ტყის ქოთამი. კლუბის ერთობლივი გასვლა., 2014 წლის 16 ნოემბერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქოთამი. კლუბის ერთობლივი გასვლა., 2014 წლის 16 ნოემბერი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო.
2014 წლის 16 ნოემბერს, კლუბმა ''ოჩოპინტრე'' 2 კვირიანი დაგეგმვის შემდეგ, გადაწყვიტა მოეწყო კიდევ ერთი ლამაზი ნადირობა და კიდევ უფრო ლამაზი ე.წ. მეორე სერია. ![]() მივედით ადგილამდე, ავაწყვეთ თოფები, ავისხით ''პატრონტაჟი'' და დავიშალეთ სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადი მასა ხელმარცხნივ წავიდნენ. მე, ილარიონიჩი, გოჩა, თაზო და გენერალი კი მარჯვენა მხარეს წავედით. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... შემდეგ კიდევ ვიარეთ, ვიარეთ , ვიარეთ. ამ სიარულში ახალციხელი და ჟოლა შეგვხვდნენ. იმათაც კარგად უვლიათ და განაგრძეს სიარული.... მერე კიდევ ვიარეთ, ვიარეთ,ვიარეთ, ვიარეთ და გადავაწყდით პაატას.... იმასაც კარგად უვლია... აქა-იქ გასროლის ხმები ისმოდა.... ბოლოს დავრჩით მე და პაატა და გავაგრძელეთ ბოდიალი. კარგად რომ ვიბოდიალეთ და ვიგრძენით, რომ დავიღალეთ ვეკითხები პაატას: რა ვქნათ პაატა, რა გავაკეთოთ მეთქი და პაატამ წავიდეთ ნელ-ნელაო და დააწვა ქვევით მხარეს.... კი ვიფიქრე სად მიდის მეთქი და ვკითხე: ეგრე საით მიდიხარ მეთქი და მანქანებთანო.... არა პაატაჯან, მანქანები ზედა მხარეს არის მეთქი. უი ეგ რა მითხარი-ო? კლიანუს მეთქი რაა, თუ გინდა გარანტიით დავიგინები მეთქი.... ![]() მანქანებთან უკვე პატარა სუფრა დაგვხვდა გაშლილი... მოშივდათ და აბა რა ექნათ? განვაიარაღდით და მივუჯექით მე და პაატაც სუფრას. მეოთხე სადღეგრძელოზე იყვნენ უკვე ეს ლოთები ესენი.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг картинок bmp 1. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში. 2. განსაკუთრებული მადლობა გენერალს და დავითუსას თავგანწირვისთვის. აბა ეხუმრები 10 კილო მწვადის შეწვას? ![]() 3. დიდი მადლობა ტყის ქოთამს რომ არც კი დამენახა, მოკვლაზე ვიღა ლაპარაკობს? გაგწყვიტათ ჭირმა. 4. დიდი მადლობა თაზოს არაჩვეულებრივი თოფის თხოვებითვის, რომელიც არც კი გამისვრია. 5. დიდი მადლობა ჟოლას მშვენიერი ჟილეტისთვის და ბოდიში 1 პატრონა რომ დაჰგიკარგე ![]() 6. დიდი მადლობა გენერალს, 7 ნომერი ტყვიების მოცემითვის 7. და ბოლოს დიდი მადლობა გურგენ კაცს რომ წამიყვანა და მომიტანა უვნებელი სახლში ![]() გკოცნით და გეხვევით, თქვენი: ნიკო კეცხოველი..... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვაახ, რა კარგი სურათები და რეპორტია! მაგრამ ლაივში უფრო მაგარი იყო, ერთი სიტყვით ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი და ზმური მღებისთვის.
მოკლედ ცოტა მოვიფხიზლე თუ არა გაფუდექი ბეშთაშენნის გზას, იქნებოდა ასე ღამის 4 საათი, ჯიპიესი არ გამომიყენებია და გურგენას დატოვებული "სმაილიკის" მიღების შემდებ, შეუხვიე სადღაც სხვაგან, შედარებითკარგი გზა იყო და ვიფიქრე აჰა გავედი ტრასაზეთქო, არადა მივადექი Bპ-ს რაღაც დაცულ ობიექტს, ეგრევე მომაქციეს ალყაში და განმაიარაღეს, რეკეს სამინისტროში არკვევდნენ ტერორისტი ვიყავი თუ მთვრალი მონადირე, ერთი საათის მერე დარეკეს და გაშვების ბრძანებაც მისცეს. შემდეგ იყო წალკა, ნინოწმინდა, ახალქალაქი და როგორც იქნა დავადექი ასპინძის გზას, დილის 9 საათზე დაიწყო გეშვის პროცესიც, ყველაფერმა 5 ჩაიარა, სახლში მოსულზე ძმაკაცის მამას ცხვარი ცხვარი დაეკლა და გემრიელი სუფრაც გაეშალა, საღამოს შემოგვიერთდნენ, ალიკა, სტინგი და ლიმა, სამწუხაროდ ვიდეო ვერ გადავიღე, მაგრამ გეტყვით, რომ ძაღლები, ხან ერთი გორის წვერზე იყვნენ ხან მეორეზე, ერთი სიტყვით კარგი სანახაობა იყო! დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტეთ ცოტა ჩვენც გვენადირა და წავედიდ ქარსაცავი ზოლისკენ, 20 მეტრის სიგანის 3 კმ სიგრძის, ნაპირებში პანტა ვაშლები მიყვებოდა ორივე მხრიდან, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ქათამი იყო ოხრად , ყოველ 50-100 მეტრში ფრინდებოდა, იყო შემთხვევა ორი ერთადაც აფრინდა, მეორე დღეს ერთიც არ გვინახავს და გადავწყვიტეთ დასავლეთისკენ წასვლა, 12 საათზე ალიკას მანქანამ დახურა გული ახალციხიდან გამოსულზე და ბათუმამდე ბუქსირით ჩავიყვანე, ჩასვლის დრო დილის 3:30, ერთი სიტყვით დავიტანჯეთ, მაგრამ მიღებულმა სიამოვნებამ ბევრად გადააჭარბა !!! ბაბუ მართალი ყოფილა მთელი ქათამი ზევით არის აწეული ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 06:55 |