დებულება "ნადირობის" შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
დებულება "ნადირობის" შესახებ |
May 19 2009, 13:28
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება N512 2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. მუხლი 3. ნადირობის წესები 1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618). 11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618) 2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618) 28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე ა) მწყერი – 20 ცალი; ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი; გ) ჩიბუხა – 5 ცალი; დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი; ე) ქედანი – 10 ცალი; ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი; 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი; 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი. 5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618) 6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. 9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. 10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება; დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე; ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით; თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით; ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით; მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით); ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად; ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება; პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით. მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით. მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი 1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით; დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით. 2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება. 3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618) |
|
|
|
![]() |
Nov 4 2014, 10:23
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
კარგად ვერ გავიგე მაგრამ მგონი კარგია
ვებგვერდი, 31/10/2014 სარეგისტრაციო კოდი 410010000.22.023.016269 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №146 2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დებულება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ მუხლი 1. დებულების მიზანი წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები. მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები 1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. 2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება. მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით 1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წინასწარ თანხმობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მაშინ შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს. 3. გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე და ადგენს შესაბამის აქტს გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე. 4. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტი რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. 5. რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზნით, სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. მუნიციპალიტეტის განცხადების ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის განხილვის შემდეგ, სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის საფუძველზე გასაფორმებული ხელშეკრულების პროექტს უთანხმებს მუნიციპალიტეტს. 6. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის შესაბამისად სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 7. რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება დეპარტამენტის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე. 8. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან ცხოველთა თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. 9. სათანადო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სამინისტროს (მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შეუძლია, მუნიციპალიტეტის მომართვის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა და რაოდენობა, რეგულირების ღონისძიებების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პირობები. მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით 1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის, შინაური ან გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის ან/და მისი გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების განხორციელების საფუძველია სამინისტროსადმი საქართველოს სოფლის მეურნეობის ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადება - სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ. 3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, გარეული ცხოველის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. 4. სამინისტრო, განცხადების გახილვის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იღებს გადაწყვეტილებას გარეული ცხოველის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” შესაბამისად. 6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის პასუხიმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. წყარო https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...=en&Itemid= |
|
|
|
კუდიგორელი დებულება "ნადირობის" შესახებ May 19 2009, 13:28
DISEVI ვიტო
გაიხარე, იქნე... Nov 26 2010, 17:44
ვიტო DISEVI
ქალაქში რომ არ უ... Nov 26 2010, 17:50
ჰერცოგი997 DISEVI
და მაგას რა განმ... Nov 26 2010, 17:53
DISEVI ვიტო
მე ქალაქების ... Nov 26 2010, 17:57
romeo 1 მძიმე წასაკითხია ე... Jan 19 2011, 19:10
damwyebi.bero გავეცანი ბრძანება... Feb 12 2011, 21:47
baiateo არის ეხლაც. თუმცა გ... Feb 12 2011, 22:28
გოგა ციტატა(baiateo @ 12th February 20... Feb 13 2011, 01:19
chago2007 ცხოველებზე ნადირო... Mar 11 2011, 12:56
ბესო ციტატა(chago2007 @ Mar 11 2011, 1... Mar 11 2011, 13:52
kurtanidze dito ხო იხვი თუ ბუნებრი... Aug 1 2011, 18:47
kupra ციტატა(kurtanidze dito @ Aug 1 20... Aug 1 2011, 18:58
ბესო ციტატა(bubu-bubula @ 1st Aug... Aug 2 2011, 00:08
ბესო ციტატა(bubu-bubula @ 1st Aug... Aug 2 2011, 00:08
kurtanidze dito მადლობა ბიჭებო გაი... Aug 2 2011, 09:22
limona543 ჩემი პირველი პოსტი... Aug 29 2011, 09:05
gigolo (დაუკითხავად წაიღე... Sep 28 2011, 01:21
იაშკა ტვინი წაიღეს ამ ვი... Sep 28 2011, 12:49
Misha Perajka სამწუხაროდ ერთ ქვა... Sep 28 2011, 13:41
romeo 1 რა არ მოგეწონად ,,ნა... Sep 28 2011, 20:43
იაშკა ნადრევი ვნებათაღე... Sep 28 2011, 23:54
იაშკა წერილს რაც შეეხება... Sep 29 2011, 00:53
Misha Perajka არაა ჩვენი საშველი... Sep 29 2011, 12:07
T A M P L I E R Misha Perajka
ციტატა(Mikheil Saralish... Sep 29 2011, 12:21
იაშკა მათ საიტზე შევედი..... Sep 29 2011, 14:16
Rifle ციტატა1. აკრძალული... Jun 11 2012, 11:54
hunter777 რამდენიმე წელიწად... Jun 11 2012, 12:20
alika77 ციტატა(hunter777 @ Jun 11 2012, 1... Jun 11 2012, 13:14
T A M P L I E R eg kanoni TurqeTSi didi xania aris Jun 11 2012, 13:24
Maverick QUOTE ( T A M P L I E R @ Jun 11 2012, 14... Jun 11 2012, 16:43
alika77 მუსიკანტმა უნდა და... Jun 11 2012, 13:28
megreli ელექტრო მანოკების ... Jun 11 2012, 14:39
hunter777 ციტატა(megreli @ Jun 11 2012, 15... Jun 11 2012, 18:22
megreli ციტატა(hunter777 @ Jun 11 2012, 1... Jun 11 2012, 23:59
megreli ... Jun 16 2012, 13:43
giorgi vs beki მოიცა კაცო არ დამც... Jul 11 2012, 01:57
ზახარა giorgi vs beki
ელექტრო მანო... Jul 11 2012, 07:19
elisa მოსაკრებლის ქვითა... Aug 23 2012, 19:09
ჭალიმგელა elisa
ჩერვონეც Aug 23 2012, 19:44
ვიტო giorgi vs beki
იხვზე რა..... პი... Aug 23 2012, 22:15
elisa მადლობ შევძლებ გად... Aug 24 2012, 12:26
dima71 საქართველოს ენერგ... Dec 17 2012, 22:18
dima71 საქართველოს ენერგ... Dec 17 2012, 22:23
@bazierashvili@ RE: დებულება "ნადირობის" შესახებ Jul 7 2013, 15:38
ზახარა ციტატა(dima71 @ 17th December 201... Jul 7 2013, 16:20
@bazierashvili@ RE: დებულება "ნადირობის" შესახებ Jul 7 2013, 16:28
ჭალიმგელა ეს არის განახლებულ... Jul 21 2013, 11:16
general რაა ეს ვერაფერს გა... Jul 21 2013, 19:39
საბო ციტატა(general @ Jul 21 2013, 20... Jul 22 2013, 22:15
DATKA ვერფერი ვერ გავიგე... Jul 22 2013, 21:48
general ეგ კი გავიგე შე კაც... Jul 22 2013, 23:21
კუთხა და ჯარიმების გაზრდ... Jul 23 2013, 07:33
სკვითია კუთხა
ეგრეა, გაკონ... Jul 23 2013, 07:55
კუთხა სკვითია
ფეხით სია... Jul 23 2013, 08:35
სკვითია კუთხა
ერთი გამოსა... Jul 23 2013, 09:28
gagrinski საერთოდ არაფერი შე... Jul 26 2013, 19:30
aragveli როგორ არ ამოგასხავ... Jul 26 2013, 19:44
Sergi88 ციტატა(aleksandre @ 26th July 201... Jul 26 2013, 20:26
gagrinski შევხვდები იმ კვირა... Jul 26 2013, 21:02
Fishman მეც ვინადირებ. ბოლ... Jul 26 2013, 21:09
Sergi88 Fishman კი გეთანხმები ყ... Jul 26 2013, 21:34
ალთაზარ აქ მემგონი ისეა სა... Jul 26 2013, 22:21
alika77 ლიცენზიებს არ გასც... Jul 27 2013, 02:42
@bazierashvili@ alika77
ციტატა(alika77 @ 27th Ju... Jul 27 2013, 20:33
alika77 ციტატა(@bazierashvili@ @ Jul 27 2... Jul 28 2013, 01:55
ams ციტატალიცენზიებს ... Jul 27 2013, 21:33
ams ციტატაიმიტომ უხდი... Jul 28 2013, 09:32
ჭალიმგელა ამ რაჭაში ჩავრჩი დ... Aug 5 2013, 14:13
aragveli 17 ში იხსნება გიო არ... Aug 5 2013, 14:29
Che aragveli
და ლიცენზია კი... Aug 5 2013, 14:52
alika77 მე ვიწყებ 17იში და......... Aug 5 2013, 14:56
kupra კაროჩე მაგარი ყ...ს ... Aug 5 2013, 15:07
aragveli კი თანხაც ისევ იგი... Aug 5 2013, 15:16
gonchatnik Nდირზე საერთოალული... Aug 30 2013, 22:25
iosebovich გადამფრენ ფრინველ... Sep 17 2013, 20:27
ჭალიმგელა მანოკისტებს ნორმა... Sep 26 2013, 12:48
kajuberi ეს უკვე კარგიაა და... Sep 26 2013, 12:53
T A M P L I E R თუ სწრაფი რეაგირებ... Sep 26 2013, 12:58
Hubert ციტატა( T A M P L I E R @ Sep 26 ... Sep 26 2013, 13:03
ჭალიმგელა როგორც იქნა შეიგნე... Sep 26 2013, 13:01
rezident ჭალიმგელა
მაგ კან... Sep 26 2013, 13:04
dima71 ,,საქართველოს ენერ... Sep 26 2013, 21:37
bacho monadire სალამი ყველა ფორუმ... Oct 18 2013, 18:39
assassin29 თუ იმას აქ გაფორმე... Oct 21 2013, 11:12
ბესო ამ ახალ ცვლილებებს... Oct 28 2013, 14:48
ლეონ-ბლექი ბესო
გარდა მაგისა..... Oct 29 2013, 03:39
ჩავლე დღეს გავარკვიე,არა... Jan 14 2014, 15:17
iosebovich Bოლო ბოლო კურდღელზ... Jan 31 2014, 20:40
assassin29 iosebovich
არ შეიძლება და... Jan 31 2014, 20:43
smekosmeko რამდენჯერ შემხვა უ... Feb 15 2014, 16:08
miroslava http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&am...mp;in... Aug 15 2014, 11:11
უიარაღო მეც მასე მგონია. Nov 4 2014, 11:23
მარდი რეებს ხლართავენ ნე... Nov 4 2014, 11:24
OQRO444 სულ არარაობას ჯობი... Nov 4 2014, 12:03
general მგელი თუ დაგესხა თ... Nov 4 2014, 12:03
beqa10 ტურის მოკვლა დაშვე... Nov 4 2014, 13:00
assassin29 მე დამარხვა რა უბე... Nov 4 2014, 13:54
beqa10 განრისხებული შველ... Nov 4 2014, 15:05![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 15:12 |