იხვის კომუნიკაციები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იხვის კომუნიკაციები |
![]()
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მოგესალმებით სუყველას!!! ბევრი ფიქრის და ბევრი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ჩემი ნამუშევარი. გამეზიარებინა ყველა პატიოსანი მონადირესათვის და რა თქმა უნდა მათთვის ვისაც ელ მანოკით უყვარს ნადირობა. აქ მოყვანილია გარეული იხვის ყველა ხმა რომელსაც იგი გამოსცემს თავის არსებობის მანძილზე. რათქმა უნდა არსებოს ისეთი ხმები, რომელსაც იხვი არ გამოსცემს, მაგრამ მონადირეები ამ ხმებს მათ მოსაზიდად მაინც აქტიურად იყენებენ( hail call ანუ შორიდან დაძახების ხმა ) არვიცი ეს როგორ აიხსნება, მაგრამ რეალურად ასეა. რაც შეეხება ელ მანოკს ის არც მონადირულია და არც აზარტული და სპორტული. იმის თქმა მინდა რომ ელ მანოკით ნადირობისას ჩვენ იხვის მონადირების მაგიერ მას მონადირების გარეშე ვიყვანთ. მინდა რომ ყველამ გაიგოს იხვზე ნადირობა არ არის მარტო თოფის სროლა ეს დიდი მეცნიერებაა და დიდი აზარტი თოფის სროლა ბოლოხარისხოვანია.... პატივისცემით ირაკლი ჯორჯაძე.
ახალგაზრდა იხვის კვაკი შორიდან დაძახება და დაბრუნება ზრდასრული იხვის მისალმება ზრდასრული იხვის კვაკი მოთამაშე იხვის მისალმება მოთამაშე იხვის კვაკი მისალმების ხმა კვების ხმები დაბრუნების ხმა გამძღარი იხვის მისალმება გამძღარი იხვის კვება გამძღარი იხვის კვაკი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
DUCK CALLER
მადლობა მეგობარო ამ ვიდეოებისთვის, ძალიან გამოსადეგარია პირადად ჩემთვის და ალბათ სხვებისთვისაც. ![]() აი მაგალითად საფარში ვართ მაქსიმალურად შენიღბული, დავინახეთ იხვის გუნდი შორიახლოს, ჯერ ვესალმებით, პირდაპირ უძაXით თუ..., ანუ თანმიმდევრობა მაინტერესებს რადროს როგორ უნდა მოვიქცეთ. გაიგონეს ვთქვათ ჩვენი მისალმების ხმა ხო, კრუგი გააკეთეს, მერე კვების ხმას ვრთავთ, ახალგაზრდა იხისას... ალბათ მიმიხვდი რისი გაგებაც მინდა. ბოლო ვიდეოში რო განიხილახვ იხვის ოთხნაირ მდგომარეობას, თითოეული რადროს უნდა გამოვიყენოთ? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რისი მადლობა ყოველთვის მზად ვარ დახმარებისთვის.
![]() ახალგაზრდა იხვის ხმა უნდა გამოიყენო ნადირობის ადრეულ სეზონზე ეს არის ზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდი ამ დროს მამალი იხვის შეფერილობა უფრო ღიააა მოთეთროა და ბუმბულიც არააქვს მსხვილი და ხშირი. ამ დროს შეგიძლია 7 ნომრითაც ინადირო სამწუხაროდ ჩვენთან ამ პერიოდში იხვზე ნადირობა აკრძალულია კანონით. რუსეთში და ამერიკაში ნადირობენ. ![]() რაც შეეხება ხმებს რა დროს რა კომბინაცია უნდა ჩართო ამ ვიდეოსაც დავდებ. ესეიგი ზიხარ სამალავში და შორი ახლოს დაინახე გუნდი და არ გაქვს უნივერსალური საყვირი გაქვს ტყის ან ღია წყლის საყვირი ერთ ენიანი ან ორ ენიანი. აკეთებ ესეთ რაღაცას იწყებ საშუალო ტონალობაში მისალმების სულ ორი ან სამ კომბინაციას, თუ დაინახე, რომ გუნდი წამოვიდა შენსკენ მაშინ ამ დროს ყველაზე კარგი იქნება თუ გაუნძრევლად იჯდები და საერთოდ საყვირს გააჩერებ, თუ იხვები მოგიახლოვდნენ სასროლზე ხო კაი, თუ არადა დაიწყებენ შენი მარცხენა მხრიდან წრის დარტყმას, როგორც კი გაუსწორდებიან მარცხენა მხარს უნდა მისცე ერთი მოკლე მისალმება ხუთი კვაკისგან იყოს სრდასრული იხვის რადგან უკვე ახლოში არიან და ამ დროს დაბალი ტონი ყველაზე კარგი იქნება მაგრამ ეს უნდა იყოს დახვეწილი ხმა. აგრძელებენ გზას გაუსწორდნენ ჩვენს მარჯვენა მხარს ავაჟღეროდ ისევ მისალმება ერთჯერ საკმარისი იქნება. ამ დროს ვაცადოდ ოდნავ მოგვშორდნენ 50-70 მეტრზე და უნდა დავიწყოთ მკვეთრი უკან დაბრუნების კომბინაცია რომელიც მე -4 ვიდეოში იქნება. ამ დროს თუ ყველაფერი ხუთიანზე გვაქვს იხვები მობრუნდებიან და დაიწყებენ ხელმეორედ წრის დარტყმას უკვე ნაკლებ სიმაღლეზე გაუსწორდნენ რა მარცხენა მხარს ისევ მივცეთ მისალმება და როგორც კი მოექცევიან მარჯვენა მხართან ამ დროს უნდა გავაკეთოდ ერთჯერადი კვავები თითქოს ვეუბნებით რომ ყველაფერი კარგად არის ქვი ქვი ქვი შიგადაშიგ კვების ხმები დიგდიგ დიგდიგ დიგდიგდიგდიგქვიიიიი დიგდიგ დიგდიგ დიგდიგდიგდიგქვიიი ქვიი ქვიი ქვიი წესით ამ დროს იხვი ფიტულებში უნდა იჯდეს თუ არ წამოვხტებით და არ ვესვრით ![]() შედეგის გაუმჯობესებისთვის კარგი იქნება უნივერსალური საყვირი რომელსაც აქვს დამახასიათებელი გამძღარი იხვის კვაკი ჩვეულებრივ საყვირზეც შევძლებთ ამას უბრალოდ უნივერსალურზე უფრო მარტივად კეთდება ეს ხმა. ეს საყვირებია ECHO PURE MEAT, ECHO XLT, HOBO PRIME MEAT ............. მოთამაშე იხვის ხმა ამცნობს სხვა იხვებს რომ ირგვლივ მშვიდობაა და კარგი აურა სუფევს რაც მონადირებას გაგვიადვილებს. კარგი იქნება თუ ამ ხმას ჩავრთავთ. მაგალითად მისალმებისას ჩვენ შეგვიძლია ორი ან სამი ერთნაირი მისალმების მაგივრად გავაკეთოდ შემდეგი; მოთამაშე იხვის მისალმება, ჩვეულებრივი მისალმება და სრდასრული იხვის მისალმება ( bouncing hen,soft greeting call, coarse hen greeting call ) რაც არწმუნებს იხვებს იმაში რომ ფიტულები რეალურია რადგან ყველა იხვს სხვადასხვა ტონალობის ხმააქვს როგორც ადამიანებს. არის შემთხვევები როცა იხვს საერთოდ ვერ ვხედავთ შეიძლება ისინი ახლოში ზიან კამიშში ან კიდე ძაან შორს არიან ჩვენგან. ამ დროს ეფექტური იქნება მარტოხელა იხვის ხმა ან კიდევ შორიდან მისალმება ამ კომბინაციებს ავხსნი მე 4 ვიდეოში . |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 22:09 |