საქართველოს პოინტერ-სეტერ კლუბის საველე დათვალიერება, საველე დათვალიერება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოს პოინტერ-სეტერ კლუბის საველე დათვალიერება, საველე დათვალიერება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, შაბათს საქართველოს პოინტერ-სეტერ კლუბი კოლხურ ხოხობზე ატარებს ლეკვების საველე დათვალიერებას. ახალგაზრდა მეძებრების მონაცემებს შეამოწმებს სერგო შაგინოვი. მონაწილეობის მირება შეუძლია ყველა ახალგაზრდა მეძებრის მეპატრონეს მიუხედავად იმია მას სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოოყვარულთა კლუბის საბუთი აქვთ თუ ეფციაის.
საველე დათვალიერებაში მონაწილეობის საწევრო არის 50 ლარი( 1 კოლხური ხოხობის ღირებულება) შეჯიბრის ადგილს მონაწილეები გაიგებენ ხვალ საღამოს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეძებრის მიერ დამუშავებულ ხოხობს არ ვესვრით და ის დარჩება ბუნებაში. იმათ საყურადღებოდ (იმედი მაქვს რომ ასეთი ამ ფორუმზე არავინ არ იქნება) ვინც ფიქრობს რომ მერე იმ ტერიტორიაზე ინადირებს, ძალიან ცდება, რადგან მოხდება ბუნებაში გაშვებული ხოხობის კონტროლი გარემოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ. უკვე შესაბამისი პროცედურები გავლილი გვაქ სამინისტროსთან. ნებისმერ შეკითხვაზე დაუკავშირდით გიგა მეგუთნიშვილს. 599070506 მადლობა ყურადრებისთვის |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
საერთოდ ჩემი აზრია ყველა გამომყვანმა საკუტარ ძაღლზე დაწეროს. იმასაც ვიტყვი და საწყენად ნუ მიიღებს ნურავინ ვისაც ნახვა უნდოდა უნდა წამოსულიყო მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, მე ყოველთვის სხვანაირად ვხდევა ვიდრე შენ, რამდენიც არ უნდა ვწერო, ფოტო გადავიღო თუ ვიდეო ვერასდროს ვერ გადმოვცემ იმას რასაც ძაღლი მინდორში აკეთებს.
ეს ყველაფერი იმიტომ ჩატარდა რომ პერსპექტივა გვენახა ახალი ძაღლების, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქ იმის საშუალება რომ ჩამოვიყვანოთ ბევრი ლეკვი 1 წლამდე გავზარდოთ და თუ არ მოეწონა კვალიფიციურ ექსპერტს დავაძინოთ და დავტოვოთ 100დან მხოლოდ 2 ან საერთოდ არცერთი არ დავტოვოთ ცოცხალი. ამას ძალიან სერიოზული შრომა სჭირდება, მტავარია რომ ყინული დაძრულია, ახალგაზრდებს სურთ რომ უკეთესი შექმნან, თუ ხელს შევუწყობთ კარგი თუ არადა დავრჩებით ისევ რკინის ფარდის მიღმა. პ.ს. მარტო იტალიაში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი სეტერი და პოინტერი იბადება, მათგან თუნდაც სანადირო ძებნისთვის მხოლოდ 10 ძაღლი თუ გამოდგება, ასე რომ ჯოჯოხეთური შრომაა ეს კინოლოგია ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 03:48 |