ცუდი ამბავი, გარდამეცვალა ჩემი "ისუზუ". |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცუდი ამბავი, გარდამეცვალა ჩემი "ისუზუ". |
Jan 26 2015, 11:18
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მეგობრებო , ამ თემით მსურს მხოლოდ და მხოლოდ მოგიწოდოთ ყველას სიფრთხილისკენ. რათა არავის დაემართოს ის რაც მე და ჩემს მეგობრებს დაგვემართა.
მოკლედ რომ ვთქვა წავედით დილის 6 საათზე ორი მანქანა ხალხი ქართლის ერთ-ერთ ულამაზეს ალაგს, რათა დავმტკბარიყავით მთების სილამაზით. გვებოდიალა,ლუკმა გაგვეტეხა ბუნების წიაღში და ცოტა განტვირთულიყავით. თუმცა კი...... არ დაგვცალდა. ღამის წყვდიადში მივუყვებოდით ჩემთვის უცნობ გზას, ეჰ..."გზას ვამბობ თორემ რა გზაა, ვიწრო ბილიკი მთაზედაო"-ვაჟას სიტყვები კი მახსენდებოდა. პირველი მე მივდიოდი, მაქანაში 5 კაცი ვიჯექით და ხასიათიც საუკეთესო გვქონდა. ხან ვხუმრობდით, ხან კი გატრუნულები ისხდნენ ჩემი მეგობრები იმდენად რთული სასიარულო ადგილები იყო. გზა იყო მშრალი, მაგრამ ალაგ-ალაგ მსხვილი ყინულის ფენებიც გვხვდებოდა. ხიდებისა და დაბალი გადაცემის გამოყენების გარეშე, ზოგიერთი ადგილის გავლა შეუძლებელი იყო. ბოლოს მივადექი თითქოსდა უწყინარ ადგილს, მხოლოდ ხიდები მქონდა ჩართული. ავედი აღმართზე,გადაიტანა ცხვირი მანქანამ და .........თურმე გზის ნაწილი მოწყვეტილი იყო, მოწყვეტილ ადგილთან ეყარა ფიჩხები და მეგონა რომ ჩვეულებრივად გზა გრძელდებოდა. თურმე კი სწორედ ეს ფიჩხები მატყუებდა ღამის წყვდიადში. მოკლედ ვერ დავინახე და გავიარე პირდაპირ. free image host image hosting 5mb წინა საბურავები გადავიდა, უკანა ჩაითრია დაწაიღო მანქანა .........წაიღო და დავიწყეთ ტრიალი ჯერ გვერდულად ,შემდეგ ერთი ბრუნი ზურგზე. დადგა ისევ ოთხზე მანქანა და ეხლა ასე გააგრძელა უკნ სვლით გორვა. აკრიფა სიჩქარე და ხევის ბოლომდე არ გაჩერდა, ბოლოს კი ავარდა და უკანა ნაწილით შეასკდა ხეს. forum image hosting picture uploading ჯამში ხევის ბოლომდე დაახლოებით ასი მერტო ვიგორავეთ. ღვთისა და ყველა წმინდანის წყალობით მსუბუქი დაზიანება-დაჟეჟილობით გადავრჩით ყველა. ჩემი ერთგული მეგობარი "ისუზუ" კი სასწაულად სახაჩრებულ დამტვრეულია. მისი აღდგენა შეუძლებებლია, ტრაც ძალიან მწყვიტავს გულს. ბევრი კარგი და ცუდი გამოგვივლია ერთად. upload screen shot pc image hosting site how to print screen on pc free photo upload imagur მადლობა უფალს და დედა ღვთისმშობელს ჩვენი გადარჩენისათვის. ფრთხილად იყავით ყველანი ძმებო, განსაკუთრები თქვენთვის უცნობ ადგილებში. გაუფრთხილდით საკუთარს და მოეფერეთ სხვის სიცოცლეს. |
|
|
Jan 27 2015, 09:23
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ჩელე წარმოიდგინე ამხელა მანქანა, 5 კაცი და ბარგი და მერე ქანზე რომ დაგორდება .
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 13:58 |