მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მოყვარულ მსროლელთა ლიგა, მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახე
skilter
პოსტი Sep 4 2014, 15:02
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 16-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“

აღნიშნული ტურნირის ამოცანებს წარმოადგენს, სასატენდო სროლის ერთერთი სახეობის, სპორტინგის, პოპულარიზაციას მთელი საქართველოს მაშტაბით, იარაღთან მოპყრობის და სროლის ეთიკის დანერგვა და განვითრებას ახალბედა თუ გამოცდილ მსროლელთა შორის, მოყვარულ მონადირეთა შორის ნადირობის, როგორც დასვენების და ბუნებასთან დაახლოების ერთერთი საშუალების პროპაგანდირებას და მონადირეებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარების საშუალებას.
ზოგადი ინფორმაცია
შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“ ჩატარდება წელიწადში ოთხჯერ
1. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა“
2. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზამთარი“
3. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - გაზაფხული“
4. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზაფხული“
ყოველი ტურნირის შემდგომ შედგება რეიტინგები და მოაწილეები შედეგების მიხედვით გადანაწილდებიან ორ ლიგაში. ეს საშუალებას მისცემს დამწყებ მსროლელბს, იასპარეზონ მათთვის შესაფერის მსროლელბთან და გამორიცხავს უკონკურენციო ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის.
პირველი შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ გაიმართება 2014 წლის შემოდგომაზე და მასში მონაწილებaს მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
მსროლელები წინასწარ დარეგისტრიდებიან „მოყვარულ მსროლელთა ლიგაში“ და მიენიჭებათ უნიკალური ნომერი, რომლითაც ისინი მონაწილებას მიიღებენ შემდგომ შეჯიბრებზე.
პირველი შჯიბრის „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“-ის დასრულების შემდგომ, პირველ 12 ადგილზე გასული მსროლელები გადავლენ პირველ ლიგაში, ხოლო დანარჩენი და შეჯიბრის შემდგომ დარეგისტრირიებული მონაწილეები მეორე ლიგაში. შემდეგი შეჯიბრისთივის, ზემოთ აღნიშნული 12 მონაწილე, რომლებიც პირველ ლიგაში მოხვდნენ იასპარეზებენ ერთმანეთში, ხოლო ახლად დარეგისტირიებულები და პირველი ტურნირის ის მონაწილეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პირველ 12 მსროლელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
შემდგომ შეჯობრზე მეორე ლიგაში გამრჯვებული 6 მონაწილე დაიკავებს პირველ ლიგაში ბოლო 6 ადგილზე გასული მსროლელის ადგილს პირველ ლიგაში, ხოლო ეს უკანასკლენი გადაინაცლებენ მეორე ლიგაში.

https://www.facebook.com/amsligue


იმისათვის, რომ მონაწილემ შეძლოს ტურნირებში მოაწილება, აუცილებელი ტურნირზე რეგისტრაციამდე, მან გაიროს რეგისტრაცია და დაფიქსირედეს "მოყვარულ მსროლელთა ლიგის: ბაზაში... აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაცია უფასოა;

რეგისტრაციის წესები:

რეგისტრაციისთვის მონაწილემ ელექტრონულ მისამართზე ams-ligue@outlook.com-ზე უნდა გამოაგზანოს თავისი მონაცემები :
სახელი, გვარი, პირადნი ნომერი და საკონტაქტო ნომერი;

დარეგისტრირებულ მონაწილეს მინეიჭება უნიკალური კოდი, რომლიც მიუვა მოკლე ტექტრი შეტყობინების საშულებით.
მონაწილე მისის უნიკლაური ნომრის საშუალებით შეძლებს დარეგისტრირდეს ტურნირებში.

დარეგისტრირებულ მონაწილეს მოკლე ტექტური შეტყობინების საშულებით მიუვა ინფორმაცია ყველა დადგემილ ტურინირის თუ ღონისძიების შესახებ...

ახლად დარეგისტრირებული მონაწილე ავტომატურად ხვდება "მოყვარულ მსროლელთა ლიგის" მეორე ლიგაში, და მხოლოდ ტურნირებში მიღწეული წარმატებების შემდგომ გადავა პირველ ლიგაში.

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე : 599 747722
https://www.facebook.com/amsligue

www.legion.ge

ტურნირებში მონაწილების მისაღებად "მოყვარულ მსროლელთა ლიგის" ბაზაში რეგისტრაცია აუცილებელია...



მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ პირველი ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“
უსაფრთხოების წესები

1. თოფებს ვკეტავთ მხოლოდ სასროლ პოზიციაზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ;
2. ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე იმოძრავებენ ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.
3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად იკრძალება და ისჯება დისკვალიფიკაციით.
4. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიწყნარე
5. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.
6. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა
7. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.
8. ვაზნა თოფში ჩაიდება სასროლ პოზიციაზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ
9. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.

თოფები და ვაზნები
ყველა მონაწილე ვალდებულია წარსდგე 12 კალიბრის გლუვლულიანი თოფით, რომლის ლულის სიგრძე არ იქნება 66 სანტიმეტრზე ნაკლები.
ყველა მონაწილეს ადგილზე დაურიგდება 28 გრამიანი 10 ნომერი ვაზნები;
შეჯიბრის ჩატარების თარიღი და ადგილი
შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ გაიმართება 2014 წლის 12 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზებზე იქნება აღნიშვნები, რათა მონაწილეებს გაუდავილდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლა.
12 ოქტომბერი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“
9:00 - შეკრება;
9:15 - კებჭისყრა;
9:35 - ინსტრუქტაჟი;
10:00 - შეჯიბრის დაწყება;
მოაწილეების რეგისტაცია და შეჯიბრიში მონაწილების საფასური
მსროლელების რეგისტაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 5 ოქტომბერი. რეგისტრაციის მსურველმა მონაწილემ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქოტო ნომერი უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე : ams-ligue@outlook.com ან მოგვმართოს საიტის www.legion.ge -ს ადმინსტრაციას, სადაც შეავსებს სპეციალურ ფორმას. ამის შემდგომ მონაწილე დარეგისტრიდება „მოყვარულ მსროლელთა ლიგის“ ბაზაში და მიენჭება უნიკალური კოდი, რომელის ასევე მიუვა მოკლე ტექსტური მესიჯის სახით, რომლის საშუალებითაც ის ნებისმიერ დროს შეძლებს მისი შედეგების და მიმდინარე პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოძებას ვებ გვერდზე www.legion.ge-ზე შესაბამის განყოფილებაში .
დარეგისტრირებულმა მონაწილემ ტურნირიში მომაწილეობის მისაღებად კლუბ „ლეგიონის“ ანგარიშზე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ა/ნ GE78 TB71 4783 6020 1000 01/GEL უნდა შემოიტანოს 50 (ორმოცდათი) ლარი და დანიშნულებაში უნდა მიუთითოს მისი უნიკალური ნომერი, რომელიც მინენიჭა რეგისტრაციის შემდგომ და შეჯიბრის დასახელება, „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“.

კენჭისყრა

კენჭისყრა ჩატარდება 2014 წლის 12 ოქტომბერს 9:15. თითოეული მონაწილე კალათიდან ამოიღებს დახურულ ნომერს, გახსნის და აჩვენებს დამსწრეებს და მთავარ მსაჯს, რომლიც გასაზღვრას თუ მერემდენე გავა იგი სასროლ პიზიციაზე. სასროლი პოზიციის სიახლოვეს იქნება 6 მონაწილე, ხოლო დანარჩენი ოდნავ მოშორებით, სპიციალურ შემოსაზღვრულ ადგილზე, როდესაც პირველი ექვსეული დაასრულებს სროლას, მათ ადგილს დაიკავებს შემდეგი ექვსეული, ხოლო დანარჩენი გადაინაცვლებს სპეციალურად მითითებულ ადგილზე და ასე გაგრძელდება სანა უკნასკნელი მსროლილი არ დაასრულებს აპარეზობას.

შეჯიბრის რეგლამენტი, ქულების დათვლა და
გამოარჯვებულის გამოვლენის წესი


ასპარეზობა დაიწყება 2014 წლის 12 ოქტომბერს 10:00-ზე. თითოეული მსროლელი განახორცილებეს 35 გასროლას 5 სხვადასხვა პოზიციიდან.
პირველი პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა)
მეორე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა)
მესამე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა)
მეოთხე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა)
მეხუთე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა)
დუპლეტებში ჩართული იქნება მიწაზე მოძრავი სამიზნე ე.წ „რაბითი“
ასპარეზობის დასრულების შემდგომ დაითველბა თითოეული მონაწილის ქულა და დადგინდება პირველი 12 მონაწილე, რომლებიც შემდგომ შეჯიბრზე იასპარეზებენ პირველ ლიგაში, ხოლო სხვა დანარჩენი ავტომატურად მოხვდებიან მეორე ლიგაში.
იმ შეთხვევაში თუ მროლელბს ექნებათ ერთნაირი ქულები და ვერ მოხერხდება პირველი თორმეტეულის დადგენა ყველაზე მცირე ერთანირ ქულების მქონე მონაწილეებს შორის მოხდება გადასროლა პირველ აცილებამდე მესამე პოზიციიდან
იგივე წესით დადგინდება პირველი ექვსეული, რომლებიც მოანწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტპზე.
ფინალურ ეტაპზე გასულ 6 მსროლელს გაუნულდებათ დაგროვილი ქულები და განახორციელებენ 10 გასროლას ორ ეტაპად (5 – 5) მეორე და მესამე პოზიციებიდან და იმ განსხვავბით, რომ ნაცლად 3 ერთეულის და 2 დუპლეტისა იქნება 3 ერთეული და 1 დუპლეტი. იმ შემთხვევაში თუ ვერ დადგინდა პირველი 3 ადგილი ერთნაირი ქულების მქონე მსროლელებში მოხდება გადასროლა მესამე პოზიციიდან პირველ აცილებამდე.
ქულა - აცილება
თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი, ამას გასაზრღვრავს მაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან.
„რაბითის“ შემთხევაში თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი. გასროლა ჩაითველბა აცილებათ თუ მისი გატეხვა მოხდება სპეციალურად აღნიშული ადგილის იქით, ამას გასაზრღვრავს მსაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან.
იმ შემთხვევაში, თუ სასხლეტზე გამოკვრის შემდგომ არ მოხდება ვაზნის დეტონაცია მთავარი მსაჯი შეამოწმებს ვაზნას, თუ მაზსე აღინიშნება ნემსის კვალი მსროლელს გადაეცემა ახალი ვაზნა. აღნიშნული შემთხვევის ზედიზედ 3-ჯერ განმეორების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება აცილება. თუ ვაზნაზე ნესის კვალი არ გამოჩნდება გასროლა ჩაითველბა აცილებათ.
ნახევრად ავტომატური თოფის შემთხვევაში, გასროლის შემდეგ თუ ვერ მოხერხდა გადატევნა, მსროლელი გასროლას განახორციელებს ხელმეორედ.
დუპლეტის სრილს დროს, თუ დაფიქსირდა არ გადატენვა ან არ მოხდა ვაზნის დეტონაცია, დუპლეტი (2 გასროლა) შესრულდება თავიდან მიუხედავად იმისა გატყდა თუ არა რომელიმე სამიზნე.

პრეტენზიები
იმ შემთხევეაში თუ მონაწილე თვლის, რომ რაიმე დაღვევას აქვს ადგილი უშუალოდ მისი სროლის დროს, იგი ვალდებულია ხელის აწევით ანიშნოს მთავარ მსაჯს აღნიუშნულის შესახებსა სასროლი პოზიციდან გამოსვლის გარეშე, აღნიშნული პრეტენზია განიხილება მსაჯთა კოლეგიის მიერ და დაკმაყოფილდება ან არ დაკმაყოფილდება დასაბუთებულად ახსნის შემდგომ.



დაჯილდოება

დაჯილდეობა მოხდება შეჯიბრის დასრულების შემდგომა.
პირველ სამ ადგლზე გასულ მონაწილეს გადაეცმათ შესაბამისი ყალიბის მედლები, სიგელები, და ფასიანი საჩუქრები.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს სხვა დანარჩენ პრიზებთან ერთად გადაეცემა თასი და სპეციალური ფასიანი საჩუქარი;
მონაწილეთა შორის დარიგდება სხვადასხვა პრიზები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი „,მოყვარულ მსროლელთა ლიგაში“ მონაწილებისთვის.

https://www.facebook.com/amsligue

www.legion.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Gugash
პოსტი Oct 15 2014, 00:13
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 24-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



18-ისთვის გადაიდო საპატიო მიზეზების გამო...

ანუ 18-ში ჩატარდება და იქნებ წამომსვლელბის სია ჩამოწეროთ აქ, რომ მონაწილეთა რაოდენობა განვსაზღვროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- skilter   მოყვარულ მსროლელთა ლიგა   Sep 4 2014, 15:02
- - shotaa   skilter ბოდიშს ვიხდი დი...   Sep 4 2014, 19:27
- - ჭალიმგელა   shotaa რატომ უნდა ქონდ...   Sep 4 2014, 21:48
- - shotaa   ჭალიმგელა ხო ეგ მა...   Sep 4 2014, 22:27
- - Gugash   არავითარი უპირატე...   Sep 5 2014, 00:38
|- - ჭალიმგელა   ციტატა(Gugash @ Sep 5 2014, 01...   Sep 5 2014, 09:55
- - assassin29   Gugash ვიღაც რომ გამოც...   Sep 5 2014, 10:03
- - ზახარა   ციტატა(levani mgebrishvili @ 5th ...   Sep 5 2014, 10:09
- - assassin29   ზახარა მც-ც? მახსე...   Sep 5 2014, 10:10
- - Gugash   ძალიან იშვიათია რო...   Sep 5 2014, 13:48
- - Gugash   შეჯიბრი დაგეგმლი 12 ...   Sep 14 2014, 17:14
- - baroni   ვააა ვააა აბა ზესტ...   Sep 15 2014, 08:14
- - ჭალიმგელა   ჰა ვინ ეწერებით აბ...   Sep 15 2014, 14:36
- - vincent   მოგესალმებით, იმედ...   Sep 16 2014, 13:20
- - ჩელე   აბა მე რომ ჩავეწერ...   Sep 16 2014, 15:50
- - Gugash   „მოყვარულ მსროლელ...   Oct 6 2014, 23:49
- - Gugash   https://www.facebook.com/events/82420697761...ry_t...   Oct 13 2014, 04:56
- - ჩელე   სამწუხაროა, რომ ვე...   Oct 13 2014, 13:02
- - Gugash   18-ისთვის გადაიდო სა...   Oct 15 2014, 00:13


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 08:36