LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვაზნების მექანიკური სატენი .
აშშ. კომპანია ლი. სხვადასხვა ცნობის მიხედვით 40 წელიწადია იწარმოება. ![]() კომპაქტური, მსუბუქი და იაფიანი უპრეტენზიო მექანიკური სატენია. გამოდის 12 -16 - 20-28 კალიბრის მასრებისთვის. განვიხილოთ გადატენვის მიმდინარეობა. 1. ნასროლი ვაზნიდან ფისტონის ამოღება. ![]() 2. ცარიელ ბუდეში ახალი ფისტონის ჩასმა ![]() ![]() 3. დენთის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული დენთის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადაწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. ![]() 4. საცობის ჩასმა. უპირატესობა ენიჭება პიჟ-კონტეინერებს. ![]() 5. საფანტის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული საფანტის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადმოწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. 6. ვაზნის "ვარსკვლავის" აღდგენა. აღდგენისთვის სატენს გააჩნია ორი პროფილი: ყველაზე გავრცელებული 6 ქიმიანი ვარსკვლავისათვის და მეორე, მრავალქიმიანი ვასრკვლავისათვის. 7. ვაზნის საბოლოო მოხუფვა. ჩემს მიერ დღეს გადატენილი ვაზნები. ![]() კომენტარი: კონტეინერების შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, ქარხნულად მოხუფვისათვის. 1-2 ვაზნა ყოველთვის საექსპერიმენტოა ხოლმე. სატენს აქვს ასევე ვაზნის ქუდის (მეტალის ნაწილის) გასაწური საშუალება. სატენის საშუალებით შეიძლება ნებისმიერი , თქვენთვის სასურველი წონის ვაზნის დატენვა. (აქვს უამრავი საფანტის და დენთის საზომი.) შედარებით ძველ გამოშვებებს მთლიანად მეტალის კორპუსი აქვთ. დღეს დღეისობით პლასტმასის კორპუსითაა ჩანაცვლებული . მე გაზაფხულზე ჩამომივიდა, მას შედმეგ დავტენე 1500 მდე ვაზნა, საერთოდ არ ეტყობა ნახმარობის არაფერი. ჩემმა მეგობარმა LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS-ის საშუალებით დატენა 12-13 000 ვაზნა ! ! ! ! ! ! მუშა მდგომარეობას ინარჩუნებს დღესაც. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თქვენი რჩევა მჭIრდება მეგობრებო.
ესეიგი შევიძინე ზემოაღნიშნული სატენი მოწყობილობა და დავდექი პრობლემის წინაშე. მჭირდება მაღალი პლასტმასის პიჟი, რომელიც ვერსად ვერ ვიშოვნე. პრობლემა რაშია წამლის მერე ვუდებ პიჟს, რომელიც მაქვს მაგრამ მოკლეა და საფანტი გილძს ვერ ავსებს შედეგად თავის მოხვევის დროს ვარსკვლავი არ იკეტება და პირიქით დაბლა ჩააქვს. ამიტომ მინდოდა მაღალი პიჟი სადღაც 3სმ. ან თუ იცით მიმასწავლეთ ან ასე რომ ვქნა რა მოუვა? წამალს დავადო პლასტმასის პიჟი მერე ტვ. ქაღალდი შემდეგ კარდონის პიჟი შემდეგ საფანტით ამოვავსო და მოვახვიო |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 21:08 |