ცოლი მოვიყვანო ???, რჩევები და წინადადებები უცოლოებს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცოლი მოვიყვანო ???, რჩევები და წინადადებები უცოლოებს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ჰე აბა რა ვქნა ????
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გიორგი
შვილო გიორგი, პირველად იყო სიტყვა, მერე გაჩნდა დედამიწა, დედამიწაზე შემდეგ წარომიქმნა წყალი, წყალს ბალახი მოჰყვა, ბალახს ხილი, ხილში ერთი ნაყოფი იყო, ვაშლი, ვაშლი შეიცავს რკინას, რკინით სახლები ააშენეს მერე ჰუმანოიდებმა, რომლებიც ხილის შემდეგ მოევლინენ ამ ქვეყნიერებას, მაგრამ მანამდე მამალი ჰუმანოიდი იყო მხოლოდ, ეს ჰუმანოიდი იყო თავისთვის, იყო, იყო და რომ მოსწყინდა ასე ეულად ყოფნა ქვეყანასა ზედა, წავიდა, კლდიდან გადმოვარდა, მოიტეხა ნეკნი და შექმნა იმისგან დედალი ჰუმანოიდი, მერე დედალი ჰუმანოიდი და მამალი ჰუმანოიდი დაძმობილდნენ, გაუყვნენ გზასა, იარეს, იარეს და იმდენი იარეს, სანამ იმ დაწყევლილ რკინის ხეს არ მიადგნენ, მამალმა ჰუმანოიდმა გადაწყვიტა თვალი დაესვენებინა და ძილს მისცა თავი, დედალმა ჰუმანოიდმა კი იფიქრა: აბა ეხლა მე რა ვაკეთოო-- და დაიწყო იქაურობის თვალიერი, უცბათ, შენიშნა რკინის ხე, რომელსაც ბევრი რკინა ესხა, ამ რკინებში კი ბოროტმა უხსენებელმა გამოჰყო თავი მისი და დედალ ჰუმანოიდს ჩაუსისინა: ჭამე ეს რკინა-ო, ჭამა ამ დეგენერატმაც, ჭამა დაა..........???........ შემდგომად ამისა, მივიდა მამალ ჰუმანოიდთან და შეაწყვეტინა ძილი, მამალმა გაიღვიძა, შეხედა თვალებში დედალს და.... შერცხვათ ერთმანეთის, ბედად იქვე ახლო-მახლო, ლეღვის ხილი იდგა, მამალმა ჰუმანოიდმა მოწყვიტა ფოთოლი მისი და მიიფარა ერთ ადგილზე , დედალმა ჰუმანოიდმაც არ დააყოვნა და იგივე გააკეთა............... განვლო ჟამმა მუხთალმა და ბედკრულმა, გადაიარა ბევრმა ომმა, სიკვდილმა, ჭირმა და ქარიშხალმა, ჰუმანოიდები განვითარდნენ, დაიწყეს ფრინველის მსგავსად ფრენაი მაღალსა შინა ზეცასა, დიაცნი ბავშვებს აჩენენ, მამაკაცნი ომში მიდიან, მიდის ცხოვრება და ეს რკინის ხეც ისევ დგას დედამიწაზე უცვლელად ადამიანის გვერდით, ის უხსენებელიც ბევრი დასრიალებს მიწასა ზედა, ბალახს ამჯერად ძროხანი, თხანი და მისთანანი ჩლიქოსანნი ძოვენ, მერე ინელებენ და მიწას ანოყიერებენ, თევზნი დაცურავენ ტბაში, ფრინველნი დაფრინავენ ზეცასა შინა, ტყეში უამრავი ყვავილი ამოდის, რომლითაც მამაკაცნი, დიაცთა გულებს იგებენ, მერე ეს გულმოგებული დიაცნი ამ მამაკაცის თანამგზავრნი ხდებიან, ვითარცა მთვარეა დედამიწის თანამგზავრი, შემდეგ ბერდებიან, შუალედში ბავშვები უჩნდებიან, მერე ეს ბავშვებიც დარბიან ტყეში რათა ყვავილები დაკრიფონ და მათთა სწორთა დიაცთა გულნი მოიგონ, მერე შუალედში ამათაც გაუჩნდებათ შვილები, რომლებიც იგივეს განიმეორებენ, მამის დატოვებულს პატივსა სცემენ, მერე ამათაც გაუჩნდებათ შუალედში შვილნი თვისნი, რომელნიც ასევე წავლენ ტყეში ყვავილთა მოსაკრეფად, რათა თვისთა ტოლთა დიაცთა გული მოიგონ, მერე შუალედში ამათაც ეყოლებათ შვილნი თვისნი................... ეეეეეეეეეე, მოიყვანე თუ მოგყავს, რა გაატრაკე საქმე, ვერა ხედავ ქადაგად ვიქეციი???.................. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th August 2025 - 11:57 |