მელა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მელა, მელის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი May 19 2009, 18:33
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





მელა

ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.

აღწერილობა: საშუალო სიდიდის ნადირია. სხეულის სიგრძე 90სმ, კუდის 40-60სმ, წონა 10კგ. დინგი წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილი, ბეწვის შეფერილობა ქარცისფერი, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი, ზოგჯერ შეინიშნება მელანიზმი. საქართველოს მთის რაიონებში გვხვდება მუქი-რუხი ფერის მელიები.
გავრცელება: ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 4000მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე. ბუნაგს იკეთებს კლდის ნაპარალებში ან სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ სოროებში.
საკვებს შეადგენენ: წვრილი ძუძუმწოვრები, ფრინველები (განსაკუთრებით მიწაზე მობუდარი), ქვეწარმავლები, მწერები, მოლუსკები, ხილი.
მძუნაობა მიმდინარეობს ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. მაკეობა გრძელდება ორ თვემდე, შობს 4-6 ზოგჯერ მეტს თვალაუხელელ ლეკვს.
სამეურნეო დანიშნულება: აქვს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა, როგორც ბეწვის მომცემ ერთ-ერთ მთავარ ობიექტს.
დიდი საგებლობა მოაქვს თაგვისებური მღრღნელების მოსპობით. სასარგებლო ნადირ-ფრინველთა შორის მელა დიდ ზიანს აყენებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს: ხოხობს, დურაჯს, კაკაბს, გნოლს და სხვა. საშიშია როგორც ცოფისა და ჰემინთური ინვაზიების მტარებელი და გამავრცელებელი.

გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია!?!?!?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
T A M P L I E R
პოსტი Oct 25 2014, 13:53
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ერთი შეკითხვა!
ამ ჩვენ საქართველოში მელებიც უჯიშოები რატომ გვყავს!?
აჰა შეხედავ სურათში ლამაზი ბეწვით,მოსული ცხოველია და ჩვენთან გახვალ და ვირთხასავით არის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 21:28