საქართველოს პოინტერ-სეტერ კლუბის საველე დათვალიერება, საველე დათვალიერება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოს პოინტერ-სეტერ კლუბის საველე დათვალიერება, საველე დათვალიერება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო, შაბათს საქართველოს პოინტერ-სეტერ კლუბი კოლხურ ხოხობზე ატარებს ლეკვების საველე დათვალიერებას. ახალგაზრდა მეძებრების მონაცემებს შეამოწმებს სერგო შაგინოვი. მონაწილეობის მირება შეუძლია ყველა ახალგაზრდა მეძებრის მეპატრონეს მიუხედავად იმია მას სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოოყვარულთა კლუბის საბუთი აქვთ თუ ეფციაის.
საველე დათვალიერებაში მონაწილეობის საწევრო არის 50 ლარი( 1 კოლხური ხოხობის ღირებულება) შეჯიბრის ადგილს მონაწილეები გაიგებენ ხვალ საღამოს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეძებრის მიერ დამუშავებულ ხოხობს არ ვესვრით და ის დარჩება ბუნებაში. იმათ საყურადღებოდ (იმედი მაქვს რომ ასეთი ამ ფორუმზე არავინ არ იქნება) ვინც ფიქრობს რომ მერე იმ ტერიტორიაზე ინადირებს, ძალიან ცდება, რადგან მოხდება ბუნებაში გაშვებული ხოხობის კონტროლი გარემოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ. უკვე შესაბამისი პროცედურები გავლილი გვაქ სამინისტროსთან. ნებისმერ შეკითხვაზე დაუკავშირდით გიგა მეგუთნიშვილს. 599070506 მადლობა ყურადრებისთვის |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
თუ ქვეყანაში ოდესმე კანონი დაიწერება და მისი აღსრულებაც მოხდება მაშინ აზრი ექნება მონადირე ძაღლების სელექციასაც და ყველაფერსაც.
ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა ქონდეს ნადირობის უფლება ადამიანს ფრინველზე ვისაც ძარლი არ ყავს. ოღონდ საუბარი მაქ ჯიშიან მეძებარზე რომლის გამრავლებაზე, სწორ სელექციაზე, თანდაყოლილი თვისებების შენარჩუნებახზე ყველა უნდა ზრუნავდეს. რა აზრი აქვს გყავდეს ინგლისური სეტერი ან პოინტერი რომელიც ძუნძულებს, არ აქვს თანდაყოლილი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებები? არანაირი! რა აზრი აქვს იმ მეძებრის ყოლას რომელიც ფეხებში გედება და 50 მეტრზე შორს ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ. (აქ ხშირ შემტხვევაში პატრონი ცოდავს ხოლმე) რა აზრი აქვს მყავდეს მეძებარე რომელზე მეტს მე დავდივარ მინდორში? არანაირი აი სწორედ კარგი ჯიშიანი და მხოლოდ ჯიშიანი(მხოლოდ საგვარეულოს და საბუთებს არ ვგულისხმობ) მეძებრების გამრავლება გვინდა. ამისთვის ბევრი შრომა მოგვიწევს, ეს არ მიიღწევა ერთ და ორ წელიწადში მაგრამ თუ მოვინდომებთ გამოვა. და კიდევ მტავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის რომ გნოლს, კაკაბს, უნდა მოვუაროთ და არ ვხოცოთ სანადირო მეურნეობის გარეთ. თუ ფრინველს არ მოვუვლით მაშინ მეძებრების ყოლას აზრი არ ექნება |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 03:06 |