იხვის კომუნიკაციები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იხვის კომუნიკაციები |
![]()
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მოგესალმებით სუყველას!!! ბევრი ფიქრის და ბევრი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ჩემი ნამუშევარი. გამეზიარებინა ყველა პატიოსანი მონადირესათვის და რა თქმა უნდა მათთვის ვისაც ელ მანოკით უყვარს ნადირობა. აქ მოყვანილია გარეული იხვის ყველა ხმა რომელსაც იგი გამოსცემს თავის არსებობის მანძილზე. რათქმა უნდა არსებოს ისეთი ხმები, რომელსაც იხვი არ გამოსცემს, მაგრამ მონადირეები ამ ხმებს მათ მოსაზიდად მაინც აქტიურად იყენებენ( hail call ანუ შორიდან დაძახების ხმა ) არვიცი ეს როგორ აიხსნება, მაგრამ რეალურად ასეა. რაც შეეხება ელ მანოკს ის არც მონადირულია და არც აზარტული და სპორტული. იმის თქმა მინდა რომ ელ მანოკით ნადირობისას ჩვენ იხვის მონადირების მაგიერ მას მონადირების გარეშე ვიყვანთ. მინდა რომ ყველამ გაიგოს იხვზე ნადირობა არ არის მარტო თოფის სროლა ეს დიდი მეცნიერებაა და დიდი აზარტი თოფის სროლა ბოლოხარისხოვანია.... პატივისცემით ირაკლი ჯორჯაძე.
ახალგაზრდა იხვის კვაკი შორიდან დაძახება და დაბრუნება ზრდასრული იხვის მისალმება ზრდასრული იხვის კვაკი მოთამაშე იხვის მისალმება მოთამაშე იხვის კვაკი მისალმების ხმა კვების ხმები დაბრუნების ხმა გამძღარი იხვის მისალმება გამძღარი იხვის კვება გამძღარი იხვის კვაკი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
DUCK CALLER
კარგია, რომ იხვის საძახს ეუფლები და ცდილობ მის პოპულარიზაციას. ჩანაწერებიდან თუ ვიმსჯელებთა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი, მაგრამ ენთუზიზმი ნამდვილად მისასალმებელია. ზრდასრული იხვის დაძახებაში პირდაპირ გეტყვი, რომ უხეშ შეცდომას უშვებთ და თუ გაითვალისწინებთ კარგი იქნება, ზედიზედ იხვის ხმის მიყოლება 3-ჯერ განგაშს ნიშნავს და არა მოხმობას და არც ერთ შემოთავაზებულ ვარიანტში არ უნდა ფიგურირებდეს ასეთი კომბინაცია. კვების ხმაზეც სამუშაოა. შორიდან დაძახებას რაც შეეხება ძალიან ადრე გადადიხარ მოკლე მოკლე დაზახებებზე, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გაწელო გრძელი ტონები და როცა ჰაერი გამოგელევა შემდეგ შეიზლება გადახვიდე მოკლე მოკლეებზე. მე პირადად რასაც ვხედავ, ხმების გამოცემა კარგათ გაქვთ ათვისებული უბრალოდ, ძალიან მაგრად უბერავთ საყვირში, რაც რეალურ ხმას აფუჭებს, ამიტომაც ეგონათ ზოგიერთებს ცუდი საძახი, ზედმეტი ჩაბერვა ისეთივე მავნეა როგორიც ჰაერის დაკლება, ასე რომ იპოვე ოქროს შუალედი და ბადალი არ გეყოლება მაგ საქმეში ![]() აბა წარმატებები და ველით პრაქტიკულ მეცადინეობებს ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 08:49 |