კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო მონადირეებო, ადრე ამავე ფორუმზე სადღაც მახსოვდა, ვიღაც წერდა, რომ იყო კაცი, რომელიც საქართველოში ეძებდა ძველ კაკლის ხეებს, ყიდულობდა მოსახლეობისგან ოფიციალურად, ჭრიდა, საკონდახე მასალა თვითონ მიჰქონდა, დანარჩენი ხე პატრონს რჩებოდა.
თუ იცით ვინმემ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფო? მოკლედ, სიტუაცია არის ასეთი: პაპაჩემის ძველ სოფელში გვაქვს დიდი კაკლის ხეები, რომლებიც ამოსულია 100+ წლის სხვა კაკლის ხის გადანაჭრებზე. ანუ ფესვები და მიწის ზემოთ ესე 3-5 მეტრი არის 100+ წლის კაკლის. ნიადაგი არც ისე რბილია. როგორც ვიცი ცუდ და კლდოვან ნიადაგზე გაზრდილ კაკალს უკეთესი საკონდახე მასალა აქვსო. ჰოდა გვინდა ამ კაკლების მოჭრა და საკონდახე მასალის გაყიდვა (დაბერდნენ უკვე და ვეღარ ისხამენ კარგად + ძალიან დიდებია უკვე და რომ მოტყდეს რომელიმე, სახლსაც თან გაიყოლებს). როგორც ვიცი საკონდახედ კაკალს საკმაოდ რთული გამოსაყვანი პროცედურების გავლა უნდა (თუ ვცდები, მასწავლეთ მეთოდი, გამოვიყვან და ჩემით გავყიდი მერე), რაც არც ისე იოლია ჯამში. რადგან მახსოვდა, რომ ვიღაც ადამიანი არსებობდა, ვინც ასე დაეძებდა კაკლებს, თუ კარგ ფასს იხდის, ვიფიქრეთ, იმას მოვაჭრევინოთ და მივყიდოთო. გამარკვიოთ იქნებ ბატონებო ამ საკითხში ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni ![]() |
სალამით. მე ვიცი ერთი კაცი ვინც მაგ საქმეზე მუშაობს ფესვში იხდის 100 დოლარს ხოლო ტოტში 100 ლარს შპს გამავუდი ესე ქვია ნომერი მაქ თურამეა ხე უნდა იყოს დიამეტრზე 210 სმ.
ეს არის შპს კოსტა მაგაზე მუშაობს ეს ორგანიზაცია მაცალებს აგროვებენ მერე ეწერს აბარებენ და მერე იტალიაში გააქვთ. ნომერია 551211243 სახელი დამავიწყდა ამ კაცის ფასზე დაეჩალიჩეთ იქნებ მეთი გადაახდევინოთ ისე თუ ბევრი იქნება მოსაჭრელი რაჭაშიც ავა და ყველგან არაა პრობლემა თავისი ბრიგადა ყავს და რამე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 09:00 |