ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა, ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ უთითებ. ამ თემაში განხილულია საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა უმთავრესი პარაზიტული ჭიები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები, ანუ ჰელმინთოზები, რომლების დიდ ზიანს აყენებენ ცხოველებს , სახელდობრ, იწვევენ პროდუქტიულობის შემცირებას, ზრდაში ჩამორჩენას და სხვ. ამავე დროს, ზოგჯერ ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევა. საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველების ჰელმინთოფაუნაზე გამოკვლევები ჩაუტარებიათ : აკად. კ. სკრიაბინს, ა. პეტროვს, პ. ბურჯანაძეს, ა. ბლაჟინს, ტ. ბარათაშვილს, ვ. ჯიქიას, ი. კირშებლანტს, ს. გამცემლიძეს, თ.როდონაიას, ნ.კამალოვს, ბ. ყურაშვილს, ლ.ქოიავას, გ.მაცაბერიძეს, ი.ჭუბაბრიას და სხვ. ზემოთაღნიშნულ ავტორების მიერ საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველებში რეგისტრირებულია 249-ზე მეტი სახეობის ჰელმინთი. გარდა ჰელმინთებისა გარეულ ძუძუმწოვრებში რეგისტრირებულია ექტოპარაზიტები ფეხსახსრიანთა ტიპიდან (20 სახეობის იქსოდისებური ტკიპი, 8 სახეობის გამაზიდები). გარდა ამისა ტკიპები წარმოადგენენ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გამომწვევებების გადამტანებს. ფეხსახსრიანებიდან, ძუძუმწოვრებში პარაზიტობებს ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელი-ლიგვატულა. სხვა ინვაზური დაავადებების გამომწვევებიდან გარეული ძუძუმწოვრებში (მღრნელებში)აღწერილია 28 სახეობის კოქციდია, კურდღელსა და მელიაში 2 სახეობა. ვირთაგვებსა და ძაღლებში რეგისტრირებულია ტოქსოპლაზმოზისა და ლეიშმანიოზის აღმძვრელები. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ძუძუმწოვრებში გამოვლინებულია 313 სახეობის გარეგანი და შინაგანი პარაზიტი. აქ კი განხილულია მხოლოდ უმთავრესი ჰელმინთები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი. ფასციოლოზი-fasciolosis ფასციოლოზი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველთა მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ დიგენეზური ტრემატოდები ფასციოლას გვარიდან. ფასციოლას ორი სახეობაა ცნობილი: ღვიძლის (პეპელა) ორპირა და გიგანტური ორპირა. ამ ჰელმინთებს დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ შინაური და გარეული მცოხნელი ცხოველები და აგრეთვე ადამიანის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ღვიძლის სანაღვლე სადინარებში. შუამავალი მასპინძლებია წყლის მოლუსკების მრავალი სახეობა, სსრ კავშირში- მცირე ტბორულა-galba truncatula. ღვიძლის ორპირას და გიგანტური ორპირას განვითარების ციკლი მსგავსია. არის განსხვავება მხოლოდ ცალკეული სტადიების ხანგრძლივობასა და შუამავალი მასპინძლების შედგენილობაში. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზი უმთავრესად გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ, ტენიანი სუბტროპიკული ზონის რაიონებში (ხობი, ცხაკაია, ფოთი, ზუგდიდი და სხვა.) და აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც სუბტროპიკულის მსგავსი კლიმატური პირობებია(ლაგოდეხი, ახმეტა.). სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან საქართველოში ფასციოლოზი აღწერილია ირმებში, შვლებში, გარეულ ღორში, კურდღელსა და ნუტრიაში. თუმცა გარეულ ცხოველებს შორის ფასციოლოზი ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე შინაურში. მაგრამ ფასციოლოზმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენი ფაუნის ძვირფას წარმომადგენლებს. გარეულ და შინაურ ცხოველთა ფასციოლოზის გავრცელების კერები ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანის ფასციოლოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აღწერილია სსრ კავშირის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. საქართველოში, დღეისათვის ადამიანის ფასციოლოზის 100-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ფასციოლოზის ძირითადი დეფინიტური მასპინძლებია, ამიტომ ამ ცხოველების სქესმწიფე პარაზიტისაგან განთავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ რადიკალურ საშუალებას პროფილაქტიკისათვის, უნდა ჩატარდეს ფასციოლას კვერცხების მოსპობა, ფეკალის ბიოთერმული დამუშავებით: მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური მეთოდებით; მოლუსკების ბიოტოპების მოსპობა-დაჭაობებული ტერიტორიის ამოშრობით და სხვ. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ტენიოზი - Teniosis
ტენიოზის აღმძვრელია ღორის, ანუ შეიარაღებული სოლიტერი. მისი დეფინიტური მასპინძლებია ადამიანი; შუამავალ მასპინძლებს წარმოადგენენ: ადამიანი, მაიმუნი, შინაური და გარეული ღორი, ძაღლი, ბოცვერი, კურდღელი, აქლემი, დათვი, მელა, დედოფალა, კატა, თაგვისებური მღრღნელები და სხვ. ღორის სოლიტერის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ადამიანის ნაწლავში, ხოლო ლარვულ ანუ ფინოზურ სტადიაში - შუამავალი მასპინძლების კუნთებში, გულში, ენაში, ღორის თავის ტვინში, თვალში და პარენქიმულ ორგანოებში. პარაზიტისაგან თავდაცვის მიზნით უნდა ვეცადოთ, რომ ღორები ადამიანის ექსკრემენტებს არ მისწვდენენ. ის ხორცი, რომელშიც ფინები მრავლად მოიპოვება, საკვებად არ უნდა გამოვიყენოთ. უმჯობესია ასეთი ხორცის გაყიდვის სრული აკრძალვა. ტენიოზი და ცისტერიოზი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ტენიას გვარიდან საქართველოში გავრცელებულია კიდევ რამდენიმე სახეობა: Taenia hydatigena, Taenia pisiformis, Taenia laticollis, Taenia ovis, Taenia tenuicollis, Taenia crassiceps, Tetratirotaenia polyacantha, Hydatigera taeniaformis. Taenia hydatigena : საქართველოში რეგისტრირებულია ძაღლში ბლაჟინის(1928), ჯიქია(1934), და ბურჯანაძის(1937) მიერ. გარეული მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ნაპოვნია მგელში კამილოვის (1935) მიერ, ხოლო მელას, ტურასა და კავკასიურ მგელში როდონაიას (1951, 1956, 1957, 1965) მიერ. ამ პარაზიტის ლარვული ფორმა- Cysticercus tenuicollis ბურჯანაძის (1957,1973) მიერ რეგისტრიებულია ვირში, ძროხაში, ცხვარში, თხასა და შინაურ ღორში, ქოიავას(1961)მიერ გარეულ ღორში. როდონაიას (1971)მიერ ამ ცესრტოდის ლარვული ფორმა ნაპოვნია ჯიხვის, არჩვის, შვლის შინაგან ორგანოთა ( ღვიძლი, ფილტვები, ნაწლავები, საშარდე ბუშტი) სეროზულ გარსებზე. Taenia pisiformis: ამ ცესტოდის სქესმწიფე ფორმა საქართველოში ჯიქიამ (1934) და ბურჯანაძემ (1937,1943) იპოვეს ძაღლებში; გამცემლიძემ (1941) კატაში, გარეულ ძუძუმწოვრებიდან ეს სახეობა რეგისტრირებულია როდონაიას (1951,1957) მიერ მგელში, ტურასა და მელაში. ამ პარაზიტის ლარვული სტადია ლინტროპის(1918), კირშენბლატის(1942) და ბურჯანაძის (1943) მიერ რეგისტრირებულია კურდღელში, როდონაიას(1956,1965) ტყის თაგვსა და კურდღელში. Taenia liticolls: ეს სახსეობა პირველად აღწერა რუდოლფმა 1819 წ. ევროპულ ფოცხვერში. საბჭოთა კავშირში ეს სახეობა პირველად გამცემლიძემ (1941) იპოვა თბილისის ზოოპარკის ფოცხვერის ფეკალურ მასაში 1 ეგზმპ რაოდენობით. როდონაიას (1951) მიერ ეს პარაზიტი ნაპოვნია 6 გამოკვლეული ფოცხვერიდან 5-ში 1- 10 ეგზმპ. რაოდენობით. Taenia ovis: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Cystecercus ovis ნაპოვნია ბურჯანაძის (1943) მიერ ცხვარში. სქესმწიფე ფორმა როდონაიას (1965) მიერ მგელში). Taenia tenuicollis: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Cysticercus talpae ნაპოვნია კინშერბლატის(1948) მიერ ჩვეულებრივ, თოვლა, ბუჩქისა და შიდლოვსკისეულ მემინდვრიებში, როდონაიას (1971) მიერ ამ ცესტოდის სქესმწიფე ფორმა რეგისტრირებულია დედოფალაში. Taenia crassiceps: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Cysticercus longicollis კირშენბლატმა (1949) იპოვა ამიერკავკასიურ ომანასა და საზოგადოებრივ მემინდვრიაში. სქესმწიფე ფორმა როდონაიამ (1965) ამიერკავკასიის მელაში. Tetratirotaenia polyacantha: საქართველოში ამ ცესტოდის ლარვული ფორმა Armatetrathiridium polyacantha კირშენბლატმა (1940)იპოვა კავკასიურ ზაზუნაში, მაცაბერიძემ (1965) ბუჩქნარის მემინდვრიაში. სქესმწიფე ფორმა როდონაიას (1971) მიერ მაპოვნია მთის მელას ნაწლავებში Hydatigera taeniaformis: საქართველოში ამ ცესტოდის სქესმწიფე ფორმა ბურჯანაძის (1927) მიერ ნაპოვნია კატაში, როდონაიას (1951,1956,1965) მიერ ტყის და ლელიანის კატის ნაწლავებში. Strobilocercus fasciolaris: კირშებლატმა (1938,1948) აღნიშნა შემდეგ მღრღნელებში: Sciurus persicus, Rattus rattus, Apodemus mystacinus, Mus musculus, Apodemus sylvaticus, Mesocricetus auratus, M.brandti, Arvicola terreestris, Microtus arvalis, Pitymys majori, Chionomys nivalis, Ch. Roberti, Prometheomys schaposchnikovi. მაცაბერიძემ (1965) სტრობილოცერკი იპოვა მღრნელებში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 20:10 |