BENELLI SUPER NOVA BLACK |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
BENELLI SUPER NOVA BLACK |
Sep 29 2014, 20:03
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით გადავწყვიტე შემეძინა ბენელის ეს საინტერესო მოდელი, თავიდან თურქული იფასიანი ბოკფლინტის შეძენას ვფიქრობდი, არჩევანი მქონდა შტოგერს, მოსბერგს და ჩეზეს შორის, შეგახსენებთ რომ თურქეთში იწყობა მოსბერგის ვერტიკალები და ჩეზესი, ჩეზეს აწყობს ჰუგლუს ფირმა, აი რაც შეეხება სტოგერს დათვალიერებისას აღმოვაჩინე წარწერა Made in Brasil , ფსევდო ამერიკულ იარაღს ვამჯობინე ორიგინალი და ზლიერი საიმედო იარაღის შეძენა, გამყიდველს ვთხოვე ეჩვენებინა ვინჩესტერის, მოსბერგის, რემინგტონის, შტოგერის და ბენელის პომპები, მოსბერგი ერგონომიული მორგებული და მსუბუქი მეჩვენა და სწორედ ამ უაზრო სიმსუბუქის გამო დავიწუნე, ვინაიდან ამერიკაში წყალმცურავებზე და ინდაურზე ნადირობისას იყენებენ მაგნუმებს და სუპერ მაგნუმებს, ზედმეტად მსუბუქი იარაღში ამ ვაზნების გამოყენება კი სისულელედ მიმაჩნია, დიდი უკუცემა დისკომფორტსა და დაჟეჟილ მხარს ჩუქნის მსროლელს, ვინჩესტერი არც კი ამიღია ხელში, ზედ ეწერა რომ თურქეთში იყო დამზადებული და არ გამომიჩენია დიდი ინტერესი, აი რაც სეეხება რემინგტონს კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მარა მთლად ჩემზე მორგებული არ იყო და გადავდე გვერდზე. დასასრულს კი მივადექი ბენელის, პირველი რაც მისი ხელში დაჭერისას ვიგრძენი ის იყო რომ ბალანსი მეტად ქონდა დარგვეული სხვებთან შედარებით, მარა სწრაფი მოგდებით მხარზე მოვიგდე თუ არა თოფი ესევე მივხვდი ჩემთვის იყო გაკეთებული, სიძიმეს ისედაც მიჩვეული ვიყავი საქართველოში, MP-153ს დავათრევდი წლები და ეგ არაა ჩემთვის პრობლემა
სახლში მოსვლისას დავშალე მოვაცილე საკონსერვაციო ზეთის ნარჩენები და საბოლოოდ დავათვალიერე ჩემი ახალი შენაძენი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გადაწყვეტილების სისწორეში, მოყვა 3 ჩოკი სრული, ნახევარი ჩოკი და 0,25 იანი შევიწროვებით. რაც სრულიად მაკმაყოფილებს, სამიზნე თამასა მოგდებისას ისე ჯდება რომ დამიზნება ტიტქმის არ მწირდება თოფი იდეალურად მომერგო, თუმცა რომც არ მომრგებოდა, მოყვა კონდახის მოსარგები პლასტმასის ჩასაფენები, რომელიც კონდახის გადახრის კუთხეს არეგულირებს, მექანიზმი საკმაოდ სწრაფად გადატენვის სასუალებას იძლევა, და ყველაზე მთავარი ესაა უკუცემის სემამცირებელი სისტემა, რომელიც პლასტიკის კონდახშია ჩამონტაჟებული და რომელიც არცერთ ზემოთ ხსენებულ მოდელს არ აქვს. გადავწყვიტე უკვე სტენდზე გამომეცადა |
|
|
|
![]() |
Sep 29 2014, 20:16
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
მშვიდობაში და მაგარ ნადირობებში გაგეცვითოს, ისე კი თუ გავითვალისწინებთ სად ცხოვრობ მალე მოხდება ეგ
|
|
|
|
tavadi baratashvili BENELLI SUPER NOVA BLACK Sep 29 2014, 20:03
tavadi baratashvili ეს კი სურათები ,უკუ... Sep 29 2014, 20:12
tavadi baratashvili picture share
image upload without registration
... Sep 29 2014, 20:20
tavadi baratashvili დამიზნებისას ასეთ... Sep 29 2014, 20:26
tavadi baratashvili ბენელი საკმაოდ კარ... Sep 29 2014, 20:32
assassin29 ისე ჩემი აზრის სუპ... Sep 29 2014, 20:40
tavadi baratashvili ციტატა(assassin29 @ Sep 29 2014, ... Sep 29 2014, 21:05
PREDATOR ვააა მომილოცავს......... Sep 29 2014, 20:41
tavadi baratashvili ციტატა(PREDATOR @ Sep 29 2014, 21... Sep 29 2014, 21:11
assassin29 tavadi baratashvili
მონადირეე... Sep 29 2014, 21:21
tavadi baratashvili ციტატა(assassin29 @ Sep 29 2014, ... Sep 29 2014, 21:23
assassin29 ისე ვაზნების ფასს ... Sep 29 2014, 21:25
tavadi baratashvili ციტატა(assassin29 @ Sep 29 2014, ... Sep 29 2014, 21:28
ნუკრიMax tavadi baratashvili
მშვენიალუ... Sep 29 2014, 22:22
tavadi baratashvili ციტატა(ნუკრიMax @ Sep 2... Sep 29 2014, 22:26
Davitus tavadi baratashvili
გილოცავ ტა... Sep 29 2014, 22:56
tavadi baratashvili ციტატა(Davitus @ Sep 29 2014, 23... Sep 30 2014, 07:05
ლეკი tavadi baratashvili
გილოცავ ლო... Sep 30 2014, 15:07
tavadi baratashvili ციტატა(ლეკი @ Sep 30 2014... Sep 30 2014, 16:47![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 16:16 |