამხედრო ბუნებაზე ნათლად მეტყველებს ფარსადან გორგიჯანისძის ეს ფრაზაც: “მას ჟამსა, ოდეს მეფემა როსტომ რომ სანადიროდ გაილაშქრა”… ნ. ურბნელის თქმით “ძველ დროში ახალწელიწადს ვაჟკაცობის იერი ედო და მაღალი წოდებაც ამ დღესასწაულს ისე მიეგებებოდა ხოლმე, თითქოს საომარი დღეაო, საომარი ვარჯიშობაო… საახალწლო დღეობის სულსა და გულს ნადირობა შეადგენდა”. ასეთი სულისკვეთება სულ რაღაც საუკუნენახევრის წინ მეფობდა ჩვენში. ” კავკასიის სადარი, ვგონებ, არ არსებობს სხვა მხარე, სადაც ნადირობა ესოდენ იყოს განვითარებული და სადაც ამდენი საოცარი ნაირსახეობით იყოს წარმოდგენილი, დაწყებული ყველაზე მარტივითა და უაღრესად სრულყოფილი ხერხებით დამთავრებული” – განცვიფრებით აღნიშნავს 1900 წელს დასტამბული “კავკასიური ნადირობანი”–ს ავტორი ა. კალინოვსკი წიგნის შესავალში. ეს თემაც ცალკე და განსაკუთრებული შესწავლის საგანია. ამავე დროს, რაკიღა ნადირობის კულტურაში რაიმე საგანგებო წყვეტას ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოა, რომ არაერთი საინტერესო მასალის მოძიებაა კიდევ შესაძლებელი. საჭაშნიკოდ მოვიტანოთ რამდენიმე მათგანი: ნადირობის მოყვარულის გივი ბადაშვილის გადმოცემით ნანადირევის შესანახად გამოიყენება შემდეგი ხერხი: ნანადირევი უნდა შეიტანო თოვლის ჩამონაზვავში მდინარის ან ნაკადულის მიერ გაჭრილ გვირაბში იმ სიღრმეზე, რომ მზის სხივი ვერ მისწვდეს. ინახება დიდხანს და, რაც მთავარია, არ ეკარება მწერი და ნადირი. ასევე საინტერესოა გადმოცემა იმის შესახებ, რომ სახლიდან შორს გასული მთიელები გათოშვისგან თავდასაცავად სამოსსშუა ნამჯას იფენდნენ. გასული საუკუნის დასაწყისში ჩაწერილი ფერეიდნული სანადიროდ გასვლა: “საღომის სადაცღა რო მაგარ ტინებჩი დალაგდეს თხები, იმ ღამით ადგებიან და შაატყობინებენ ერთმანეთს. დაქუჩდებიან ერთგანა ჩუმ ჩუმადა, რო ხმა არ ავიდეს თაჩი. ნამაი ქეჩის ქულაჯებს ჩაიცმენ და ფაითმანგებს დაიხოვენ ფეხებზე, ჯულის ქალმნებს ჩაიცმენ (ტუმარა – ქეჩა რაქთენი პირი და ემისი ქალამანია), ნამა დაიკოლთებიან და ფაიშამზე წავლენ თასათი”. ნაწყვეტი გიორგი ბოჭორიძის წიგნიდან “თუშეთი”: “ძუის მახე – კვერნის დასაჭერი მახეა. აკეთებენ ადგილობრივ: დაგრეხავენ ძუას, გააკეთებენ ხის გირკალს (კირკალი, ანუ მოხრილი ხე), დააბამენ ქვაზე. ძუას იმ გირკალში შუაზე გაუკეთებენ შატით (ყულფით). მერმე ხეს გადასდებენ წყალზე. გირკალს, ქვასა და ძუას ერთად შეაერთებენ, დასდებენ ამათ გადებულ ხეზე. კვერნა წყალზე რომ გადავიდეს, უეჭველად იმ გირკალში უნდა გაძვრეს. გაძრომისას თავს ძუაში გაჰყოფს და თან გაიტანს. ქვა დატოკდება, წყალში გადავარდება და კვერნას თან გადაიყოლებს. პატრონი დამხრჩვალ კვერნას ამოიღებს.” |
|
|
|
Aug 27 2014, 13:55
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
პოეზიაც თუ შეიძლება ამ თემაში. თან თვითონ კითხულობს ავტორი და კითხვით არ დაგღლით.
|
|
|
|
assassin29 საჩვენო მოთხრობები Jul 2 2014, 13:05
უიარაღო შენ გაიხარი. რა კარ... Jul 2 2014, 13:06
assassin29 free upload image
ავტორი: რევ... Jul 2 2014, 13:12
assassin29 image upload no compression
წყარო:http:... Jul 2 2014, 13:32
kajuberi კარგი წიგნი მქონდა... Jul 2 2014, 13:32
assassin29 image free hosting
წყარო:http://tagiweb... Jul 2 2014, 13:39
assassin29 20mb image hosting
ავტორი: რევ... Jul 2 2014, 17:53
assassin29 გავაგრძელო დაყრა? Jul 2 2014, 18:02
assassin29 ამ მოთხრობას დავამ... Jul 2 2014, 19:51
საბო RE: საჩვენო მოთხრობები Jul 2 2014, 19:58
assassin29 საბო
იქნებ ვინმე... Jul 2 2014, 20:49
ლეონ-ბლექი assassin29
საღოლ...მე მგონ... Jul 2 2014, 21:52
assassin29 ლეონ-ბლექი
სამწუხ... Jul 2 2014, 22:01
rachveli11 RE: საჩვენო მოთხრობები Jul 2 2014, 22:36
ლეონ-ბლექი ისე..პატივცემულოტმ... Jul 2 2014, 23:00
ლეონ-ბლექი assassin29
მაგარი ვისიამ... Jul 3 2014, 02:29
assassin29 image hosting without registration
წყარ... Jul 3 2014, 06:11
assassin29 აუ ეს მოთხრობა კარ... Jul 3 2014, 06:38
assassin29 ავტორი: რათქმაუნდა... Jul 4 2014, 18:02
assassin29 წყარო :http://www.nplg.gov.ge/
temp ima... Jul 4 2014, 18:22
assassin29 კიდევ ერთი კარგი მ... Jul 4 2014, 22:58
assassin29 თხოვნა იქნება რომ ... Jul 8 2014, 12:53
assassin29 ავტორი: ევგენი მარ... Jul 21 2014, 18:18
assassin29 წყარო: bazieri.ge
free upload Jul 28 2014, 10:08
assassin29 რამდენიმე შემეცნე... Jul 28 2014, 10:41
assassin29 ეპისკობოზი ნადირო... Jul 28 2014, 10:50
assassin29 არ კითხულობთ არავი... Jul 28 2014, 13:23
უიარაღო საკმაოდ ბლომად მოგ... Jul 28 2014, 15:50
assassin29 უიარაღო
მადლობა ძ... Jul 28 2014, 16:25
assassin29 ავტორი: შალვა ჩახნ... Jul 28 2014, 18:11
assassin29 ავტორი: მანანა ჯრე... Jul 28 2014, 18:39
assassin29 შედევრია
ავტორი: ა... Jul 31 2014, 11:19
assassin29 საინტერესო შეხედუ... Oct 30 2014, 10:01
უიარაღო კომუნიზმში უცხოვრ... Oct 30 2014, 14:50
assassin29 დიდი ხანია აქ არაფ... Sep 12 2015, 12:28
achiko-l assassin29
ჩემი მეზობელი... Sep 17 2015, 11:57
assassin29 achiko-l Sep 17 2015, 12:21
უიარაღო გულში ჩამწდომი მოთ... Sep 17 2015, 14:14
assassin29 უიარაღო
სხვებიც დ... Sep 17 2015, 14:19
უიარაღო ციტატა(assassin29 @ Sep 17 2015, ... Sep 17 2015, 15:55
assassin29 post images Feb 19 2016, 02:18
უიარაღო ალფონს დოდე "ტარტ... Feb 19 2016, 08:04
ნუკრიMax კარგი ნაწარმოებია.... Feb 20 2016, 14:36
assassin29 აბა ძმებო დიდი ხან... Jul 29 2016, 21:31
უიარაღო მართლაც კარგია. მი... Jul 30 2016, 11:33
assassin29 უიარაღო
კიბატონო ... Jul 30 2016, 12:40
ნუკრიMax კარგი იყო, არ მქონდ... Jul 30 2016, 14:01
assassin29 უიარაღო
თხონა ოპე... Jul 30 2016, 22:38
assassin29 ესეც იყოს რა აქ სან... Aug 22 2016, 23:29
ნუკრიMax assassin29
კარგია--- Aug 23 2016, 08:17
assassin29 მოკლედ ვისაც გიყვა... Sep 20 2016, 21:57
უიარაღო მაგარია ძალიან. ერ... Sep 21 2016, 08:21![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 17:15 |