HATSAN ESCORT |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
HATSAN ESCORT |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 260 რეგისტრ.: 17-October 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ბიჭებო ამ ფირმის პომპიან თოფზე რასიტყვით მწყერისთვის? მხოლოდ მწყერზე რო ვამუშაო, დანარჩენებისთვის მაქვს იჟ-27, მარა მწყერზე რო დავდივარ ბევრს მძიმეა ეს ძაან და მიჭირს. თუ იმუშავებს ეს პომპა და პრობლემები თუარ ექნება ეგაა საინტერესო. ან თუ გაქვთ ვინმეს ან თქვენ ნაცნობს თუაქ ინფო მჭირდება
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
1. რომელ თურქულ თოფებს ადარებ?- ჩამკეტ მექანიზმს ვგულისხმობ 2. ლულის ყანყალი არ შემიმჩნევია არცერთი თურქულისთვის HUGLU, ATA Arms, ARMSAN, STOEGER, ანუ ძირითადებს ვგულისხმობ რომლებთანაც მეტ-ნაკლებად შეხება მქონია, და თუ მაგას "ყანყალთან" დაკავშირებით რამდენჯერმე მაინც ააქვს პრობლემა ჯობია არც კი გაეკარო, თურქულ თოფებში ერთმანეთისგან განსხვავებით მხოლოდ ის პრობლემები შეიმჩნევა, რომ სხვადასხვა წონის ვაზნებს სხვადასხვაგვარად ამუშავებს ესა-თუ ის თოფი ,თორე დამცავი მექანიზმი საკმაოდ საიმედო აქვს ყველას და არც ლულა არ "ულაყლაყებს". რა ვიცი ეს ჩემი აზრია. უფრო კონკრეტულად ვთხოვოთ მცოდნეებს აგვიხსნან სხვა დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე STOEGER-3500 მაქვს, ბიძაჩემს STOEGER-2000 უკვე 3 წელია და "ვირივით ხმარობს", ჩემს მეგობრებს ზოგს ATA და ზოგს HUGLU, და ერთადერთი ერთმანეთს რაზეც ვეკამათებით სხვადასხვა წონიანი ვაზნების განსხვავებული დამუშავებაა, თორემ სხვა პრობლემა არცერთს არ გვქონია ამ იარაღებთან მიმართებაში უფრო კონკრეტულად ვთხოვოთ მცოდნეებს აგვიხსნან სხვა დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბევრი ვიფიქრე თუ როგორ მეპასუხა. ისე, რომ ვინმესთვის გული არ მეტკინა. რადგან ჩვენს ბევრ თანაფორუმელს აქვს სხვა და სხვა მარკის თურქული თოფები. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ თურქული ნახევრადავტომატური თოფების ძირიტადი ნაწილი ხმარობს ჩაკეტი მექანიზმის ორ კონსტრუკციას, რომელიც კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთია - ცალმხრივი ჩამკეტი საყრდენი (ჰატსან ესკორტი, მოსსბერგი) ანალოგიურად რუსული მპ 153 -ისა. მეორე კი - როცა "ზატვოერის" ჩაკეტვა ხდება ე. წ. "ლიჩინკის" მობრუნებით. "ლიჩინკას" აქვს სამი ფრთა. ორი წვრილი, და ერთი უფრო ფართო. სამწუხაროდ, ზოგჯერ, როცა სხვა და სხვა მიზეზის გამო (გაბერილი გილზი, საგილზეში მოხვედრილი ნაგავი, და ა. შ..) "ზატვორი" ბოლომდე არ არის მისული. "ლიჩინკა" ნაწილობრივ შემობრუნებულია, "ლიჩინკის" ფართო ფრთა ნაწილობრივაა ჩამკეტ ბუდეში შესული. და სხვა უფრო ჭვრილი ორი ფრთა კი არ არიან ჩამკეტ ბუდეში შესული, მოსალოდნელია გასროლა. და ამ შემთხვევაში მთელ დარტყმას იღებს "ლიჩინკის" ერთი ფართო ფრთა. და, რადგან ლიჩინკის ფრთა საკმაოდ სქელია, და, სამწუხაროდ მისი ბუდის კედელია თხელი. ის (ბუდის კედელი) ვერ უძლებს, და ხდება ბუდის დამსხ**ევა, ამოგლეჯვა. და ასევე დამრტყმელი მექანიზმის დაზიანება. რადგან უკან გამოქანებული "ზატვორი მძლავრად ეჯახება სასხლეტი მექანიზმის ნაწილებს და უკანა კედელს. ჩემს პრაქტიკაში ხსირად შემხვედრია ასეთი გატეხილობები. ინტერნეტშიც ბევრია ასეთი გატეხილობის სურათები. და, ასეთი გატეხილობის მერე თოფის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. რაც არ ხდება ისეთი ჩამკეტი კონსტრუკციის ემთხვევაში როგორიც აქვთ ჰატსანს, მოსბერგს, რუსულ მპ 153. რაც შეეხება ლულის ყანყალს. ძალიან ხშირად შემხვედრია ასეთი დეფექტი სხვა და სხვა პოლუავტომატზე. და, არა მარტო თურქულებზე. ვფიქრობ გასაგებად დავწერე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 20:11 |