ტყის ქოთამი. კლუბის ერთობლივი გასვლა., 2014 წლის 16 ნოემბერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქოთამი. კლუბის ერთობლივი გასვლა., 2014 წლის 16 ნოემბერი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო.
2014 წლის 16 ნოემბერს, კლუბმა ''ოჩოპინტრე'' 2 კვირიანი დაგეგმვის შემდეგ, გადაწყვიტა მოეწყო კიდევ ერთი ლამაზი ნადირობა და კიდევ უფრო ლამაზი ე.წ. მეორე სერია. ![]() მივედით ადგილამდე, ავაწყვეთ თოფები, ავისხით ''პატრონტაჟი'' და დავიშალეთ სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადი მასა ხელმარცხნივ წავიდნენ. მე, ილარიონიჩი, გოჩა, თაზო და გენერალი კი მარჯვენა მხარეს წავედით. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... შემდეგ კიდევ ვიარეთ, ვიარეთ , ვიარეთ. ამ სიარულში ახალციხელი და ჟოლა შეგვხვდნენ. იმათაც კარგად უვლიათ და განაგრძეს სიარული.... მერე კიდევ ვიარეთ, ვიარეთ,ვიარეთ, ვიარეთ და გადავაწყდით პაატას.... იმასაც კარგად უვლია... აქა-იქ გასროლის ხმები ისმოდა.... ბოლოს დავრჩით მე და პაატა და გავაგრძელეთ ბოდიალი. კარგად რომ ვიბოდიალეთ და ვიგრძენით, რომ დავიღალეთ ვეკითხები პაატას: რა ვქნათ პაატა, რა გავაკეთოთ მეთქი და პაატამ წავიდეთ ნელ-ნელაო და დააწვა ქვევით მხარეს.... კი ვიფიქრე სად მიდის მეთქი და ვკითხე: ეგრე საით მიდიხარ მეთქი და მანქანებთანო.... არა პაატაჯან, მანქანები ზედა მხარეს არის მეთქი. უი ეგ რა მითხარი-ო? კლიანუს მეთქი რაა, თუ გინდა გარანტიით დავიგინები მეთქი.... ![]() მანქანებთან უკვე პატარა სუფრა დაგვხვდა გაშლილი... მოშივდათ და აბა რა ექნათ? განვაიარაღდით და მივუჯექით მე და პაატაც სუფრას. მეოთხე სადღეგრძელოზე იყვნენ უკვე ეს ლოთები ესენი.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг картинок bmp 1. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში. 2. განსაკუთრებული მადლობა გენერალს და დავითუსას თავგანწირვისთვის. აბა ეხუმრები 10 კილო მწვადის შეწვას? ![]() 3. დიდი მადლობა ტყის ქოთამს რომ არც კი დამენახა, მოკვლაზე ვიღა ლაპარაკობს? გაგწყვიტათ ჭირმა. 4. დიდი მადლობა თაზოს არაჩვეულებრივი თოფის თხოვებითვის, რომელიც არც კი გამისვრია. 5. დიდი მადლობა ჟოლას მშვენიერი ჟილეტისთვის და ბოდიში 1 პატრონა რომ დაჰგიკარგე ![]() 6. დიდი მადლობა გენერალს, 7 ნომერი ტყვიების მოცემითვის 7. და ბოლოს დიდი მადლობა გურგენ კაცს რომ წამიყვანა და მომიტანა უვნებელი სახლში ![]() გკოცნით და გეხვევით, თქვენი: ნიკო კეცხოველი..... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
პირველ რიგში, ბოდიში მომითხოვნია სურათების დაგვიანებისათვის. მეორე კიდენა, ისე კარგად აღწერეს ბიჭებმა ყველაფერი, რაღა დავამატო. მაგრამ მაინც ვეცდები ))) ყველაფერი დილიდან დაიწყო, სადაც ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ. უცებ გამოჩნდა როგორ მოგვნატრებია ერთმანეთთან შეხვედრა, ურთიერთობა, ხუმრობა! ნახევარ საათზე მეტი დაგვჭირდა რომ ერთმანეთი მოგვეკითხა. მერე დავიძარით ერთ დიდი კოლონად, კოდაზე გავჩერდით, ერთმანეთს დაველოდეთ და განვაგრძეთ გზა თეთრი წყაროსკენ. თეთრი წყაროდან გასულებმა გადავუხვიეთ ძველ, ე.წ ბიპის გზაზე და ცოტა ხანში მივადექით ადგილს, სადაც დავტოვეთმანქანები, ავისხით იარაღი და ტყვია წამალი, დავიყავით ჯგუფებად და შევუყევით ულამაზეს შემოდგომისტყეს. სასწაულად ლამაზ ფერებში იყო ტყე მორთული, კარგიმხატვარი სჭირდება ამ ფერების გადმოცემას. ჩვენდა სამწუხაროდ და ნადირობის ობიექტთა სასიხარულოდ, ჭაჭანება არ იყო ზემოთხსენებულთა არსად. 7 კილომეტრი ტყეში ბოდიალის მერე, გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით დილოკაციის ადგილზე, თან გვეგონა პირველები მივიდოდით. იქ კი უკვე მთელი ამბავი დაგვხვდა))))
![]() ![]() ![]() ![]() ნაწილმა გადავინაცვლეთ საქეიფო ადგილზე, რომელიც იგორმა გვაჩვენა, რადგან სანამ ყველა შევიკრიბებოდით გამზადებულიყო სუფრა. ადგილი ულამაზესი, მოვლილი. აშკარად ემჩნეოდა ძველი ნასახლარის კვალი. შევუდექით საქმიანობას. ზოგი შეშაზე წავიდა, ზოგმა სუფრას მიხედა. ზოგირთმაკიდე ორივე მოახერხა))) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამასობაში სხვებიც შემოგვირთდნენ და წავიდააა... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესაც საერთო სურათი, სადაც კაჭუბერი ვერ მოხვდა იმ მიზეზის გამო, რომ პატიოსნად ეძინა მანქანაში. არადა მწვადი იწვებოდა და ნაუცბათევად შევგროვდით სუყველა. კაჭუბერას დიიიდი ბოდიში!!! ![]() მოკლედ, მართლა ძალიან მაგარი დღე იყო, მიუხედავად იმისა რომ ქათამი ვერ მოვკალით.მაგრამ როგორც ერთმა დიდმა მონადირემ ბრძანა:ქათამი ვიცი მე მაღაზიაშიო))) ნუ, გენერალას ნადავლს თუ არ ჩავთვლით. იმდენად კარგი, რომ იქაურობა იმდენი სითბოთი და იყვარულით გაივსო, გაყინული მიწაც კი გათბა და ამ არსებამ ამოყო თავი, გეცლიათ გაზაფხულამდე ძილი, თკვე კაი ხალხოო))) ![]() ![]() ჭირი იქა, ლხინი აქა კიარა, გენაცვალეთ სუყველას, მრავალი ასეთი დღე ჩაგვეტარებინოს ერთად!!! ![]() ![]() ![]() P.S ჭალოს ფაცხის სურათებიდან, ერთ კარგ სმაილს გააკეთებდა კაცი))) ჩვენგვიშველისოსმალო სმაილიკი))))))))) საერთო თაზომ გადაიღო და მას მერე არ გამოჩენილა.... გამოვჩნდი გენავ))) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 01:06 |