ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() თეტრყელა კვერნა - Martes foina ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს(mustelidae) . აღწერილობა : სხეულის სიგრძე 45 -55 სმ, კუდისა 25-30 სმ. სხეულის ზომისა და წონის მიხედვით მდედრები ჩამორჩებიან მამრებს. ბეწვის შეფერილობა ზურგის მხარეს მუქი- მურაა, მუცელზე -რამდენადმე უფრო ნათელია. ყელზე დიდი თეთრი ლაქაა, რომელიც გადადის გულმკერდსა და წინაკიდურებზე. თათების ლანჩა ბალნებით სუსტადაა დაფარული. თითქმის ბალიშები შიშველია და ამ ნიშანთვისებით შესაძლებელია ცხოველის ნაკვალევის გამოცნობა. გაცრცელება: სამხრეთი და შუა ევროპა, კავკასია, წინა აზია, მცირე, შუა და ცენტრალური აზია. საქართველოში თითქმის ყველგანაა, სადაც მოიპოვება შესაფერისი ადგილსამყოფელები. ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის და ჭალის ტყეებში, უტყეო კლდოვან ფერდობებზე, ხრამებისა და ხევების ბუჩქნარებში. საკმაოდ ხშირად გვხვდება კულტურულ ლანდშაფტებში, ადამიანის საცხოვრებლის ახლოს. საკვების მოსაპოვლებად გადის მინდვრებში, ღამით იტაცებს შინაურ ფრინველებს. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ქვების ქვეშ და ხეების ფესვების ქვეშ. საკვების მოსაპოვლებლად ჩვეულებრივ გამოდის ღამით, თუმცა გვხვდება დღისითაც. კარგად დარბის მიწაზე და დაცოცავს ხეებზე. ძალიან მარდი, ღონიერი და დაუღლელი მტაცებელია. ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაიაროს რამდენიმე ათეული კილომეტრი. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ადვილად მოიპოვებს წვრილ ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ამფიბიებს, მწერებს და ამ დროს იჩენს გაუმაძღრობას და შეუბრალებლობას. მძუნაობამდე ცხოვრობს ცალკე, მარტოულად, მძუნაობა ხდება ივლისის - აგვისტოში. მომდევნო წლის აპრილ -მაისში მდედრი შობს 3 -6 თვალებაუხლელ ნაშიერს, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და 3 -4 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. 8 -9 თვის ასაკში ისინი სხეულის ზომით უტოლდებიან თავიანთ მშობლებს. გამრავლების უნარი უვითარდება 2 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წლამდეა. სამეურნეო დანიშნულება: ერთ-ერთი საუკეთესო ბეწვის მომცემი ცხოველია, რომელიც იძლევა ძვირფას ბეწვს, თუმცა თავისი ხარისხით ჩამოუვარდება ტყის კვერნის ქურქს. საქარველოში ნადირობდნენ კვერნაზე 1 დეკემბრიდან- 28 თებერვლამდე, მას მოიპოვებენ ხაფანგებით, თოფიდან სროლით(ძაღლების გამოყენებით) . ნადირობა აკრძალულია ![]() ![]() ველის კატა -Felis libysa ეკუთვნის კატების ოჯახს. აღწერილობა: გარეგნობით ძალიან გავს შიანაურ კატას , მისგან განსხვავდება სხეულის რამდენიმე უფრო დიდი ზომით და ბეწვის თავისებური შეფერილობით. ბეწვის შეფერადების საერთო იერი ზამთრობით მორუხო-ყვითელია და ამ ფონზე ზურგსა და გვერდებზე მომიფანტულია შავი ლაქები. სხეულის სიგრძე 60-70 სმ. კუდი დაფარულია გრძელი ბეწვით და მას ემჩნევა რამდენიმე შავი რგოლი. გავრეცელება: აფრიკა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, წინა აზია, შუა აზია, ცენტრალური აზია. ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში , ვოლგის ქვემო დინების მარცხენა ნაპირას, კასპიის ზღვის აღმოსავლეთი ნაპირიდან ყაზახეთამდე. საქართველოს ფაუნაში იშვიათია. 1960 წელს იპოვეს ერთი ეგზემპლარი ბოლნისის რაიონში. ცხოვრების ნირი: ბინადრობს ჭალის ტყეებში, ველების და ნახევრადუდაბნოების ზონის ბუჩქნარებში, წყალსატევების ნაპირებზე, მთის უტყეო კალთებზე. ზოგჯერ სახლდება დასახლებულ პუნქტების ახლოს. ბუდეს იკეთებს ჩვეულებრივად სოროში. ადგილსამყოფელში აუცილებლად უნდა იყოს წყალი. იკვებება უმთავრესად წვრილი ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. ფრინველებს იჭერს როგორც მიწაზე, ისე ხეებზეც. ჭამს აგრეთვე ხვლიკებსა და მწერებს. მძუნაობა თებერვალ მარტში. მაკეობის ხანგძლივობა დაახლოებით 63 დღეა. კნუტები იბადებიან აპრილ-მაისში. სამეურნეო მნიშვნელობა: იშვიათობის გამო საქართველოში მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან გავრცელების ადგილებში ამზადებენ ტყავს, მაგრამ ის იაფად ფასობს. სანადირო ფრინველების მოსპობით ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 05:04 |